კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირნაცვალნი

გააჩნია, რა შემთხვევაში

 

თუკი აქამომდე, ანუ, საპარლამენტო არჩევნებამდე, ქართული სასამართლოები გამამტყუნებელი განაჩენისკენ იყვნენ მიდრეკილნი და გირაოს, როგორც ასეთს, არ ცნობდნენ (რითაც თმას ყალყზე არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, თვით ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც უქოჩრავდნენ), 2012 წლის შემდეგ ფერი, უფრო ზუსტად, პირი იცვალეს: გირაოსაც მიეძალნენ და, ზედაც, გამამართლებელ განაჩენებსაც.

უფრო მეტიც, თუკი იქამომდე პროკურორებს ცივ ნიავს არ აკარებდნენ და, სიტყვის შებრუნებას ვინ ჩივის, მშობელ დედაზე ტკბილად უნანავებდნენ, აწ ლამის ჩირადაც აღარ უღირთ (რა – პროკურორი და რა – წვრილმანი ხულიგანი). ისიც კი გვინახავს, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესზე პროკურორი ბრალდებულებს მობილურ ტელეფონს რომ გადასცემდა და ამას მოსამართლე ვერ ხედავდა.

ოღონდ, ეს მაშინ იყო, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ ვიყავით (თუმცა, პროკურორები იგინივე არიან). აწ კი სიო სულ სხვა მიმართულებთი უბერავს. მაგალითად, გასულ კვირას, რაკი ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესის შემდეგ მოქალაქესა და პროკურორს შორის სასამართლოს ფოიეში სიტყვიერი შელაპარკება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაზრდილა (ერთი ისაა, რომ მანდატურებს აღარ მიუღიათ ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა), მოქალაქეცა და პროკურორიც 500-500 ლარით დაუჯარიმებიათ (რადგან, სასამართლომ აღნიშნული სასამართლოსადმი უპატივცემულობად შერაცხა!!!).

უფრო ადრე, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე, ბ-ნმა ჭიაბერაშვილმა სასამართლო დარბაზში პროკურორს „ნაბიჭვარი“ უწოდა, თუმცა, რაკი არავინ დაუჯარიმებია, გამოდის, რომ სასამართლომ ეს უპატივცემულობად არ ჩათვალა.

დღესავით ნათელია, რომ პროკურორის დაჯარიმება დემოკრატიას მხოლოდ თუ წაადგება, მაგრამ, კვლავ ბუნდოვანი: „ნაბიჭვრის“ წოდება რატომ „მოსულა“?! თუ, როცა გუბერნატორი ილანძღება, იგულისხმება, რომ მისი სკამი გლოცავს?! 

скачать dle 11.3