კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ადამიანები „ინფიცირდებიან“ შთაგონებით, „ზემოდან“ გამოგზავნილი სასჯელით

ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ ავადმყოფობა ზემოდან მოვლენილი სასჯელია. თუმცა, ისმევა კითხვა: როგორ ავხსნათ ის ავადმყოფობები, რომლებითაც ბავშვები იტანჯებიან? როგორც ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნინო ამბობს, ავადმყოფობა სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი თავის ენერგიას არასწორად ხარჯავს. 

 

ნინო: 23 წლის ასაკში ექიმებმა საშინელი სენის დიაგნოზი დამისვეს. ფაქტობრივად, ჩემი გადარჩენა შეუძლებელი იყო. სამი წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი, შემდეგ კი თანდათან გამოვედი მდგომარეობიდან. ჩემი ავადმყოფობის მიზეზი არასწორად დახარჯული ენერგია გახლდათ, კერძოდ, ადამიანები უზარმაზარ ენერგიას  ვფლობთ, რომლის დახარჯვასაც, ძირითადად, ვერ ვახერხებთ. თუ მოჭარბებულმა ენერგიამ გამოსავალი ვერ პოვა, ის ერთ ადგილას გროვდება და ბრძოლას იწყებს. მადლობა ღმერთს, ეს კარგად იცოდა ბებიაჩემმა – სწორედ მან დამაწყებინა ენერგიის სწორი ხარჯვა და ფეხზე წამომაყენა. 

– როგორ უნდა მივხვდეთ, როდის ხდება ჩვენივე ენერგია საშიში და რა მეთოდით უნდა ვხარჯოთ ის სწორად, რომ რაიმე  დაავადების საწინდარი არ გახდეს? 

– ბებიას აღმოსავლეთში ჰქონდა მიღებული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ხარჯოს ადამიანმა მოჭარბებული ბიოენერგია, რათა მან ზიანი არ მიაყენოს თავის პატრონს. მაგალითად, მე, როცა რკინის საგნებს ვეხებოდი, დენი მარტყამდა, ამ დროს ვიმუხტებოდი და ყველაფერი მტკიოდა. საკმარისი იყო, მაცივრის სახელურისთვის მომეკიდა ხელი, რომ იმ წუთას დენი დამარტყამდა. ეს ჩემს მშობლებს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ – სტატიკური დენიაო, ამბობდნენ. მოგვიანებით კი, როცა საყოველთაოდ ალაპარაკდნენ ადამიანის ბიოენერგეტიკაზე და გაჩნდა ცნება „ექსტრასენსული მონაცემები“, ბებიაჩემიც ჩამოვიდა საქართველოში. სწორედ მან შემიმოწმა ბიოველი. აღმოჩნდა, რომ ის ძალიან ჭარბად მქონდა და მანვე მასწავლა, როგორ დამეხარჯა ის სწორად. როგორც გითხარით, მაშინ მძიმე სენით ვიყავი დაავადებული და, თუკი რაიმე მეთოდი არსებობდა, ჩემი მშობლები არც ფულს და არც ძალას არ იშურებდნენ. მახსოვს, ბებიამ უთხრა, მენდეთ და ამ ბავშვს მე ვუმკურნალებო. მართალია, მოჭარბებულ ენერგიას ვიშორებდი, მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ ქრებოდა. საერთოდ, ყველა დაავადება ბიოველის დაზიანებით იწყება, შემდეგ გადადის ასტრალურ სხეულზე, შედის ფიზიკურ სხეულში და ფიქსირდება, როგორც დაავადება. ასევე მოქმედებს ჯადო. ჯადო უარყოფითი ფსიქოენერგოინფორმაციაა, რომელიც აზიანებს ადამიანის ველს, შედის მასში და იქ იბუდებს. ენერგიის სწორი ხარჯვა კი სწორი ცხოვრების წესია. სხვათა შორის,  წლების წინ ჩატარდა კვლევა, რომელშიც ცნობილი უცხოელი პარაფსიქოლოგები და მედიკოსები იღებდნენ მონაწილეობას. მათ არაერთი პაციენტი გამოიკვლიეს და მიღებული შედეგების შემდეგ, ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, ყველანაირი დაავადება სამ კატეგორიად დაყვეს, კერძოდ: შთაგონება „ზემოდან“, ანუ, როცა ადამიანი იღებს ზემოდან გამოგზავნილ სასჯელს, განსაცდელს, რომელმაც, სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა აარიდოს მძიმე დანაშაული. ჩვენს დროში ასეთი სახის დაავადებებით ხშირად „ინფიცირდებიან“ არა მხოლოდ დიდები, არამედ, ბავშვებიც. თუ კარგად გავერკვევით, პირდაპირი გაგებით, ეს არც კი არის სასჯელი. ასეთი დაავადება არა მარტო გარშემო მყოფთ აშორებს ხიფათს, არამედ, კონკრეტულ ადამიანსაც იცავს უარესისგან. ეს ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო; მეორე კატეგორიაში შედის ისეთი დაავადებები, რომლებიც ჩვენი სულის თვისებების პროვოცირებას ახდენს. ეს არ არის მემკვიდრეობით მიღებული სნეულებები. ადამიანები, უბრალოდ, ამ ავადმყოფობებისკენ მიდრეკილებით იბადებიან, ხოლო, დაავადდებიან თუ არა ამით, ეს დამოკიდებულია აღზრდაზე და შემდეგ იმაზე, თუ ცხოვრების როგორ წესს აირჩევენ ისინი. დაუკმაყოფილებელი სურვილი ყოველთვის გზავნის ტვინში დამახინჯებულ, ავადმყოფურ სიგნალებს, რასაც ორგანიზმი განადგურებამდე მიჰყავს. საუკეთესო შემთხვევაში, შედეგი, გარკვეული სახით, ნევროზი იქნება, რომელიც შემდეგ დეპრესიითა და ფიზიოლოგიური დაავადებით მთავრდება; მესამე კატეგორიის დაავადების გამომწვევი კი, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ასთმა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ალერგია, ადამიანს „ორ სკამს შორის ჯდომის“ დროს უჩნდება, როცა ერთ მხარესაა პრინციპები, რომლებიც არცთუ ისე მტკიცეა და, მეორე მხარეს – ამ პრინციპებისადმი წინააღმდეგობების გაწევის სურვილი, რომლის დაკმაყოფილებაც გვინდა, მაგრამ არ გამოგვდის. 

