კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ავტომანქანა ჰყავთ თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და მის მეუღლეს

თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი 1976 წელსაა დაბადებული. თავდაპირველი განათლება თსუ-ში მიიღო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე; 2000-2001 წლებში GIPA-ში სწავლობდა, 2004 წელს კი – ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელ ევროპულ ცენტრში. ასევე, გავლილი აქვს სხვადასხვა პროგრამა და კურსები (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდსა თუ აშშ-ს კვლევისა და განვითარების კორპორაციაში). აგრეთვე, „ნატოს“ სკოლის პროგრამები და კურსები თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე.

მისი სამუშაო გამოცდილება იწყება 2002 წელს, 26 წლის ასაკში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ორმხრივი სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის სამმართველოში, სადაც 2004 წლამდე იმუშავა. 2004-2008 წლებში „ნატოსთან“ საქართველოს მისიაში პირველი მდივანი გახლდათ, შემდგომ – იმავე მისიაში მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში. 2008 წელს აშშ-ში საქართველოს საელჩოში უფროს მრჩევლად დაინიშნა. 2012 წელს კი – აშშ-ში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად. ეს კონკრეტული პოსტი 2013 წლის ივლისამდე ეკავა, ვიდრე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდებოდა.

პირველი საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია 2003 წელს შეავსო, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა. იმხანად ოჯახის წევრებად მიუთითებდა მშობლებს: გელა და ლუიზა დარჩიაშვილებს. უძრავ ქონებასაც მხოლოდ მისი მშობლები ფლობდნენ: ბ-ნი გელა დარჩიაშვილის საკუთრება იყო საცხოვრებელი სახლი დედოფლისწყაროში, ხოლო ქ-ნი ლუიზა დარჩიაშვილის საკუთრება – საცხოვრებელი ბინა თბილისში. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული ჰქონდათ: მიხეილ დარჩიაშვილს – 2 000 ლარი, ხოლო ქ-ნ ლუიზას – 1 500 ლარი.

მეორე დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება – მიხეილ დარჩიაშვილი კვლავ ძველ თანამდებობაზეა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისი ოჯახის წევრების რაოდენობა და შემადგენლობაც უცვლელია, ისევე, როგორც უძრავი ქონების. ერთი ისაა, რომ ბ-ნ გელა დარჩიაშვილს ავტომანქანა „ვაზ 05“ შეუძენია – 1 000 აშშ დოლარად ღირებული. იმ წელს ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონია  – 1 000 ლარი, ხოლო მიხეილ დარჩიაშვილი ანაბარზე 1 500 აშშ დოლარს ინახავდა.

იმხანად ქ-ნ ლუიზა შპს „დებში“ იყო დასაქმებული მენეჯერად, ხოლო ბ-ნი გელა დარჩიაშვილი – პოლიგრაფკომბინატ „კახეთის“ საწარმოს უფროსად. თითოეულმა წლის განმავლობაში ანაზღაურებად 3 600-3 600 ლარი მიიღო. ხოლო თავად მიხეილ დარჩიაშვილის წლიურმა შემოსავლმა 8 000-მდე ლარი შეადგინა. ამას გარდა, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ იმ წელს ბ-ნმა გელა დარჩიაშვილმა 2 000 ლარი მიიღო, რომელიც დახასიათებულია როგორც „მოგებული თანხა“, თუმცა, უცნობია, რაში მოგებული. 

მართალია, მიხეილ დარჩიაშვილი მომდევნო წლებშიც სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა, მაგრამ, იმ წლების დეკლარაციები არ მოიპოვება. თუმცა, მის მიერ 2013 წელს შევსებული დეკლარაცია გვამცნობს, რომ მას ჰყავს მეუღლე – თამარ მედულაშვილი და ორი შვილი: ბრიუსელში დაბადებული ლიზა და თბილისში დაბადებული ნიცა. ოჯახის უძრავმა ქონებამაც იმატა: მიხეილ დარჩიაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში – 97 კვადრატული მეტრი ფართობის; თამარ მედულაშვილს კი ეკუთვნის მიწის ნაკვეთი თბილისში – 1 421 კვადრატული მეტრი ფართობის, თუმცა, ის ამ მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნახევრის მფლობელია. მიხეილ დარჩიაშვილს ორი ავტომანქანა ჰყავს – 1993 წელს გამოშვებული „გოლფი“ და 2000 წელს გამოშვებული „მერსედესი“, ხოლო მის მეუღლეს – მხოლოდ 1996 წლის „გოლფი“.

2012 წლის განმავლობაში მიხეილ დარჩიაშვილმა, როგორც აშშ-ში საქართველოს საელჩოს დესპანმა, 42 000 აშშ დოლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც კომპანია „ტრავიზას“ (აშშ) სპეციალისტმა – 24 000 აშშ დოლარი. სესხების მომსახურება თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გასულ წელს 3 600 ევრო დასჯდომია.

 

скачать dle 11.3