კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეტა სხეულის აგებულების ტიპების მიხედვით

ალბათ, ქალბატონებმა იციან, რომ არსებობს სხეულის აგებულების 4 ტიპი: ბანანის, ვაშლის, მსხლის და ქვიშის საათის და თითოეულ ტიპს თავისი შესაბამისი დიეტა აქვს.

„ბანანი“ (როდესაც მხრებისა და თეძოების სიგანე დაახლოებით ერთნაირია; მკერდი პატარაა, წელი კი გამოკვეთილი არ არის.

რაციონში აუცილებლად ჩართეთ სასარგებლო ცხიმები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მეტი სიხშირით (კვირაში ორ-სამჯერ) მიირთვით მოხარშული თევზი, ზეითუნის ზეთი, საქონლის, ქათმის, ინდაურის მოხარშული ხორცი (უცხიმო), ზღვის პროდუქტები, პარკოსნები, ცეხვილი შავი პური, ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს სახამებელს.

სხეულს რომ მეტი მოქნილობა და ქალური სილუეტი შესძინოთ, აუცილებელია, კვირაში ორჯერ მაინც შეასრულოთ სპეციალური ვარჯიშები.

მენიუდან ამოიღეთ თეთრი პური, თეთრი ბრინჯი, კარტოფილი, ტკბილეული, გამაგრილებელი გაზიანი სასმელები.

„ბანანის“ მენიუს დღიური ნორმაა 2 000 კილოკალორია: ნახშირწყლები – 800, ცხიმები – 700, ცილები – 500.

„ვაშლი“ (მომრგვალებული სილუეტი; წელი გამოკვეთილი არ არის; სავსე მკერდი, მხრები და წელსქვემოთა ნაწილი):

მკაცრად აკონტროლეთ წონა. შეზღუდეთ ნახშირწყლების გამოყენება და გაზარდეთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტების მიღება.

ვარჯიშები: მინიმუმ კვირაში სამჯერადი 40-წუთიანი კარდიოვარჯიში – იოგა, სტრეტჩინგი.

გამოიყენეთ: „ნელი“ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები (ხორბალი, წიწიბურა), მჭლე ხორცი, სასარგებლო ცხიმები. მოერიდეთ „სწრაფ“ ნახშირწყლებს (თეთრი პური, თეთრი ბრინჯი, კარტოფილი, ტკბილი, გაზიანი სასმელები, ტკბილეული; ხილიდან – ბანანი, ნესვი, ყურძენი).

„ვაშლის“ მენიუს დღიური ნორმაა 1 500 კილოკალორია: ნახშირწყლები – 600, ცხიმები – 525, ცილები – 375.

„მსხალი“ (ვიწრო მხრები; განიერი თეძოები, ვიწრო წელი; გამოკვეთილი დუნდულები; მსხვილი მუხლზემოთა ნაწილი; მომცრო მკერდი):

ასეთებს უჭირთ გახდომა, ამიტომ, საჭიროა ინტენსიური სპეციალური ვარჯიშები, სირბილი, ველოტრენაჟორი, ჰულა-ჰუპი. დიეტური სქემა კი უნდა შეადგინოთ ბევრი ცილისა და „ნელი“ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებით.

გამოიყენეთ: მჭლე ხორცი, რძემჟავა პროდუქტები; თევზეულიდან – ქაშაყი, ორაგული; ბროკოლი, ცუკინი, გოგრა, მწვანე ვაშლი, ქლიავი, ალუბალი.

მენიუდან ამოიღეთ: „სწრაფი“ ნახშირწყლების შემცველი ნებისმიერი პროდუქტი, შაქრის მაღალი შემცველობის მქონე ხილი, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, ტკბილი სასმელები და დესერტები, კარაქი, თხილი და ნიგოზი.

„მსხლის“ დღიური ნორმაა 1 500 კილოკალორია: ნახშირწყლები – 750, ცხიმები – 374, ცილები –  375.

„ქვიშის საათი“ (მკერდისა და თეძოების გარშემოწერილობა – ერთნაირი; წვრილი წელი):

ამ ტიპის სხეულისათვის წონის შენარჩუნების საუკეთესო პროფილაქტიკაა სწორი კვება და ჰარმონიული ფიზიკური დატვირთვა, მაგალითად: იოგა, ცეკვები, აერობიკა.

გამოიყენეთ: კვერცხი, მჭლე საქონლის ხორცი, თხილი და ნიგოზი, ფოთლოვანი ბოსტნეული, უცხიმო რძის პროდუქტები, „ნელი“ ნახშირწყლები – ყავისფერი ბრინჯი, ცეხვილი შავი პური.

მენიუდან ამოიღეთ: შაქარი ნებისმიერი სახეობით.

„ქვიშის საათის“ დღიური ნორმა – 1 500 კილოკალორია, ნახშრირწყლები – 600, ცხიმები – 525, ცილები – 375.

скачать dle 11.3