კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას

ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ქორწინების შემდგომი ცხოვრება კი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ: დაბადების დღეზე, საათზე, წელზე, ეროვნებაზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე. მაგრამ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, მეუღლეთა დაბადების წელია. 

როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდება, მათთვის ირგვლივ მთელი სამყარო იცვლება, ყველაფერი ვარდისფერი ხდება. ამ დროს კი, არ არის გამორიცხული, ნებისმიერმა ჩვენგანმა ისეთი საბედისწერო შეცდომა დაუშვას, რომელსაც ვერასდროს გამოასწორებს და ამით მთელ დარჩენილ ცხოვრებას გაიუბედურებს. ამიტომ, სიყვარულის დროსაც ზომიერება უნდა დაიცვათ და თავი არ დაკარგოთ. ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებაც კი, უხილავი ენერგეტიკული სამყაროს გავლენის შედეგია, რომელიც თითოეული ადამიანის გარშემო ტრიალებს. ასევე, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველი პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმაა, როცა ორ ადამიანს შორის ერთი საერთო ენერგოველი წარმოიქმნება, რაც მათ აახლოებს და იცავს. თუ შეყვარებული წყვილის ველები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. ამიტომ, ყურადღებით უნდა მოეკიდოთ მომავალი სასიყვარულო პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. უმჯობესია, სანამ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, მანამდე ჩასწვდეთ რჩეულის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს და საბედისწერო შეცდომებისგან დაიზღვიოთ თავი. 

სულაც არ არის რთული იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა მიხვდეთ, რომელი ადამიანია თქვენთვის ენერგეტიკულად მისაღები, მით უმეტეს, ვინ უნდა აირჩიოთ მომავალ მეუღლედ და სასიყვარულო პარტნიორად. მაგალითად, თუ თქვენს რჩეულთან ინტიმური ურთიერთობის დროს იღლებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ენერგეტიკული ველები შეუსაბამობაშია, ანუ, თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან. უფრო კონკრეტულად, ეს იმის დასტურია, რომ თქვენი რჩეული თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე შეგიძლიათ, მას  თავად გაუნაწილოთ და მისცეთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, ვიდრე შეგიძლიათ, მიიღოთ და ეს თქვენში არასასურველ და არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. საერთო ჯამში კი, ეს ორ ადამიანს შორის ენერგეტიკულ შეუთავსებლობას იწვევს და სწორედ აქედან იწყება კონფლიქტები, გაუგებრობები, ჩხუბი, დაძაბული სიტუაციები და ასე შემდეგ. საერთოდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, რომლის დროსაც საერთო ენერგოველი, აურა წარმოიქმნება, რომელიც მათ უფრო აახლოებს და იცავს უარყოფითი ენერგიისგან. ამ დროს ოჯახში მეტი სიმშვიდე, ჰარმონია და გაგებაა მეუღლეებსა და ოჯახის წევრებს შორის.

როცა ცხოვრების თანამგზავრს ირჩევთ, კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკის ცოდნა დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ უსიამოვნებებს და თქვენი შვილებიც ბედნიერ გარემოში აღზარდოთ. როცა საქმე ბედს ეხება, ყველა დეტალი გასათვალისწინებელია, თუნდაც ენერგეტიკული კუთხით – სამყაროში ხომ ყველაფერი კოსმოსთან ურთიერთკავშირშია.

დასავლური ასტროლოგია ადამიანის განზრახვებზე აგებს პასუხს, ხოლო აღმოსავლური – მის შესაძლებლობებზე. ამ შემთხვევაში, ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ცოლ-ქმარს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის, რომ, არ შეიძლება, ადამიანისგან მოითხოვო ის, რაც არ აქვს, არ შეუძლია ან არ ესმის. შესაბამისად, უნდა დააფასო ის, რაც აქვს, ანუ რაც მას წილად ერგო კოსმოსისგან, დაბადების თვისა და წლის მიხედვით. 

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები აღიქმებიან, როგორც ძლიერები და კეთილშობილები; ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წლებში დაბადებულები – როგორც უცნაურები; კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებულები – მშვიდები, ფლეგმატურები; ხოლო ხარის, გველისა და მამლის წლებში დაბადებულები – როგორც ენერგიულნი და მეომრის სულისკვეთების მქონენი. ამის მიხედვით რამდენიმე ჯგუფი არსებობს: 

1. სიყვარულის შემოქმედნი, ანუ, მამაკაცები, რომლებიც დაიბადნენ ვირთხის, გველეშაპის და მაიმუნის წლებში, ძალიან უცნაური  ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.  სიყვარული, რომელიც არ ემორჩილება არც გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ემონება ამ ჯგუფის მამაკაცებს, რომლებიც არასდროს ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით. მათ ძალუძთ, უყვარდეთ მთელი მსოფლიოს ქალები ერთად, ან, მხოლოდ ერთადერთი. მათთვის არ არსებობს ცივი ან ამოუცნობი ქალი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებასა და გარეგნობას. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ, სიყვარული, სადაც ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, მოითხოვს არა შეზღუდვებს, არამედ თავისუფლებას. ამ ეგრეთ წოდებულ ჯგუფში შემავალ მამაკაცებს რეალურ ცხოვრებაში ცოტა უჭირთ ორიენტირება, თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს.

2. მბრძანებელთა ჯგუფში ერთიანდებიან ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები. ისინი ბევრად უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. ასეთ მამაკაცებთან ქორწინებისას იოლი ცხოვრების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, მაგრამ, გასათვალისწინებელია მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობაზე. მათთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული და ქალი მუდმივად გამოცანად რჩება. ისინი ხშირად ცდილობენ, „გადააკეთონ“ თავიანთი რჩეულები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. მათი სასიყვარულო გზა დანაკარგებითა და იმედგაცრუებით არის სავსე. 

3. რაინდების ჯგუფში ერთიანდებიან ხარის, გველისა და მამლის წლებში დაბადებული მამაკაცები. მათ შეუძლიათ თავის გამოჩენა ნებისმიერ სფეროში. ისინი, როგორც წესი, არასდროს არიან გულგრილნი მშვენიერი სქესის მიმართ, განსაკუთრებით კი არაორდინარული ქალები მოსწონთ. ისინი რჩეულს აღმერთებენ, სანაცვლოდ კი ერთგულებასა და სითბოს ითხოვენ. ასეთი მამაკაცები მუდმივ ძიებაში არიან, ამიტომ, ქორწინების შემდეგაც საჭიროებენ მეუღლისგან მხარდაჭერასა და სიყვარულს. 

4. ამ ჯგუფის მამაკაცები ეგრეთ წოდებული შარმიანი მამაკაცების წარმომადგენლები არიან და მათ განეკუთვნებიან კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებული. ისინი ნაკლებად ერკვევიან ქალის ფსიქოლოგიაში, წვრილმანებში, მაგრამ, ცდილობენ სუსტი სქესის ბუნების შესწავლას. მათ არ ძალუძთ, რჩეულს მხურვალე გრძნობები ხანგრძლივად შესთავაზონ, რადგან, მცირე ხნით ინთებიან სიყვარულის ცეცხლით. სხვათა იდეებისა და გეგმების დამუშავება-გამოყენების უნარი ეხმარება მათ წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში. 

скачать dle 11.3