კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ბრაზილიელი ვარსკვლავის – ნეიმარის შვილის დედა და რომელი ბრიტანელი ფეხბურთელი უწოდებს მას „ფეხბურთის ჯასტინ ბიბერს”

„ბარსელონის” ბრაზილიელი ახალწვეული ნეიმარი ნელ-ნელა გაუშინაურდა გუნდს და, ლიონელ მესისთან ერთად, თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დუეტი შექმნა, რომელიც შიშის ზარს სცემს მეტოქე გუნდების ფეხბურთელებს. ნეიმარზე, ასევე, დიდ იმედებს ამყარებენ სამშობლოში. 2014 წელს ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს და, გასაგებია, რომ, ჩემპიონობის გარდა, ამ ქვეყანაში ყველა დანარჩენი წარუმატებლობად შეფასდება. ამ ნომერში ახლოდან გაგაცნობთ ფეხბურთის აწ უკვე მოქმედ ვარსკვლავს – ნეიმარს.

* ნეიმარ დასილვა სანტოს ჟუნიორი დაიბადა 1992 წლის 5 თებერვალს, სან-პაულოს შტატის ქალაქ მოჟი-დას-კრუზისში. 

* ნეიმარის სიმაღლეა 174 სანტიმეტრი, ხოლო წონა – 64 კილოგრამი.

* 2013 წლის ივლისში ნეიმარმა გააკვირვა პლანეტის ტოლერანტული ნაწილი, როდესაც მონაწილეობა მიიღო მამაკაცებისთვის განკუთვნილი თეთრეულის  ბრენდის – „ლუპოს” სარეკლამო რგოლში. რეკლამა ჰომოფობიურად შეფასდა, მასში ტრუსებში გამოწყობილი ნეიმარი ქუჩაში გამვლელ გოგონებს უცინოდა, ხოლო, როდესაც მამაკაცმა სთხოვა მას გაცინება, ნეიმარმა ზურგი შეაქცია. 

* „სანტოსის” აკადემიაში ნეიმართან ერთად კიდევ ორი ვარსკვლავი იზრდებოდა: განსო და ალან პატრიკი. ნეიმარს გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა გუნდში და, როდესაც მას ორივე ფეხბურთელთან გაუფუჭდა ურთიერთობა, კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ალან პატრიკი „შახტარში” გაეყიდა, ხოლო განსო – „სან-პაულოში”.

* „ბარსელონაში” ტრანსფერის შემდეგ, ნეიმარში გადახდილი თანხიდან 40 მილიონი ევრო მიიღო ნეიმარის მამამ, 9,4 მილიონი ევრო კი – კლუბმა „სანტოსმა”. ნეიმარის გარეშე ჩატარებულ პირველივე მატჩში „სანტოსი” განადგურდა, ანგარიშით 0:8.

* 2011 წელს ნეიმარი ფერენც პუშკაშის სახელობის პრემიის მფლობელი გახდა, „ფიფას” ვერსიით მან წლის ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ ნეიმარმა ზუსტად ისეთივე გოლი გაიტანა, თუმცა, პრემია მას აღარ გადაეცა – უბრალოდ, ყველა შეეგუა იმ ფაქტს, რომ ნეიმარს ლამაზი გოლები გააქვს.

* ნეიმარი 19 წლის ასაკში გახდა მამა. მის ვაჟს დავი ლუკა ჰქვია. საზოგადოება ინტერესდებოდა, ვინ იყო ბავშვის დედა. ხანგრძლივი ძიების შედეგად დადგინდა, რომ დედა 17 წლის  კაროლინაა, რომელთანაც ნეიმარს მცირეხნიანი რომანი ჰქონდა. ცნობისთვის, ბავშვის ნათლია „სანტოსიდან” ნეიმარის მიერ გაძევებული განსოა.

* „სიხარული და „დერზკობა“ – ეს ის სიტყვებია, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებს ნეიმარი. ამავე სახელწოდების სიმღერა აქვს შესრულებული მას ცნობილ ბრაზილიელ მომღერალთან, ტიაგინიოსთან და იმავე სიტყვებს იყენებს ის „მენტოსის” სარეკლამო რგოლშიც. 

* „ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ ნეიმარმა 7 კილოგრამით დაიკლო წონაში ანემიის გამო (რკინის ნაკლებობა სისხლში). მამამისის ვერსიით, ანემია ყელზე ჩატარებული ოპერაციის ბრალი იყო.

* ნეიმარის ამჟამინდელი მეგობარი გოგონა 18 წლის ბრუნა მარკეზინია. ბრუნა იმით არის საინტერესო, რომ მოდელობა 5 წლის ასაკიდან დაიწყო, ხოლო კინოში თამაში – 7 წლის ასაკიდან. ბრუნა ბრაზილიური ტელესერიალების ვარსკვლავია.

