კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეს ძაღლს სტერილიზაცია?

პასუხი: სტერილიზაცია აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ იმ ცხოველებს, რომლებისგანაც არ იგეგმება შთამომავლობის მიღება; ასევე, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკის შემცირებისა და რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიების განვითარების შემცირების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ პროფილაქტიკა გაცილებით ადვილია, ვიდრე შემდგომი მკურნალობა. გარდა ამისა, აუცილებელია, სტერილიზაცია ჩაუტაროთ ისეთ ცხოველებს, რომლებიც, დამაკების შემთხვევაში, ვერ შეძლებენ მაკეობის ნორმალურად გადატანას და მშობიარობას იმ მიზეზით, რომ მათ აქვთ რაიმე ისეთი თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომელიც ხელს შეუშლის აღნიშნულში. ესენია: მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიები, მენჯის ძვლის მოტეხილობა და ასე შემდეგ. სტერილიზაცია ასევე აუცილებელია აგრესიული და ავი ცხოველების პირადი უსაფრთხოების და გარშემო მყოფი ადამიანების უსაფრთხოების მიზნით. გახსოვდეთ, ოპერაციის წინ საჭიროა, პატრონმა იცოდეს, რომ, საკვერცხეებთან ერთად, სასურველია საშვილოსნოს ამოღებაც. პატრონი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას თავისი ცხოველის მიმართ და იცოდეს, რომ არსებობს ანესთეზიოლოგიური რისკი, რადგან, აღნიშნული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით კეთდება. 

კითხვა: როგორ გავუწიოთ ცხოველს პირველადი დახმარება ინტოქსიკაციის დროს?

პასუხი: ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ცხოველი ვეტერინართან. ვეტერინართან მიყვანამდე აუცილებელია, მოაშოროთ ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზები: ამოურეცხოთ კუჭი, გაუკეთოთ ოყნა; სასურველია, მისცეთ დიდი რაოდენობით სითხე და ნახშირი. მკურნალობის პროცესში აუცილებელია, დაალევინოთ საგულე საშუალებები, ელექტროლიტები, ვიტამინები და სპეციფიკური ანტიდოტები – შხამის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომელთა შერჩევა დამოკიდებულია ინტოქსიიკაციის გამომწვევ ტოქსინზე. უნდა მიეცეს, ასევე, გლუკოზა და ვიტამინები, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში – კორტიკოსტეროიდები. ინტოქსიკაციის საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგი საშუალებაა მისი პრევენცია, ანუ, უნდა გაუფრთხილდეთ, მოარიდოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები საყოფაცხოვრებო ქიმიასთან ურთიერთობას. ასევე, არ უნდა მისცეთ საეჭვო საჭმელი და განსაკუთრებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ სხვადასხვა საწამლავის გამოყენების დროს, კერძოდ, არ უნდა დადოთ თაგვის, ტარაკნის, ჭიანჭველებისა და სხვა სახის საწამლავები მათთვის მისაწვდომ ადგილას.

კითხვა: მაინტერესებს, არის თუ არა დამოკიდებული ძაღლის ბეწვის ჯანმრთელობა მისი კვების რაციონზე? 

პასუხი: საკვებში ცხიმის შემცველობის მინიმიზაცია ერთ-ერთი საშუალებაა გაცხიმოვნების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. მაგრამ, ამგვარი მიდგომა არ იქნება სწორი, რადგან ორგანიზმისთვის აუცილებელია იმ შეუცვლადი ცხიმოვანი მჟავეების მიღება, რისი სინთეზიც ვერ ხდება ძუძუმწოვრების ორგანიზმში. შეუცვლადი ნახევრად ნატურალური  ცხიმოვანი მჟავეების მისაღებად ოპტიმალური ვარიანტია საკვებში ისეთი ცხოველური  ცხიმების ჩართვა, როგორებიცაა: ფრინველისა და თევზის ქონი, ასევე, მცენარეული ზეთები. დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებში ვიტამინ A-ს შემცველობას. ვიტამინი A (რეტინოლი) ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვან ჯირკვლებში სეკრეტის გამომუშავების რეგულირებას, ასევე, თავად მონაწილეობს და დიდ როლს ასრულებს კერატიზაციის პროცესში, რაც გულისხმობს ეპიდერმისის განახლებას. მისი უშუალო მოქმედების შედეგია, ასევე, ბზინვარე და ჯანმრთელი ბეწვი. 

 

 

скачать dle 11.3