კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოცნა ციფრებში

მეცხრამეტე საუკუნის ამორძალები

 

ნაპოლეონის ეპოქაში, ომში ყოველთვის იბრძოდნენ ქალები, თანაც ფრონტის წინა ხაზზე. ესპანეთში სახელგანთქმული მებრძოლი ქალი გახლდათ ავგუსტინა რაიმონდა დომენეკი (იგივე ავგუსტინა არაგონელი), რომელიც სარაგოსას დამცველების უდიდესი სტიმული იყო ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამბობენ, თავიდან ქალს სულაც არ ჰქონდა ბრძოლაში ჩაბმა გამიზნული. ის, უბრალოდ, საკვებს ამზადებდა მებრძოლთათვის, მაგრამ, როცა ყველა არტილერისტი დაიღუპა, ავგუსტინამ ქალაქის დაცვა თავად იტვირთა. თვითონვე ტენიდა ქვემეხებს და ესროდა მტერს. ის ვაჟკაცობისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა. მისი პორტრეტი თვით ფრანჩესკო გოიამ დახატა. ლექსების მთელი ციკლი მიუძღვნა ბაირონმა.

თვრამეტი წლის იტალიელმა ფრანჩესკა სკანაგატამ მეომრის ამპლუა ქალი-ჯვაროსნის, კიორინდას ეშხით მოირგო. ანუ, პოემის „იერუსალიმის განმათავისუფლებლები“. 1794 წელს მან მამამისს სთხოვა, ნება მიეცა, ნეიშტადის სამხედრო აკადემიაში ჩაებარებინა. ქალიშვილმა აკადემია წარჩინებით დაამთავრა და ავსტრიის არმიის პოლკში გაანაწილეს. მედროშე იყო და 1801 წლამდე მოახერხა ინკოგნიტოდ დარჩენა. პენსიაზე ლეიტენანტის ჩინით გავიდა. 1804 წელს კი გათხოვდა ოფიცერზე.

ნაპოლეონის მომხრეებს შორის გამორჩეული და ცნობილი მეომარი ქალი იყო ბელგიელი მარია შელნიკი. მან მონაწილეობა თორმეტ საომარ კამპანიაში მიიღო. რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც. 1806 წელს სუბლეიტენანტობა მიანიჭეს. 17 წელი იმსახურა და საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს. ჯილდო თვით ბონაპარტმა გადასცა. „მუხლი მოიყარეთ, ბატონებო, ამ გამორჩეული ქალის წინაშე. ის იმპერიის დიდების ცოცხალი ხატებაა“, – თქვა ნაპოლეონმა.

კოცნა ციფრებში

 

ტუჩებში 100-ჯერ მეტი ნერვული დაბოლოებაა, რომლებიც „ასულდგმულებენ“ ვნებას და ჩვენს სექსუალურ გაღიზიანებას იწვევენ. ამიტომაც, კოცნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანების სიახლოვის დროს.

მამაკაცების 40 პროცენტი ამტკიცებს, რომ კოცნა მათთვის უფრო სასიამოვნო და აუცილებელია, ვიდრე ქალბატონებისთვის.

მართალია, კოცნის დროს პარტნიორებს ერთმანეთისგან 8 ათასზე მეტი ბაქტერია გადაეცემათ, მაგრამ, კოცნების 95 პროცენტი ნამდვილი ვარჯიშია ნაოჭების საწინააღმდეგოდ.

იცით, რომ...

* ის, ვინც ხშირად კოცნაობს, არასდროს უჩივის კუჭის ტკივილს. ასევე, მას არ უნდა ეშინოდეს ვირუსების, რადგან, კოცნისას გამოყოფა ჭარბი რაოდენობით ენდორფინი, რაც იმუნიტეტს აძლიერებს.

* ქალებს იშვიათად უყვარდებათ მამაკაცები, რომლებმაც არ იციან კოცნა, თუმცა, მამაკაცები ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ

* შუა საუკუნეებში ადამიანები საქმიან ქაღალდებზე და კონტრაქტებზე სვამდნენ ჯვარს და მერე ქაღალდს კოცნიდნენ – ამით ამტკიცებდნენ, რომ არ იტყუებოდნენ.

* სხვათა შორის, მაიმუნებიც ვნებიანად და მგზნებარედ კოცნაობენ.

 

скачать dle 11.3