კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ჰკითხე საკუთარ თავს

 

კომუნიკაციის პრობლემა, კონფლიქტური ხასიათი, მტანჯველი კომპლექსები და შებოჭილობა... ეს ყველაფერი მარტო თქვენს ახლობლებს კი არ უქმნის პრობლემებს, თავადაც სერიოზულ სტრესს გაყენებთ. ამიტომ სხვებზე სანამ გაბრაზდებით და იტყვით იმას, რომ ყოველთვის ისინი სტყუიან, დაფიქრდით და შეეცადეთ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ. დაივიწყეთ ფრაზები: „მე ყოველთვის“ და „მე არასოდეს“. ნუ იფიქრებთ იმასაც, რომ ახლობელ ადამიანს თქვენი ცუდად ყოფნა გაუხარდება. თქვენ თავად ნუ დაამცირებთ საკუთარ თავს და ნუ მიაყენებთ, მით უმეტეს დაუმსახურებელ შეურაცხყოფას სხვას.

ერთი სიტყვით, თუ არ გინდათ, მდგომარეობა დაიმძიმოთ და კიდევ არაერთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოთ, დაიწყეთ საკუთარი თავის კონტროლი. მართეთ ემოციები. გახსოვდეთ, როცა სხვას ეჩხუბებით, თქვენ უფრო დიდ და სერიოზულ სტრესს იღებთ.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას ყოფით წვრილმანებს. იცოდეთ, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო გაღიზიანებაც კი სტრესია, რომელსაც შემდეგ დაემატება უძილობა, თავის ტკივილი, უგუნებობა, უმადობა... განწყობაც გაგიუარესდებათ და ცხოვრება, რომელიც მართლაც მშვენიერია, გვერდით უსიხარულოდ ჩაგივლით.

 

კაცები... კაცები...

 

ისინი უხეშები არიან, ხშირად, სრულიად მოკლებულნი რომანტიკას... მოკლედ, რადგან მამაკაცებად დაიბადნენ, მიაჩნიათ, რომ ბევრის უფლება აქვთ... სამწუხარო რეალობაა ის, რომ მამაკაცური ჰორმონი ზოგჯერ ძალიან ცუდად „იქცევა“. „მე ასეთი ვარ“, „მოგწონვართ? – კარგი, არა? – მაინც უნდა ამიტანოთ“, – ხშირად ასეთია მამაკაცური ლოგიკა. ისინი იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ კაცის გარეშე გაძლება ქალს არ შეუძლია, ამიტომაც ყოველთვის ყველაფერს აპატიებენ. თუ ქალბატონები უფრო ხშირად ცდილობენ, არ გადალახონ საზღვარი და არ გასცდნენ იმ ჩარჩოებს, რომლებსაც მათ საზოგადოება უდგენს, კაცები ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევენ. ბუნებრივია, რომ სუსტ სქესს არ ესმის მათი გულგრილობა, მაგრამ, ვერც ნერვების მოშლით გახდებით რამეს, ვერც წუწუნითა და ტირილით. აჯობებს, ზოგჯერ თქვენც „გაგიჟდეთ“ – ეს აუცილებელიც კია. ცოტათი უხეშობაც გეპატიებათ და უარის თქმაც პატარ-პატარა თხოვნებზე, ასევე, გაჯიუტებაც და ცინიზმიც, მთავარია, დროულად დაამუხრუჭოთ. თამამად მოახდინეთ თქვენი სურვილებისა და მოთხოვნების დეკლარირება. დაანახვეთ ყველას, რომ ხართ დამოუკიდებელი, პრინციპული და, როცა საჭიროა – კატეგორიულიც. თანაც, ეს ყველაფერი ურთიერთობის დასაწყისში უნდა მოხდეს, თორემ, თუ თავიდან ფისო იქნებით და კლანჭებს მერე გამოაჩენთ, სიტუაცია, შესაძლებელია, გართულდეს.

ერთი სიტყვით, კაცები არიან კაცები და ამას უნდა შევეგუოთ. მათ ხელჩართულ ჩხუბში ჩაბმაც თვალის დახამხამებაში შეუძლიათ და პასუხსაც ვერავის მოვთხოვთ – ჩვენ ხომ მუშტი-კრივით ვერ გავურჩევთ საქმეს?! ისევ სითბოს, ტკბილი სიტყვისა და ზოგჯერ მსუბუქი გაკაპასების ხარჯზე თუ მივაღწევთ მიზანს...

