კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რის კეთებას აიძულებენ ელენე მინდორაშვილს და რამ გახადა თავდაჯერებული მარიამ ალხაზაშვილი

მარიამ ალხაზაშვილი და ელენე მინდორაშვილი სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელის“ მოდელები არიან. ორივე რამდენიმე ხნის წინ მონაწილეობდა სილამაზის კონკურსში – „მის თბილისი“, სადაც ელენე გამარჯვებული გახდა, ხოლო მარიამი – ვიცე-მისი. 

მარიამ ალხაზაშვილი: 15 წლის ვარ,  სკოლის მოსწავლე და მომავალში სამოდელო საქმიანობის გაგრძელებას ვაპირებ. თუმცა, ალბათ, სხვა პროფესიასაც ავირჩევ – ან ბიზნესს ან იურიდიულს. სამსახიობოზეც შეიძლება ჩავაბარო – არ ვიცი ჯერ. მოდელობა 10 წლის ასაკში დავიწყე და უკვე 5 წელია, მოდელი ვარ. რაც მთავარია, ძალიან მომწონს ეს საქმე, მაქვს გარკვეული წინსვლები. ასევე, სხვადასხვა კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, ჩვენებებზე გამოვდივარ. აჩიკო მეფარიძემ გადაიღო გურუს კლიპი და იქაც ვარ. თურქეთში, ერთ-ერთ კონკურსზე გავხდი „მის  გრაცია“, შემდეგ საქართველოში „ნიუ სთარ 2012-ში“ ვმონაწილეობდი და იქ ავიღე მეორე ადგილი, ხოლო „მის თბილისზე“ გავხდი „ვიცე-მის თბილისი“ და  „მის ტელეგენურობა“. 

ელენე მინდორაშვილი: 17 წლის მოსწავლე ვარ და ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, სად გავაგრძელებ სწავლას. სამაგიეროდ, ერთი რამ ვიცი: მეორე პროფესიად აუცილებლად მოდელობას ავირჩევ. დაახლოებით ერთი წელია, რაც სამოდელო საქმიანობა დავიწყე. თავიდანვე სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელში“ მივედი და ძალიან მომწონს აქაური გარემო, სწავლების სტილი, მოკლედ, ყველაფერი. ზაფხულში ვმონაწილეობდი სილამაზის კონკურსში – „მის თბილისი“ და გავიმარჯვე. ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვერ ვიჯერებდი, შოკში ჩავვარდი. იმდენად ეიფორიაში ვიყავი, რომ დაახლოებით ორ კვირაში მივხვდი, რა მოხდა ჩემს თავს. იტალიაში უნდა წავსულიყავი, ბარსელონას „ფეშენ-ვიქიდანაც“ მქონდა მოწვევა, მაგრამ გამოცდების გამო ვერ წავედი და ძალიან დამწყდა გული.

მარიამი: „მის თბილისის“ შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი, უფრო მეტი გამოცდილება მივიღე. მართალია მესამე ადგილზე გავედი, ანუ „ვიცე-მის საქართველო“ გავხდი, მაგრამ, მგონი, ყველაზე მეტი პრიზი მე შეხვდა. რაც მთავარია, „ბესტ მოდელში“ ძალიან მომწონს, კარგი ხელმძღვანელობა გვყავს და ყველაფერში ხელს გვიწყობენ. 

– როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

– თავისუფალ დროს ან კლუბებში მივდივართ, ან რესტორანში და კარგად ვერთობით. მიყვარს ასეთი გართობა, მაგრამ თვეში ორჯერ საკმარისია. მეგობრებთან ერთად ძალიან კარგად ვერთობი, ხანდახან ცოტა ვსვამთ კიდეც, ოღონდ – ზომიერად. 

ელენე: როცა დრო მაქვს, მეც მეგობრებთან ერთად დავდივარ კლუბებში და კარგად ვისვენებ. თეატრი არ მიყვარს, კინო – კი. ოღონდ საშინელებათა ფილემბზე ვგიჟდები. ადრე, საშინელებათა ფილმს რომ ვნახავდი, მერე, მთელი ღამე ვერ ვიძინებდი, მაგრამ მაინც ვუყურებდი. ახლა აღარ მეშინია და კარგადაც მძინავს.

