კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა გისოსებს მიღმა თაღლითი ცოლ-ქმარი, რომლებიც სხვადასხვა დროს ხელოსნებად და მაკლერებად ასაღებდნენ თავს

36 წლის  მალხაზ კ-ძისა და მისი მეუღლის, 35  წლის ლალი წ-ძის კრიმინალურ ეპოპეას სამართალდამცველებმა მაშინ დაუსვეს წერტილი, როცა თაღლითი ცოლ-ქმარი, დანაშაულებრივი საქმიანობის სულ მცირე ხუთწლიანი სტაჟით, ახალი „მსხვერპლის” მახეში გაბმას ცდილობდა. გამოცდილი ცოლი მასთან შედარებით დილეტანტი ქმრის ნების საწინააღმდეგოდ წავიდა, რის შედეგადაც, მათ წინააღმდეგ დაგეგმილმა ოპერაციამ გაამართლა – თაღლითი ცოლ-ქმარი იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ეწეოდა, გისოსებს მიღმა მოხვდა. 

  მალხაზ კ-ძემ ლალი წ-ძე ცოლად მაშინ შეირთო, როცა ციხიდან გათავისუფლდა. მამაკაცი სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა, ლალი  მან პატიმრობის დროს გაიცნო. ქალმა და მამაკაცმა ურთიერთობა ციხეშივე დაიწყეს. პატიმრობის დასრულების შემდეგ კი, შეუღლდნენ. ლალი წ-ძეს პირველი ქორწინებიდან 16 წლის შვილი ჰყავდა, რომელიც იმ დროს იხდიდა სასჯელს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში, როდესაც მალხაზ კ-ძეც პატიმარი იყო. საერთო პრობლემამ ისინი მალე დაახლოვა ერთმანეთს. ერთად ცხოვრების შემდეგ მათ ბევრი საერთო ინტერესიც  აღმოაჩნდათ, რომელთაგან მთავარი კრიმინალური მენტალიტეტი იყო.  