* როგორც გასული წლის აგვისტოში ამტკიცებდნენ ბრაზილიელი პაპარაცები, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ „გრემიოსთან” გამარჯვება ნეიმარმა მეძავების საზოგადოებაში აღნიშნა. „სანტოსის” პრეზიდენტმა პაპარაცების ბრალდებას უპასუხა, რომ მათი მიზანია, ნეიმარის სახელს შეურაცხყოფა მიაყენონ  და ქვეყნიდან წასვლა აიძულონ.

* 2012 წელს ნეიმარმა ექვსი ჰეთთრიკი შეასრულა, მათ შორის ერთი – ბრაზილიის ნაკრების რიგებში.

* ნეიმარის პრეზენტაციას „კამპ ნოუს” სტადიონზე ბარსელონაში, კატალონიური გუნდის 56 499 ფეხბურთის მოყვარული დაესწრო.

* ნეიმარის საყვარელი გართობაა მეგობრებთან ერთად კლუბში სიარული ან სოციალური ქსელები.

* ნეიმარის „ტვიტერის” გვერდს 8 074 036 ხელმომწერი ჰყავს.

* კარიერის დასაწყისში ნეიმარს „ახალ რობინიოს” უწოდებდნენ. მოგვიანებით ისინი ერთად თამაშობდნენ „სანტოსში” და ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს „სამბის“ ვარიაციას – „პაგოდეს“ უკრავდნენ. ნეიმარი დღემდე უწოდებს რობინიოს თავის კერპს.

* „გუგლში” რომ ჩაწეროთ ფრაზა: „ნეიმარ სკანდალ” საძიებო სისტემა 36 700 000 გვერდს ამოაგდებს.

* პელეს ვერსიით, ნეიმარი არ მიიჩნევა „სანტოსის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პელეს აზრით, საუკეთესო ფეხბურთელების სამეული ასე გამოიყურება: პელე, ვასკონსელოსი და კოუტინია.

* 2009 წელს ნეიმარის სატრანსფერო ფასი  8 მილიონ ევროს შეადგენდა. იმის გამო, რომ იმ წელს ბრაზილიამ ვერ მოახერხა იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა.

* 15 წლის ნეიმარის პირველი ხელფასი „სანტოსში” 10 ათას რეალს შეადგენდა. იმ პერიოდში ნეიმარის ოჯახი – დედა, მამა და და, რაფაელა, სიღარიბეში ცხოვრობდნენ სან-ვინსენტის გარეუბანში, მცირე ზომის ქოხში. ერთი წლის შემდეგ ოჯახმა პირველი ბინა იყიდა „სანტოსის” ბაზასთან ახლოს, ხოლო წლების შემდეგ, ნეიმარის ხელფასის დამსახურებით, ისინი უკეთეს საცხოვრებელ პირობებში გადავიდნენ. 

* ჯოუი ბარტონი, ბრიტანული ფეხბურთის ექსცენტრიკული ვარსკვლავი და ნეიმარი, სავარაუდოდ, არ იცნობენ ერთმანეთს და მოედანზეც არ შეხვედრიან, მაგრამ, ნეიმარი ბარტონის ნამდვილი მუზაა, იგი მუდამ „კბენს” ბრაზილიელს  ეპითეტებით:  „ჯასტინ ბიბერი”, „კატის ფსელი” ან „შოუ-პონი”.

* ნეიმარი რელიგიური სკანდალის ეპიცენტრშიც  მოექცა: ფეხბურთელმა ჟურნალ „პლასარისთვის” ჯვარზე გაკრული ქრისტეს სტილში იპოზიორა, რითაც კათოლიკური ეკლესიის პროტესტი გამოიწვია. ინტერნეტის საშუალებით ათი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა, რომ ჟურნალის ეს ნომერი გაყიდვიდან ამოეღოთ, მაგრამ, უშედეგოდ. 

* „ფრანს ფუტბოლის” ვერსიით, ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელების რეიტინგში მეშვიდეა. მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი კი რეიტინგს სათავეში უდგას.

* 2013 წელს კარიკატურისტმა მაურისიო დე სოუზამ ნეიმარი კომიქსების გმირად აქცია. ნეიმარის გმირს კომიქსებში „უმცროსი ნეიმარი“ ჰქვია.

* ოთხწლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში ნეიმარს 43 ინდივიდუალური პრიზი აქვს მოგებული.

* ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებული პირველი მატჩის დროს ნეიმარი რასისტული ქმედების მსხვერპლი გახდა – მავანმა ქომაგმა ტრიბუნიდან მას ბანანი ესროლა.

* ნეიმარი მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ბრენდის სარეკლამო სახეა: „ნაიკის,“ „სონის“, „რედ ბულის,“ „ფოლკსვაგენისა“ და „სანტანდერის.“

 

скачать dle 11.3