მარიამი: მეც, ძირითადად, საშიშ ფილმებზე დავდივარ, არ მეშინია. კიდევ ცეკვა მიყვარს და ცოტა ხანს სამეჯლისო ცეკვებზეც დავდიოდი. 

– როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე, სხეულის ფორმების შენარჩუნებაზე?

– „მის თბილისამდეც“ სულ ვუვლიდი თავს, მინდოდა, კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. თან, მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა, ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. როცა ლამაზად ჩაცმული ხარ, ისედაც გაქცევენ ყურადღებას. სალონში ხშირად დავდივარ და იქ ყველანაირად ვუვლი თავს. „ბესტ მოდელშიც“ გვაქვს აერობიკის გაკვეთილები და იქაც სულ ვვარჯიშობ. 

ელენე: მე სულ ვვარჯიშობ, რომ ფორმაში ვიყო, „ბესტ მოდელში“ არის ამის საშუალება. მაკიაჟს ხშირად არ ვიკეთებ, რადგან ისეთი სახის კანი მაქვს, მიღიზიანდება. ძირითადად‚ კედებით და ჯინსებით მიყვარს სიარული, მაგრამ სააგენტოს დირექტორი გვაძალებს და გვეჩხუბება, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი და კაბები ჩავიცვათ. მეც მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა‚ ამას სპეციალურად არ ვაკეთებ. ვგიჟდები‚ ჩვენებაზე რომ გამოვდივარ და ხალხი მე მიყურებს. 

– გყავთ შეყვარებული?

– მყავს შეყვარებული. ზოგადად არ ვაქცევ მნიშვნელობას ბიჭი ქერა იქნება თუ შავგვრემანი, მთავარია‚ მომეწონოს. დიდი ხანი არ არის, რაც შეყვარებულები ვართ. ხასიათით გამორჩეულია, ძალიან თბილია, ყურადღებიანი. ჩემნაირი ხასიათი აქვს: მხიარულია. მასზეც ვეჭვიანობ ხოლმე: რატომ არ დამირეკე? სად ხარ? პირველმა რატომ არ მომწერე?.. თვითონაც ძალიან ეჭვიანია და საერთოდ, მომწონს ეჭვიანი ბიჭები, უფრო საინტერესოა. შეყვარებული ძალიან თბილი და ყურადღებიანი ვარ, თუმცა‚ გათიშული არ დავდივარ. ბევრ ყურადღებას რომ არ ვაქცევ, ამაზე ცოტას ეჭვიანობს და ეს მომწონს.

მარიამი: შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ერთი ბიჭი მომწონს, მასაც მოვწონვარ. ორივემ ვიცით ერთმანეთის გრძნობების შესახებ, მაგრამ საიდუმლოდ დავტოვებ. მან ჩემ მიმართ დიდი ყურადღება არ გამოიჩინა და ამიტომ უფრო დავინტერესდი: რატომ, არ მოვეწონე? შემდეგ დავუახლოვდი: მეც ვწერდი, ისიც მწერდა. ძალიან ეჭვიანი ვარ და შემიძლია‚ ყველაფერზე ვიეჭვიანო. ისიც ეჭვიანია, ოღონდ – ზომიერად, მე უფრო მეტად ვარ ეჭვიანი. ყველაზე კარგი ეტაპი ის არის, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი მოსწონს და ურთიერთობას ამყარებენ. ასეთ დროს ძალიან თბილი ვარ, თუმცა შეიძლება ეს კარგად ვერ გამოვხატო. არ მიყვარს ბიჭისთვის პირველად მიწერა, ამიტომ თავს ვიკავებ ხოლმე. მაგრამ, როცა მივხვდი‚ ამის გამო ვკარდავდი, მერე გადავდგი ეს ნაბიჯი და მეც გამოვიჩინე ყურადღება.

 

скачать dle 11.3