კ-ძეების დანაშაულებრივი საქმიანობის ერთ-ერთი პირველი ეპიზოდი გამოძიებამ, ინციდენტიდან მოგვიანებით, ცოლ-ქმრის დაკავების შემდეგ გახსნა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ცოლ-ქმარმა გაითამაშა სცენა,  რომლის იდეის ავტორიც ლალი წ-ძე იყო. მან  მეუღლეს განუცხადა, რომ მისი ნაცნობი ქალი კარადების ხელოსანს ეძებდა და თუ ისინი კურიერის როლს შეასრულებდნენ, ამ ოპერაციიდან 200 დოლარი დარჩებოდათ. მათ გადაწყვიტეს, შეკვეთა აეღოთ და ნაცნობ ხელოსნთან მიეტანათ.  დებიუტის კვალობაზე უმუშევარი ცოლ-ქმრისთვის 200 დოლარის მოგება სარფიანი საქმე   იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ გაიცნეს ქალბატონი, რომელთანაც შეკვეთის მისაღებად მივიდნენ,  მისი მოტყუება გადაწყვიტეს.  მათ განიზრახეს, აეღოთ  ფული და საერთოდ არ დაეკავშირებინათ ის ნაცნობ ხელოსანთან.  ლალი და მალხაზი მარტოხელა მასწავლებელ ქალთან კატალოგებით აღჭურვილნი მივიდნენ.  ლალის უკვე ჰქონდა მოპოვებული შემკვეთი ქალის ნდობა და მასპინძელს საკუთარი ქმარი მაღალი კვალიფიკაციის ხელოსნად წარუდგინა და კარადების შეკვეთაც აიღო.  „ხელოსნებმა” ქალს ბეს სახით 500 ლარი გამოსძალეს. ამის შემდეგ კი ისინი თვალით არავის უნახავს. დიდხანს ეძება და სდია დაზარალებულმა ქალმა ხელოსანსა და მის მომხიბვლელ „თანაშემწეს”, მაგრამ მათ კვალს ვერსად მიაგნო. წარმატებული დებიუტით გათამამებულმა თაღლითებმა მორიგი მსხვერპლის ძებნა დაიწყეს. ამ საქმეში უფრო მარჯვე ცოლი აღმოჩნდა – მომხიბვლელი და კომუნიკაბელური ქალი შესაფერის ობიექტს ხან ინტერნეტის, ხან კი ნაცნობ-მეგობრების მეშვეობით  პოულობდა. ის იოლად   იმსახურებდა მათ ნდობას და შემდეგ საქმეში მალხაზ კ-ძე ერთვებოდა, რომელმაც ხელოსნის როლი კარგად მოირგო.  მოქალაქემ,  რომელმაც მოგვიანებით, როგორც  დაზარალებულმა ჩვენება მისცა გამოძიებას, დეტალურად აღწერა თაღლითობის ის სქემა, რომელიც მალხაზ და ლალი კ-ძეებს ჰქონდათ შემუშავებელი. ამონაწერი ტარიელ კ-შვილის ჩვენებიდან: „ამ ცოლ-ქმარს ჩემი მეუღლის მეშვეობით დავუკავშირდი. ჩემმა ცოლმა მათი კოორდინატები ინტერნეტით იპოვა, სადაც ლალი კ-ძის ტელეფონი იყო მითითებული.  დავურეკეთ თუ არა, მეორე დღესვე მოგვადგნენ სახლში. კატალოგებითა და  საზომებით.  ილუსტრაციებიც მოაყოლეს ხელს, სადაც მათ მიერ გაკეთებული ავეჯის ფოტოები იყო. ჰოლში კარადების გაკეთება გვქონდა გადაწყვეტილი,  მათ ისე პროფესიონალურად იმუშავეს, დახაზეს და  დაგვიხატეს ყველაფერი, ეჭვი არაფერში შემპარვია. სამუშაოს დასაწყებად 1 200 ლარი ბე მომთხოვეს. მასალის შესაძენად გვჭირდებაო, – გვითხრეს. ისე გადავეცი მათ ფული, რომ დარწმუნებული ვიყავი, საქმე ხელოსნებთან მქონდა. ორი კვირა რომ არ გამოჩნდნენ, დავურეკე. ტელეფონზე ქალმა მიპასუხა და მითხრა: ჩემი ქმარი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და თქვენი შეკვეთა გვიგვიანდებაო. ამას მოჰყვა ტყუილების კასკადი. ხან ტელეფონს აღარ პასუხობდნენ, ხან – იტყუებოდნენ, რომ ქალაქგარეთ მოუწიათ წასვლა. მოკლედ, ორი-სამი თვე ვდიე ამ თაღლითებს, მერე საერთოდ გამორთეს ტელეფონი. „ცეხი,“ რომელიც მათ მაჩვენეს, სანამ ფულს გადავცემდი, თურმე ერთი თვით ჰქონდათ ნაქირავები. როგორც იმ ავტოფარეხის მფლობელმა მითხრა, სადაც მათ ვითომ „ცეხი” ჰქონდათ  მოწყობილი. ის თავადაც ეძებდა ცოლ-ქმარს, რადგან ქირა არ გადაუხადეს.  პოლიციაში გადავწყვიტე წასვლა, მაგრამ მეგობარმა მითხრა: რა აზრი აქვს მაგათ ძებნას. მათ შესახებ  სახელების გარდა არაფერი  იციო. 1 200 ლარი როგორი გადასაგდები იყო?! საკუთარი ძალებით გადავწყვიტე ამ თაღლითების ძებმნა, მაგრამ მათ კვალს  ვერსად მივაგენი”    

