კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 1997 წლის 30 დეკემბერს, დილის 5 საათზე. რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები ასტროლოგიური კუთხით?

პასუხი: პროფესიებიდან ძალიან კარგია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან საქმიანობა, მედიცინა, პროფესიონალური დიპლომატია, პოლიტიკა, იურისპრუდენცია, საკანონმდებლო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საბანკო-ეკონომიკური, სავაჭრო-კომერციული საქმიანობა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 1 ოქტომბერს, დილის საათებში. რომელი პროფესიები იქნება მისთვის სამომავლოდ მისაღები და წარმატებების მომტანი? უცხოეთის რომელი ქვეყანაა უფრო მისაღები ჩემი შვილისთვის და რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. იქ დაგროვილი ცოდნა, კაპიტალი და გამოცდილება დაეხმარება სამშობლოში წარმატებების მიღწევაში. გარდა ამისა, მან უნდა გამოავლინოს ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, პრაქტიკულობა. ფულის ხარჯვაში უნდა იყოს მოწესრიგებული, საქმეს მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს. გარემოებები უნდა შეაფასოს საღი აზროვნებით და ყველაფერი კარგად გააანალიზოს. დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას – ეს თვისებები მას ხელს შეუწყობს წინსვლაში. პროფესიებიდან კი კარგი და წარმატების მომტანია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, ტურიზმის ბიზნესი ან შემოქმედება, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სოციოლოგია; ქვეყნებიდან კი მისთვის შედარებით კარგია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სლოვენია, სერბეთი, ესპანეთი, პორტუგალია.

скачать dle 11.3