კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“

ანუ, გაყიდე – იყიდე

 

2012 წლის 1 ოქტომბრამდე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონებში საავადმყოფოდან საავადმყოფოში დადიოდა იმის საჩვენებლად, თუ როგორ ყვავის ჯანდაცვის სფერო და კბილების როგორი კაწკაწით ელიან ულტრათანამედროვე კლინიკები ავადმყოფებს (ისიც გემახსოვრებათ, პრეზიდენტმა ჩაცმულ-დახურული პაციენტი რომ მოინახულა პალატაში)  მაშინდელი მოარული ხმებით, ერთი და იგივე სამედიცინო აპარატურა კლინიკიდან კლინიკაში გადაჰქონდათ მაყურებელზე მეტი და წარუშლელი შთაბეჭდილების მოსახდენად.

ასე იყო თუ ისე, ამის პარალელურად, თითქმის ყველა საავადმყოფო ინვესტორებს გადაეცათ, თუმცა, ამჟამად გაირკვა, რომ ინვესტორებისთვის გადაცემულ საავადმყოფოებში ერთობ რთული ვითარებაა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები კაბალურია, რაც რთული დასაჯერებელი არ არის იმ მარტივი მიზეზით, რომ აქამომდე ყველაფერი სწორედ ინვესტორების ბედნიერებას იყო მორგებული.

ჰოდა, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ გაყიდული კლინიკები უკან დაიბრუნოს, ხოლო, სანამ ცვლილებები დედაქალაქში მდებარე მსხვილ კლინიკებს შეეხება, სახელმწიფო მართვაში მაღალმთიან რეგიონებში მდებარე არამომგებიანი კლინიკები გადავა.

თუ გავიხსენებთ, რომ ჯანდაცვის რეფორმა ჯერ კიდევ ედ. შევარდნაძის ეპოქაში დაიწყო, მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში კიდევ თავიდან გატარდა და ახლა კვლავაც თავიდანაა გასატარებელი და, ზედაც, დავამატებთ, რომ ეს უკანასკნელი ინვესტორებისგან კლინიკების გამოსყიდვასაც გულისხმობს („იყიდე, გაყიდე, ქარვასლაა?!“), ჩვენი ჯანდაცვის რეფორმის პათოსი კვლავ კლასიკურია: „ჯერ დაიხოცნენ (ჯერ გაყიდეს), მერე იქორწინეს (დაიბრუნეს). 

 

скачать dle 11.3