კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ ეშინიათ ქართველებს წრუწუნის და შავი კატის

გამარჯობა დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა, მე არა მიშავს, ვცხოვრობ ძველებურად.

დედა, ქართველებს რომ ჰკითხო, მსოფლიოში ყველაზე მამაცი და უშიშარი ხალხია, მაგრამ არსებობს ერთი რამე, რისიც სიკვდილივით ეშინიათ. ეს არის პატარა, უწყინარი თაგვი.

თაგვის ძირითადად, პოლიციელებს და ძალიან მსუქან კაცებს ეშინიათ. რომ მიუშვა, ლომს შეებმებიან, მაგრამ პატარა წრუწუნას დანახვაზე, ქალებივით წივიან.

გუშინწინ ლამზირას მშობლებთან ვიყავით სტუმრად. რა თქმა უნდა, სუფრა გაგვიშალეს და ლამზირას ბიძა, მთასავით ავთო ამაყად შეუდგა თამადის მოვალეობის შესრულებას. ქართველი ვაჟკაცების სადღეგრძელოზე ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღიდან პატარა წრუწუნა ჩამოვარდა და  იმ ვაზაში ჩავარდა, ქორწილში მე და ლამზირას რომ გვაჩუქა ლამზირას მამიდაშვილის ცოლმა. თაგვის დანახვაზე, თამადამ  დაჭრილი დათვივით იღრიალა და ვაჟკაცურად შეხტა მეორე მაგიდაზე. ორ ქალს გული წაუვიდა, დანარჩენებმა, ისეთი იარაღები მოიმარჯვეს, შემეშინდა. დაიწყეს გადაწყვეტილების მიღება, ვის უნდა დაეჭირა და მოეკლა თაგვი. ჩემმა სიდედრმა ადვილად გადაწყვიტა ეს ამბავი – იმან დაიჭიროს, ვინც ყველაზე ძალიან ჰგავსო. რა თქმა უნდა, ყველამ მე შემომხედა. ავდექი, ტახტი გამოვწიე და სულ იოლად დავიჭირე შეშინებული პატარა წრუწუნა. ვიფიქრე, ლამზირას ნათესავებს სიურპრიზს გავუკეთებ და ჩვენებურად მოვუხრაკავ-მეთქი, მაგრამ სიტუაციის გართულებას მოვერიდე. თამადა ავთო ამაყად ჩამოვიდა მაგიდიდან და თქვა:  ვერ დავინახე საით გაიქცა, თორემ სად გამასწრებდაო.

თაგვის გარდა, ქართველებს ეშინიათ შავი კატის გადარბენის, მარილის დაბნევის, სამი ექვსიანის,   სიდედრების და ისეთი რამეების, რაც სინამდვილეში საშიში სულაც არ არის.

ძველ სახლში რომ ვცხოვრობდით, ერთხელ ქუჩაში შავმა კატამ გადაგვირბინა მე და კობას. მე გავეკიდე, კარგი მსუქანი კატა ჩანდა, კობას კი მკვდრის ფერი დაედო და რა საქმეზეც მივდიოდით, აღარ წამოვიდა, ცუდად დამთავრდებაო. მარილის დაბნევის იმიტომ ეშინიათ, რომ ამათი რწმენით, ჩხუბი მოჰყვება. ერთხელ შემთხვევით დამებნა სახლში და ლამზირა ამის გამო მთელი საღამო მწყევლიდა. მერე თქვა, ხომ გითხარი, მარილის დაბნევამ ჩხუბი იცისო. მოკლედ, ასეა დედა, მე რომ მშიშარა მეგონა ჩემი თავი, აქ ბევრ ქართველზე მამაცი გამოვდექი. ჯერჯერობით ეს არის სულ, მერე კიდევ მოგწერ. მომიკითხე ყველა.

 

скачать dle 11.3