– ნათქვამია, მშობლების ცოდვათა გამო შვილები იტანჯებიანო, თქვენ რას იტყვით ამაზე? 

– ჭეშმარიტებას არ შეესაბამება პრიმიტიული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ, თუ მოზრდილი ადამიანი აშავებს, პასუხი შვილმა უნდა აგოს. ბევრჯერ თქმულა, რომ ჩვენი მშობლებისგან მემკვიდრეობით ვიღებთ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ, სულიერ თვისებებსაც, მათ შორის – მიდრეკილებასაც ამა თუ იმ ვნებისკენ. შვილები იტანჯებიან არა მშობლების მიერ ჩადენილი კონკრეტული ცოდვის გამო, არამედ, იმიტომ, რომ მათმა მშობლებმა ცოდვის ჩადენით დაიზიანეს სული და სხეული, შემდეგ კი არ მოინანიეს და ეს ფაქტი მათ შვილზე აისახა. სული უხილავი მაგნიტივით აკავშირებს ერთმანეთთან ჩვენი ორგანიზმის ატომებსა და მოლეკულებს, სტიმულს აძლევს ცილების სინთეზს ცოცხალ უჯრედებში, აძლევს მას სიცოცხლისუნარიანობის პროგრამას, უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლასა და თვითრეგულირებას. სულისა და სხეულის ერთმანეთისგან დაშორებისას ცილების სინთეზი უცბად წყდება. ენერგიას მოკლებული სხეული ცივდება და, როგორც კი მისი ელემენტები მაკავშირებელ ძალას კარგავენ, „იშლება“ და სიკვდილით „ავადდება“. ამიტომ, საკუთარ სულში უნდა ვეძებოთ იმ ყველაფრის მიზეზი, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვჭირს, მათ შორის, ის დაავადებებიც, რომელთა მიმართაც გვაქვს მიდრეკილება. 

– მართებულია თუ არა ის აზრი, რომ გვერდიგვერდ მყოფი ადამიანები ერთმანეთზე  ენერგიის ხარჯზე ურთიერთქმედებენ? 

– რასაკვირველია, გვერდიგვერდ მყოფი ადამიანები, მათდაუნებურად, ერთმანეთზე ურთიერთმოქმედებენ მაშინაც კი, როცა სძინავთ ან ჩუმად არიან. ენერგიის გაცვლა მიმდინარეობს პერმანენტულად. ქალისგან განსხვავებით, მამაკაცი გაცილებით მეტ ენერგიას იღებს და ნაკლებს გასცემს. თუ ქალი მამაკაცის მიმართ დადებითად არის განწყობილი და მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს, ენერგიების გაცვლა ნორმალურად მიმდინარეობს და „ვამპირის“ როლი არავის აკისრია; მაგრამ, თუ რომელიმე მათგანს განწყობა არასასურველი აქვს, ესე იგი, მეორემ მეტი ენერგია „მიითვისა“. სხვისი ენერგია ეგრეთ წოდებული „დიეტური პროდუქტია“, ანუ, ძალიან ადვილად ასათვისებელი. ენერგოვამპირებს ახასიათებთ აგრესიულობა, ფეთქებადი ხასიათი, ჟინიანობა, უხეშობა, ზეწოლა მოსაუბრეზე – ამით ისინი ყურადღების მიქცევას ცდილობენ. სკანდალების მოყვარული ადამიანი კი ყველაზე მეტ ენერგიას „შეიწოვს“. ენერგია მუდმივად უნდა გაედინებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად შეაწუხებს ადამიანს. როცა მამაკაცი მოიწყენს, იცოდეთ, რომ მას თქვენი ენერგია მოაკლდა. იგივე ითქმის ქალებზეც, მაგრამ მამაკაცი უფრო გამოხატავს ამას, ქალს კი შეუძლია, შეინიღბოს. სასიცოცხლო ძალები რომ აღიდგინოთ და შეივსოთ, ამისთვის ყველაზე კარგია იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც დადებითი ემოციებით გავსებენ. 

 

скачать dle 11.3