კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: დიდი ხანია, მაქვს სტრეპტოკარპუსი, თუმცა, ვერაფრით ვახარებ. იქნებ ამიხსნათ, როგორ მოვუარო ამ მცენარეს?

პასუხი: ამ მცენარეს სჭირდება კარგი განათება, ამიტომ, ნუ მოაკლებთ სინათლეს, მაგრამ, მოარიდეთ მწველ მზეს, რათა სხივებმა ფოთლები არ დაუწვას. სტრეპტოკარპუსი არ ამყოფოთ 13 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ყვავილობას შეწყვეტს. ნორმალური ტემპერატურის პირობებში მთელი წლის განმავლობაში იყვავილებს. ზაფხულში უხვად მორწყეთ, ოღონდ, მორწყვიდან მორწყვამდე, მიწის ზედაპირს შეშრობა აცალეთ, სიგრილეში კი იშვიათად მორწყეთ. ზამთარში მას ნაკლები წყალი სჭირდება. ქოთანი ხშირად დადგით სველკენჭებიან ლანგარზე, რათა, მშრალი ჰაერის გამო ფოთლები არ გაუყავისფრდეს. რამდენიმე კვირაში ერთხელ დაუსხით გაზავებული, ნახშირმჟავა კალიუმის შემცველი სასუქი. თუ დამჭკნარ ყვავილებს მალევე მოაშორებთ, ამით სტრეპტოკარპუსს ყვავილობას გაუხანგრძლივებთ. მცენარე დაახლოებით 25 სანტიმეტრი სიმაღლის იზრდება, ამიტომ, შეგიძლიათ, მოათავსოთ ოთახში, ნებისმიერ ადგილას. 

კითხვა: როგორ პირობებში ხარობს ფინიკის პალმა და თუ შემიძლია მისი ოთახში გაზრდა?

პასუხი: ფინიკის პალმა ძალიან კარგად ხარობს ზამთრის ბაღში, თუმცა, მისი გაზრდა ბინაშიც შეიძლება, თუკი მისი ზომა არ შეგზღუდავთ. ის იოლად მოსავლელი მცენარეა და კარგად იტანს სიგრილეს, თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც კი, ოღონდ ზამთრობით სიმშრალეს ამჯობინებს. ამის მიუხედავად, ეცადეთ, ბინაში 18-24 გრადუსი ტემპერატურა შეინარჩუნოთ. მართალია, გრილ ზამთარს იტანს, მაგრამ, ეს ტემპერატურა მცენარის კარგად გახარებისთვისაა საჭირო. მას მოსწონს კარგად განათებული ადგილი, მისი გამძლე ფოთლები მზეს კარგად იტანს და ჩრდილში ყოფნა არ უყვარს. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, უხვად მორწყეთ, ზამთარში კი ოდნავ შეუმცირეთ. ზაფხულში რეგულარული მორწყვა პალმის ფოთლებს ხასხასა მწვანე ფერს შეუნარჩუნებს. სხვა დამატებითი პირობების შექმნა ფინიკის პალმისთვის საჭირო არაა.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო დეკემბერა?

პასუხი: დეკემბერა ზაფხულში მზეს მოარიდეთ, განსაკუთრებით კი მწველ მზეს, ზამთარში კი სინათლე არ მოაკლოთ. არ შეატრიალოთ ხოლმე, თორემ, კვირტები დასცვივდება. ასევე, მისთვის არ ვარგა ორპირი ქარი და ზედმეტი ტენი. ზომიერ კლიმატში, ზაფხულში, შეგიძლიათ, აივანზე გაიტანოთ, ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ მის ადგილს მზე ძალიან არ უნდა ურტყამდეს. მთელი წლის განმავლობაში იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ეს მცენარე სიგრილეში უფრო მეტხანს იყვავილებს.

კითხვა: როგორ გავახარო შეფლერა?

პასუხი: შეფლერა ნაკლებად ჭირვეული მცენარეა. მას უყვარს კარგი განათება. მისთვის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსია. რაც უფრო თბილა, მით მეტი ტენიანობა სჭირდება. აქტიური ზრდის პერიოდში ტენი არ მოაკლოთ. ზამთარში შედარებით იშვიათად მორწყეთ, მაგრამ, მიწას მთლიანად ნუ გამოაშრობთ. ზრდის პერიოდში ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. შეგიძლიათ, სიმაღლეში ზედმეტად გაზრდილი მცენარე გაზაფხულზე ნახევარზე გადაჭრათ – ასე გვერდითი ტოტები ამოუვა და გაიბუჩქება. კარგია, თუ სასტუმრო ოთახში დადგამთ. სუფთა ფოთლები მცენარეს სიჯანსაღეს უნარჩუნებს (ისინი ხელისგულზე დაიდეთ და სველი ნაჭრით რეგულარულად გაწმინდეთ ხოლმე). ეს მიმზიდველი, ჭრელფოთლიანი მცენარე საკმაოდ გამძლეა და ცოტა ხანს მოუვლელობასაც კი აიტანს. ის კარგად ეგუება ჰაერის სიმშრალეს და უძლებს თითქმის ყველანაირ პირობებს.

 

 

скачать dle 11.3