კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღფრთოვანებულები და დაშოშმინებულები

ჩაგვისხით წყალი!

 

თუკი აქამომდე ჩვენს სტრატეგიულ თუ, უბრალოდ, პარტნიორებს სახეზე დიდ კმაყოფილებას ვერ ვატყობდით ჩატარებული არჩევნების გამო და ოდენ იმით გვაგულიანებდნენ, რომ, საერთო ჯამში, არჩევნები დადებითად ჩატარდა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვითარება, უფრო ზუსტად, შეფასება, რადიკალურად გაუმჯობესდა: სახეზე არათუ კმაყოფილება, თვით აღფრთოვანებაც კი ეტყობოდათ.

ასე განსაჯეთ, თვით „ნატოს“ გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ბ-ნმა აპატურაიმ, თავი ვერ შეიკავა და სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზეც კი შეგვაგულიანა.

მოლოცვა იმდენად თბილია და ექსპრესიული, რომ მოვერიდები საკუთარი სიტყვებით გადმოცემას და ციტატას მოვიშველიებ: „გილოცავთ, საქართველო! საერთო შეფასებით, ეუთოს ჩათვლით, თქვენ ჩაატარეთ სამართლიანი, ნამდვილი დემოკრატიის ღირსი, კარგად ორგანიზებული არჩევნები. ყოჩაღ!“

ჩვენ, ბუნებრივია, შექება შევიფერეთ, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ აგერ უკვე კარგა ხანია, „ნატოს“ ღია კართან ვყურყუტებთ, თუ მთლად წევრობისთვის არა, რაკი ასე უსიამოვნიათ, იქნებ, აუზში წყლის ჩასხმისთვის მაინც გამოგვეკრა ხელი?! 

скачать dle 11.3