კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკის რომელ ვიცე-პრეზიდენტს უწოდებდნენ „პატარა დიქტატორს” და რატომ ითვლება რიჩარდ ნიქსონის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდი სკანდალურად

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა: პირველად, ქვეყნის დამოუკიდებლობის 23-წლიან ისტორიაში, დემოკრატიული გზით შეიცვალა პრეზიდენტი. ეს ჩვენთვის არის პირველი პრეცედენტი, აი, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი პრეზიდენტები საუკუნეების განმავლობაში იცვლებიან კონსტიტუციური გზით. ჩვენი დასავლელი პარტნიორების კონსტიტუციაც განსხვავებულია და მათ პრეზიდენტს საკმაოდ ძლიერი მოადგილე ჰყავს ვიცე-პრეზიდენტის სახით, რომელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ვიცე-პრეზიდენტები დიდ როლს ასრულებენ ამერიკის პოლიტიკაში და გთავაზობთ მათ შორის ათ ყველაზე სკანდალურ ვიცე-პრეზიდენტს.

ჰანიბალ გემლინი (1861-1865)

არსებობს ვერსია, რომ რესპუბლიკელი ჰანიბალ გემლინი ვიცე-პრეზიდენტი საცხოვრებელი ადგილის გამო გახდა: აბრაამ ლინკოლნის გუნდს ესაჭიროებოდა ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობდნენ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში, შტატ მენში. არჩევანი გემლინზე გაკეთდა, რომელსაც აბრაამ ლინკოლნი საერთოდ არ იცნობდა, ნანახიც არ ჰყავდა და მათ შორის მიმოწერაც კი არ არსებობდა. სანამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, გემლინი ოჯახთან ერთად დიდ დროს ატარებდა მშობლიურ შტატ მენში. როგორც პოლიტიკოსს, გემლინს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ის არ უყვარდათ პოლიტიკურ წრეებში. ვიცეპრეზიდენტობის შემდგომ, მან რამდენჯერმე სცადა რეაბილიტირება, სამხედრო-საზღვაო ძალებშიც კი მოეწყო სამუშაოდ, მაგრამ, იქაც არ ივარგა – მხოლოდ სამი თვე იმუშავა სამზარეულოში და უსახელოდ დატოვა ფლოტი, სამაგიეროდ, ისტორიაში, შევიდა როგორც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი. 

თომას ჰენდრიქსი (1885-1885)

კონგრესმენს, სენატორსა და ინდიანას შტატის გუბერნატორს, თომას ჰენდრიქსს საკუთარი თავი დემოკრატად მიაჩნდა და, ამავე დროს, შავკანიანების სეგრეგაციას უჭერდა მხარს. ჰენდრიქსი ყველაზე უსარგებლო ვიცე-პრეზიდენტად ითვლება ამერიკის ისტორიაში, რადგან, არჩევიდან რვა თვის შემდეგ გარდაიცვალა. კოლეგებს არ უყვარდათ ჰენდრიქსი, რადგან, ის ყველას ზემოდან უყურებდა, არ ესალმებოდა მთავრობის წევრებს. ჰენდრიქსის სიკვდილი ისევე შეუმჩნეველი იყო საზოგადოებისთვის, როგორც მისი მთლიანი პოლიტიკური საქმიანობა.

თომას მარშალი (1913-1921)

დემოკრატ თომას მარშალს ორი რამ გამოსდიოდა კარგად: ცხოვრებით ტკბობა და პირად მცველებთან გულახდილი საუბრები. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, ის გამოუტყდა თავის პირად მცველს, რომ მისი თანამდებობა სრულიად უსარგებლოა. „დაცვაც კი არ მჭირდება, რადგან, არც ერთი ოპოზიციონერი არ ესვრის ვიცე-პრეზიდენტს,” – ხუმრობდა მარშალი. მინისტრთა კაბინეტის სხდომას მარშალი მხოლოდ ერთხელ დაესწრო. მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კომფორტს და, მისი თქმით, იქ, სადაც დივანზე ვერ წამოწვებოდა ან ფეხებს ვერ შემოაწყობდა მაგიდაზე, არაფერი ესაქმებოდა.

კელვინ კულიჯი (1921-1923)

მორიდებულმა, უსალმო და ჩუმმა კელვინ კულიჯმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შემთხვევით დაიკავა. პრეზიდენტ უორენ ჰარდინგის პოლიტტექნოლოგებმა სპეციალურად შეარჩიეს კულიჯი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, რათა ის კაბინეტის სხვა წევრების ფონზე დაკარგულიყო. ასეც მოხდა. კულიჯი ძირითად დროს სენატში ატარებდა, სადაც უინტერესოდ ერთვებოდა დისკუსიებში.

