კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდეათა სამჭედლო

იდეების იმპერატორი

 

თუკი ნაცარქექია ქვიდან წვენს ადენდა, უდავოა, რომ ვერც ჩვენს ხელისუფალს (თითქმის უკლვებლივ ყველას) დავუკარგავთ უნიკალურ უნარ-ჩვევას, ჯერ ერთი, საფუძვლიანად ამოუცარიელოს საქართველოს ისედაც ჯიბეცარიელ მოქალაქეს ჯიბეები და, მეორე მხრივ, ზეძლიერი მაგნიტივით მიიზიდოს ფული.

შესაძლოა, სწორედ ამ უნარის დასტურია გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა იუსტიციის სახლების მოწყობის იდეას ყიდის (იდეა, ანუ, ,,ყველაფერი ერთ სივრცეში“). ყიდის, რადგან, რაკი „თაფლი“ არის, „ბუზი ბაღდადიდან მოვიდა“.

სახელდობრ,  იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სამხრეთ აფრიკა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, თვით არგენტინაც კი და, აგერ, ჩვენი მეზობელი თურქეთიც, ფრიად მოხიბლულან ამ „ყველაფრით ერთ სივრცეში“. შესაბამისად, მობაძვის სურვილიც გასჩენიათ. ხოლო, რაკი ჩვენს წინდახედულ წინა მთავრობას ეს იდეა დაუპატენტებია, ყიდვა მოუწევთ.

მართალია, იდეის ღირებულება ჯერ არ დადგენილა, მაგრამ, რადგან ამჟამინდელები წინანდელებზე არანაკლებ მარიფათიანები ბრძანდებიან, შესაძლოა, იუსტიციის სახლის იდეა ნაწილ-ნაწილ გაიყიდოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში ექსპორტი იმპორტს სამჯერ აღემატება, საექსპორტო საქონლის ნუსხაში იდეის დამატება მხოლოდ მისასალმებელია. ხოლო, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ამ იდეის შემქმნელ-დამპატენტებლები (ცხადია, „ნაცმოძრაობა“ მყავს მხედველობაში) იმ არაჩვეულებრივი უნარითაც გამოირჩევიან, როგორიც შავის თეთრად გასაღებაა (შეგახსენებთ, რომ 2008 წელს რფ-ის პრ.-ს მიერ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარების შემდეგ, ჩვენი იმჟამინდელი ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ არასდროს ვყოფილვართ ისე ახლოს ტერიტორიულ მთლიანობასთან, როგორც დღეს ვართ), იქნებ, ეს ჩვენი ბიუჯეტი მათი იმპორტითაც შეგვევსო?! 

скачать dle 11.3