კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რის ჩუქებას აპირებს საქართველოს ახალი პრეზიდენტისთვის ნიუ-იორკში მცხოვრები მხატვარი დევიდ დათუნა და როგორ უწინასწარმეტყველა მან საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინს

ქართული წარმოშობის ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა დევიდ დათუნამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს აწ უკვე არჩეულ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს  ღია წერილში  გამარჯვება უწინასწარმეტყველა. ახლო მომავალში კი ის საქართველოს ახალი პრეზიდენტისთვის პერსონალური საჩუქრის გაკეთებას აპირებს. ეს იქნება მხატვრის უნიკალური საავტორო ტექნიკით, ოპტიკური ლინზებით აწყობილი საქართველოს დროშა, რომელსაც ავტორმა „საქართველო – მილიონების იმედი” უწოდა.

– ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ აპირებთ საჩუქარი გაუკეთოთ გიორგი მარგველაშვილს. უფრო დაზუსტებით ხომ არ გვეტყოდით რა საჩუქარზეა საუბარი?

– არანაირი საიდუმლო. ამჟამად ვმუშაობ პროექტზე „საქართველო – მილიონების იმედი”. ეს არის საქართველოს დროშა, რომელსაც ვაპირებ, პირადად გადავცე გიორგი მარგველაშვილს საჩუქრად. დარწმუნებული ვარ, ის ენერგეტიკა და გზავნილი, რასაც ამ ნაშრომში ვდებ, დაემთხვევა   გიორგი მარგველაშვილის ენერგეტიკულ შემართებას.

– თავის დროზე თქვენ იწინსაწარმეტყველეთ ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინის გამარჯვება საპრეზიდენტი არჩევნებზე. თუკი მაშინ პუტინს რეალური ალტერნატივა არ ჰყავდა, ობამამ სერიოზულ კონკურენტთან ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. როგორ მოხდა ისე, რომ მათი გამარჯვება იწინასწარმეტყეველეთ?

– ალტერნატივა არსებობს ყოველთვის. სხვა არის ის, გვსურს თუ არა მისი დანახვა. მე ხომ ნოსტრადამუსი არ ვარ, საიდან ვიცოდი, რომ ისინი პრეზიდენტები გახდებოდნენ?! – აქ მარტივად ავხსნი. რას ნიშნავს გაგება „თანამედროვე მხატვარი” – ეს არ ნიშნავს ხატვის ცოდნას, ხატვა ნებისმიერს შეუძლია. „თანამედროვე მხატვარი” ნიშნავს ხასიათების აღქმას, პლანეტის ცხოვრების რიტმის გაგებას. საზოგადოება გამოჰყოფს ენერგიას, რომელიც სწორად უნდა შეიგრძნო. აქედან გამომდინარე, თავს უფლება მივეცი, რომ სწორად გამეგო ის მესიჯები, რაც საზოგადოებისგან მოდიოდა და ვიწინასწარმეტყველე ობამას და პუტინის გამარჯვება.

– თქვენ, როგორც ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველს, რას  იტყვით საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე? 

– არასტაბილური სიტუაცია პოლიტიკაში სარკესავით ირეკლავს სიტუაციას საზოგადოებაში. ჩემი აზრით, საქართველოს აქამდე აკლდა ნამდვილი ლიდერი, ერთი, ძლიერი ლიდერი, რომელიც მოახერხებდა თავის გარშემო ყველა ძალის გაერთიანებას და რომლის ერთადერთი მიზანი იქნებოდა, ქვეყნის განვითარება. ჯერჯერობით შორიდან ისე ჩანდა, რომ მიმდინარეობდა „კლანების ბრძოლა” ტახტისთვის. იმედი მაქვს, არჩევნების შემდგომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი. ცნობილია, რომ ის ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერია. იცნობთ თუ არა მას და თუ იცის მან თქვენი შემოქმედების შესახებ?

– ის, რომ ივანიშვილი ხელოვნების დიდი მოყვარულია, ჩემთვის ცნობილია.   ეს ფაქტი მას მცოდნე და თანამედროვე  ადამიანად ახასიათებს. სმენია, თუ არა ჩემი ნამუშევრების შესახებ, არ ვიცი. შესაძლოა, იცის კიდეც. პირადად მას არ ვიცნობ, მე ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან. თუმცა, არაერთ მსოფლიო დონის პოლიტიკოსს პირადად ვიცნობ. ერთს დავამატებდი, მგონია, რომ ივანიშვილი სწორ დროს მოვიდა პოლიტიკაში. ის ნამდვილი ლიდერია და საწყენია, რომ მან პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მას, ალბათ, სხვა ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით.

 

скачать dle 11.3