კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ (30 წლის) და ჩემი სახის კანიც მშვენიერ მდგომარეობაში იყო, მაგრამ, რამდენიმე თვეა, წარბებს შორის, შუბლზე და საფეთქლებზე გამოჩნდა საკმაოდ შესამჩნევი, ღრმა ნაოჭები. არადა, კანს ყოველთვის კარგად ვუვლი, არც ალერგიული ვარ. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს, ნუთუ კრემების?

პასუხი: ასეთი ნაოჭების გაჩენა, მით უმეტეს, თქვენს ასაკში, შესაძლოა, იყოს არა კანის რეაქცია კრემებზე ან მოუვლელობის ბრალი, არამედ, რომელიმე დაავადების სიმპტომი, მაგალითად: საფეთქლებზე პარალელური ნაოჭები – კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევის შედეგი შეიძლება იყოს; წარბებს შორის ნაკეცი – ცხვირის ღრუს ქრონიკული ანთების; შუბლზე პარალელური ნაოჭები მთელ სიგრძეზე – თირკმელების პრობლემაზე მიუთითებს, პერპენდიკულარული – ღვიძლის პრობლემებზე და ასე შემდეგ. ასე რომ, მიმართეთ ექიმს, გაიკეთეთ ანალიზები და ასე დაადგინეთ თქვენი ნაოჭების გაჩენის მიზეზები.

კითხვა: რა სიხშირით არის რეკომენდებული სახის კანის გაწმენდა და რით ჯობია ამის გაკეთება?

პასუხი: სახის კანის გაწმენდა საჭიროა ყოველდღე, დილას და საღამოს. ძილის წინ აუცილებელია, ჩამოიბანოთ კოსმეტიკა და მტვერი, დილით კი – ღამის პერიოდში გამოყოფილი ოფლი და ცხიმი. უმჯობესია, თუნდაც ხარისხიანი საპნის ნაცვლად (ის აშრობს და ჭიმავს კანს) გამოიყენოთ სპეციალური გელი, ქაფი, ლოსიონი ან კოსმეტიკური რძე, რომლებსაც აქვთ PH-ის ნეიტრალური დონე. არ შეიძლება კანის გახეხვის დონეზე გამშრალება უხეში პირსახოცით.

კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ, როგორ მოვუარო მოდუნებულ კანს, რომ სიმკვრივე და ელასტიკურობა აღუდგეს?

პასუხი: სიმკვრივისა და ელასტიკურობის აღდგენის სისწრაფე და ხარისხი გარკვეულწილად, დამოკიდებულია თქვენს ასაკზე.

აუცილებელია: დილა-საღამოს გაიწმინდოთ კანი მცენარეული ნახარშებით ან მინერალური წყლით, გაიკეთოთ ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები; დილა-საღამოს მიიღოთ კონტრასტული შხაპი, ჩაიტაროთ მსუბუქი მასაჟი, გაიკეთოთ კომპრესი მცენარეულ თბილ ნაყენში დასველებული დოლბანდით, კვირაში ორჯერ გაიკეთოთ მკვებავი ნიღაბი, ხშირად იაროთ სუფთა ჰაერზე და მაქსიმალურად მოერიდოთ სტრესებს.

 

скачать dle 11.3