კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცალკალოშიანი ხელგაშლილობა

ფული - გამოხეულ ჯიბეში

 

გასულ კვირას ამ ჩვენს ქვეყანაში დაზოგვის კვირეული გაიმართა და მსოფლიო დაზოგვის დღეც აგერ უკვე მეორედ აღინიშნა. ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას, ბუნებრივია, ეროვნული ბანკიც შეუერთდა, ხოლო მისმა პრეზიდენტმა კი პრესკონფერენციაზე გაგვიმხილა, რომ ქართველი ერი ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველია.

მართალია, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ დავით კლდიაშვილის მიერ აღწერილ საქართველოს დიდად არ გავცდენივართ (მაგალითად, ჩვეული რამაა ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი ბალანსზე ნული თეთრით), მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ჩამორაკრაკებული მაინც სულ სხვაა.

კერძოდ, ბ-ნმა ქადაგიძემ საკრედიტო მახის „რწყილისა და ჭიანჭველის“ სიუჟეტივით ჩახუჭუჭებული ისტორია საკმაოდ ხატოვნად გვიამბო: „ყველაფერი მარტივად იწყება, როდესაც მომხმარებელი განვადებით იძენს ძვირად ღირებულ ტელეფონს, რასაც შემდგომ საკრედიტო ბარათიც ემატება და ერთ დღეში სესხის დამტკიცებისა და ზაფხულში შვებულების კარგად გატარების შეთავაზებაც. შემდეგ მომხმარებელი იღებს მეორე საკრედიტო ბარათს, იმისთვის, რომ გადაფაროს პირველი და, საბოლოო ჯამში, აღმოაჩენს, რომ რამდენიმე საკრედიტო ბარათი და რამდენიმე სესხი აქვს, რაც საკმაოდ ძვირად ღირებულია. გამოსავლის ძიებაში ასეთი ტიპის მომხმარებელი ყველა სხვა სესხის გადასაფარავად იღებს დიდ სესხს და იპოთეკით ტვირთავს უძრავ ქონებას (ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ შემდეგ სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას, რომ უსახლკაროდ არ დარჩეს).“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ საკრედიტო მახეს ცივილიზებული სამყარო განათლების ამაღლებითა და მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირებულობით ებრძვის (მერედა, ვინ უშლის, დაავალდებულოს ბანკები მომხმარებლისთვის ზუსტი ინფორმაციის მოწოდებაში?!). მეორე მხრივ, კვირეულში ჩვენებური ბანკები  არა მხოლოდ ჩართულნი არიან, არამედ, ორგანიზატორებიც, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, სექტემბერში საქართველოს საბანკო სექტორის სუფთა მოგება 60 მილოინი  ლარი იყო, ბანკებისთვის მომხმარებლის ინფორმირებულობის დონის აწევის მინდობა მგლისთვის კრავის მიბარებაა, რადგან, ქართული ბანკების წარმატების საიდუმლო, სწორედაც რომ, მომხმარებლის მახეში გაბმაა, რადგან, ისინი მაშინაც კი ამოიღებენ ფულს გამოხეული ჯიბიდან, როცა იქ ერთი თეთრიც კი არ არის! 

скачать dle 11.3