 

ამბობენ, რომ...

 

ამბობენ, რომ კაცებს ძალიან მოსწონთ საკუთარი გარეგნობა, მაშინაც კი, როცა ხვდებიან, რომ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. მაქსიმალურად ცდილობენ, არ დაინახონ ნაკლოვანებები. ხოლო, თუ ქალი მიუთითებს მათზე და გაამახვილებინებს ყურადღებას, საშინლად ცოფდებიან. ასე, შესაძლოა, საყვარელი მამაკაციც დაკარგოთ – თვალის დახამხამებაში, სულ რაღაც ერთ წუთში... შემოგხედავთ, შებრუნდება და ისე გაიხურავს კარს, სიტყვასაც კი არ იტყვის დასამშვიდობებლად...

არსებობს გამოსავალი?! აუცილებლად. ამბობენ, რომ კაცის მეტისმეტ თავდაჯერებულობას ქალმა საკუთარ პერსონაზე ზრუნვა უნდა დაუპირისპიროს: გემოვნებით ჩაცმა, თავის მოვლა, კარგი მაკიაჟი – ყველაფერი ის, რაც თვითშეფასების კრიტერიუმს აგვიმაღლებს. არაფრით არ დაუთმოთ კაცებს, დაანახვეთ მათ, რომ თქვენ ყოველთვის მომხიბვლელი და გამარჯვებული იქნებით. თქვენს გარეგნობაში რამე არ მოსწონთ? არ არის პრობლემა, თქვენ მაინც მომხიბვლელი ხართ, ამიტომ, დაუწერეთ უმაღლესი ქულა საკუთარ თავს. თუ, როგორც ამბობენ, კაცები არასდროს დარდობენ წარსულ შეცდომებზე, ან, თუ დარდობენ, არ აჩვენებენ ამას, რატომღა უნდა ინერვიულოთ თქვენ და თვითგვემით თავი რატომ უნდა გაიწვალოთ?! შეცდომებს თუ ყველა უშვებს, როგორც ამბობენ, ერთი შეცდომა თქვენც გეპატიებათ.

 

ტირილი?! – დასაშვებია

 

თუკი გაწყენინეს, ტირილისთვის არავინ განგსჯით. პირიქით, ზოგჯერ ტირილს მხოლოდ პოზიტივი მოაქვს. თუ ხშირად აღიარებთ საკუთარ შეცდომებს, მშვიდობის მოყვარული ხართ, ღიად გამოხატავთ საკუთარ ემოციებს, გახარებთ სხვა ადამიანების წარმატება, მათ შორის უცნობებისაც – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი წყენინება ძალიან ადვილია. საკმარისია, ვინმემ მოინდომოს, გული გატკინოთ, რომ მას ეს შესანიშნავად გამოუვა. ეგოიზმი საშინელება ნამდვილად არ არის. ნორმის ფარგლებში ის სასარგებლოა. მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც ჯანსაღი ეგოიზმი გააჩნიათ, შესწევთ უნარი, იმუშაონ საკუთარ შეცდომებზე: იტირონ მაშინ, როცა ეს აუცილებელია; გაიზარდონ პიროვნულად; არ დაემორჩილონ ცუდ, ნეგატიურ მოვლენებსა და  ინფორმაციას. ეგოისტები გაცილებით ხშირად ტირიან და იციან ამ ცრემლების ჭეშმარიტი ფასი. როცა ეგოიზმი ნორმაშია, ურთიერთობებიც კარგად ეწყობა. მართალია, მამაკაცებს მტირალა ქალები არ მოსწონთ, მაგრამ, თუკი ცრემლებს მომხიბვლელად, ზუსტად თავის დროზე გადმოღვრით, თქვენი პარტნიორი ამით მხოლოდ მოიხიბლება.

არასოდეს გამოიტიროთ საკუთარი თავი – ეს აბსოლუტურად სხვა რამეა და არაფერი საერთო არ აქვს ტირილთან. ცრემლმა შვება უნდა მოგგვაროთ და არა უარყოფითი ენერგეტიკით დაგმუხტოთ. საკუთარი თავის გლოვა და იმედის გადაწურვა დაუშვებელია, სლუკუნი და ცოტა წატირება კი – დასაშვები, ოღონდ, ეს წატირება ნეგატივისგან გათავისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული.

скачать dle 11.3