  მალხაზ და ლალი კ-ძეებს  გამოცდილებისამებრ, მადაც გაეხსნათ და საქმიანობის პროფილის შეცვლა გადაწყვიტეს. მათი დაკავების შემდეგ, გამოძიებამ დაადგინა, რომ თაღლითი ცოლ-ქმრის ჩადენილი  დანაშაულებრივი ეპიზოდების ნუსხა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. შესაბამისად, მრავალრიცხოვანი გახლდათ დაზარალებულთა რიცხვიც.  გამოძიების ვერსიით, თაღლითებმა არაერთხელ მოირგეს მაკლერის, დასაქმების ხელშემწყობი პროექტის მენეჯერის, უცხოეთში დასაქმების მსურველთა დამხმარის როლი. კ-ძეებმა ბინების ყიდვა-გაყიდვის სააგენტოც „დააარსეს”. ოთახი, რომელიც მათ მოქალაქე ნიკო ჭ-ძისგან  დაიქირავეს და  „ოფისად” აქციეს ორ თვეში  დიდი ბოქლომით დახვდათ დაკეტილი. მაკლერებს კი, რომელთაც ათამდე ადამიანის კუთვნილი ფული გააყოლეს ხელს,  ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ მიაგნო. დაზარალებულებმა ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში განაცხადეს და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. მაგრამ, თაღლითი ცოლ-ქმარი ისე პროფესიონალურად მოქმედებდა, კვალს თითქმის არ ტოვებდნენ. მათი ძებნა ოპერატიულმა სამსახურმა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციაში დაზარალებული ვალერი გ-ძის განცხადება შევიდა. როგორც წინასწარი მოკვლევით გახდა ცნობილი, თაღლითმა ცოლ-ქმარმა მისგან ნაგირავები ბინა საბუთების გაყალბების საშუალებით გაყიდეს. დაზარალებული აცხადებდა, რომ მისგან ბინა ქალმა იგირავა, რომელმაც მისი ნდობის მოპოვება იოლად შეძლო. ვალერი გ-ძემ ისიც განაცხადა, რომ ქალი ორი თვის განმავლობაში მასთან ინტიმურ კავშირში იმყოფებოდა, რის შემდეგაც 5 ათას დოლარად იპოთეკაში  ჩადებული ბინა საკუთრი ნებით გადაუფორმა იმ მოტივით, რომ ქალი აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა. ლალი წ-ძემ ბინის გაყიდვა მოტყუებით შეძლო, თან მამაკაცს აშანტაჟებდა, მოკლედ, თაღლითური  ისტორია პროფესიონალურად იყო  ჩახლართული. ვალერი გ-ძემ თაღლით ცოლ-ქმარს რომ შებრძოლებოდა, მეგობარი, ყოფილი პოლიციელი დაიხმარა. ის ისე დაუკავშირდა ლალი კ-ძეს, რომ ვალერი გ-ძესთან კავშირი არ გაამხილა. ქალმა მის წინააღმდეგაც დაგეგმა თაღლითური ქსელი – მან ახალ ნაცნობს ირანელი მოქალაქის დახმარებით, ბიტუმის ბიზნესში ჩართვა შესთავაზა და სანაცვლოდ  5 ათასი ლარი გამოსძალა. მოგვიანებით, ლალი წ-ძის ქმარმა მალხაზ კ-ძემ გამოძიებას განუცხადა, რომ მამაკაცი, რომელიც ცოლმა გააცნო, არ მოეწონა და მისმა საქციელმა ძალიან დააეჭვა. მაგრამ, ცოლი მისი გაფრთხილების მიუხედავად, ამ საქმის წარმატებით დასრულებას მაინც ფიქრობდა. ცოლ-ქმარი სწორედ ამ მამაკაცის მიერ დაგეგმილ მახეში გაება. მალხაზ კ-ძემ ცოლის დაჟინებული მოთხოვნით,  ირანელი ბიზნესმენის როლი მოირგო, მაგრამ ტყუილად – ის სამართალდამცველებმა  დააკავეს და ამ თაღლითთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებსაც წერტილი დაესვა. 

  სასამართლო პროცესზე მალხაზ კ-ძემ თავი დამნაშავედ ცნო. თუმცა, ქალს აბრალებდა, რომ მან დაღუპა. სასამართლოზე ისიც კი განაცხადა: ცოლად იმიტომ გამომყვა, რომ გვარი შეეცვალა, რადგან ადრეც ბევრი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და საკუთარი ვინაობის მიჩქმალვა უნდოდაო. მისი განცხადებით, ქალი  ქმრის მეშვეობით საკუთარ დანაშაულებრივ წარსულს მალავდა. ჯერ კიდევ მაშინ მითანხმდებოდა დანაშაულებრივ საქმიანობაზე, როცა პატიმარი ვიყავი და პაემნებზე დადიოდა ჩემთანო, – განაცხადა მალხაზ კ-ძემ სასამართლო პროცესზე.   დანაშაულებრივ საქმიანობას ქმარს აბრალებდა  თაღლითი ცოლიც.  უფრო მეტიც, მთელ რიგ დანაშაულებრივ ეპიზოდებში, პასუხისმგებლობას მთლიანად ქმარს აკისრებდა. თუმცა, იმ მტკიცებულებებით, რაც გამოძიებას ჰქონდა მოპოვებული და დაზარალებულთა განცხადებების მიხედვითაც, დამტკიცდა, რომ ქალი დანაშაულებრივ საქმეებში უფრო აქტიური იყო, ვიდრე მისი, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ქმარი. სასამართლომ მალხაზ და ლალი კ-ძეები დამნაშავედ ცნო. ქალს თავისუფლების რვა წლით, მის მეუღლეს კი შვიდი წლით პატიმრობა შეუფარდა.                     

 

скачать dle 11.3