ჰენრი უოლესი (1941-1945)

ერთმა პოლიტიკოსმა ასე დაახასიათა ჰენრი უოლესი: „ადამიანი, რომელიც პასუხობდა ტელეფონის ზარებზე, რომლებიც არავის ესმოდა”. უოლესი კარგად ერკვეოდა სოფლის მეურნეობაში, მაგრამ, ფრთხილად ექცეოდა კაპიტალისტურ სისტემას. ამერიკელი ისტორიკოსების უმეტესობა უოლესს დღემდე „სტალინის მარიონეტად” მიიჩნევს. იგი სიმპათიით იყო განწყობილი საბჭოთა კავშირის მიმართ და არ ინტერესდებოდა რიგითი ამერიკელების ცხოვრებით. უოლესს აინტერესებდა რელიგიური მიმდინარეობები და ფილოსოფია; მისი გატაცება იყო ზოროასტრიზმი.

რიჩარდ ნიქსონი (1953-1960)

ნიქსონი მძლავრი პოლიტიკური ფიგურა იყო, მაგრამ, როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ის არავის ახსენდება. ჯერ კიდევ არჩევნების დროს, იგი სკანდალის ეპიცენტრში მოექცა, როდესაც გაჟონა ინფრომაციამ უკანონო ფონდების არსებობის შესახებ, სადაც მდიდარი ამერიკელები რიცხავდნენ თანხებს. ეიზენჰაუერ-ნიქსონის დუეტს ეს სკანდალი კინაღამ პატიმრობად დაუჯდა. ნიქსონი არცთუ შთამბეჭდავი იყო ეგრეთ წოდებულ „სამზარეულოს დებატებში” საბჭოელ ლიდერთან, ნიკიტა ხრუშჩოვთან. მოლაპარაკების დროს ნიქსონმა ვერც ერთხელ ვერ აჯობა ხრუშჩოვს და საბჭოელმა ჩინოვნიკმა ის რამდენჯერმე სულელად. გამოიყვანა.

სპირო აგნიუ (1969-1973)

რიჩარდ ნიქსონის ვიცე-პრეზიდენტი სპირო აგნიუ მხოლოდ სკანდალებთან ასოცირდებოდა. თავდაპირველად მას დაბრალდა ვიეტნამთან ომის დაწყება, ხოლო შემდგომ მას ქრთამის აღებაც დააბრალეს. საბოლოოდ, აგნიუმ აღიარა დანაშაული და, შეეცადა, ყურადღება საკუთარ თავზე გადმოეტანა უოტერგეიტის საქმიდან, რომელმაც საბოლოოდ შეიწირა ნიქსონის პოლიტიკური კარიერა. აგნიუ იმ ვიცე-პრეზიდენტების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც არავის უყვარდა, მათ შორის, ნიქსონსაც კი. მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ნათესავებთან, ხოლო ჟურნალისტები მას „პატარა დიქტატორსა” და „დამპალი სულის მქონე ადამიანს” უწოდებდნენ.

დენ კუეილი (1989-1993)

ამერიკელები შოკში ჩაცვივდნენ, როდესაც ჯორჯ ბუშმა-უფროსმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყველასთვის უცნობი დენ კუეილი წარადგინა – ახალგაზრდა პოლიტიკოსი მოკლე და პრიმიტიული ბიოგრაფიით. კუეილის ყოფილი ლექტორებიც კი უნივერსიტეტიდან, მას არცთუ ჭკვიან ადამიანად ახასიათებდნენ. კუეილის ყველაზე ცნობილი სკანდალი უკავშირდება მის ვიზიტს ტრენტონის სკოლაში, ნიუ-ჯერსის შტატში: ერთ-ერთმა სკოლის მოსწავლემ დაფაზე დაწერა სიტყვა „კარტოფილი“, კუეილმა მას შეუსწორა ნაწერი, რამაც შოკში ჩააგდო მთელი ამერიკა. მოსწავლემ დაფაზე დაწერა „Potato”, კუეილმა კი „შეუსწორა“ – ბოლოში e მიუწერა „Potatoe,” რაც გრამატიკულად არასწორი იყო. ვიცე-პრეზიდენტმა, უბრალოდ, არ იცოდა, როგორ იწერებოდა ეს სიტყვა.

რიჩარდ ჩეინი (2001-2009)

არჩევნების დროს რიჩარდ (დიკ) ჩეინი ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ პოლიტიკოსად და წარმატებულ ბიზნესმენად ითვლებოდა ამერიკაში. კარგ ორგანიზატორსა და ორატორს ბევრის მიღწევა შეეძლო – ასე მიაჩნდათ ამერიკელებს, რომლებიც სწორედ მას ასახელებენ ერაყში საომარი მოქმედებების დამწყებად. მის მთავარ ტყუილად სახელდება ის ფაქტი, რომ პირველად მან დაადანაშაულა სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღის ქონაში, რაც, საბოლოოდ, ბლეფი აღმოჩნდა. ჩეინის ვიცეპრეზიდენტობის პერიოდში საომარ მოქმედებებს ერაყში 4 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი  (2008-დღემდე)

ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს არჩევის დღიდან სკეპტიკურად უყურებს ამერიკელი მუშათა კლასი. მათი აზრით, ბაიდენი კარგი დემაგოგია, რომელსაც უყვარს პოპულისტური გამონათქვამები და დემოკრატიული პარტიის ქება-დიდება. 

 

скачать dle 11.3