კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის სჭირდებათ ქართველ „მისებს“ ბიჭებისგან კონტროლი და სად ერთობიან ისინი ბოლომდე

16 წლის ანი მაისურაძე, 14 წლის მარიამ გაბრიაძე და 19 წლის ნუკა ფაღავა სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელის“ მოდელები არიან. ისინი ზაფხულში მონაწილეობდნენ კონკურსში – „მის თბილისი“, სადაც ანი გავიდა მეოთხე ადგილზე, მარიამი გახდა „პირველი ვიცე-მის თბილისი“, ხოლო ნუკამ მეხუთე ადგილი დაიკავა. 

ანი: ერთი წელია, რაც „ბესტ მოდელში“ ვარ და ძალიან მომწონს. ადრე სხვა სააგენტოში დავდიოდი, მაგრამ მერე აქ გადმოვედი. კარგი სააგენტოა – ვაპირებ, მოდელობა კიდევ დიდხანს განვაგრძო. 

მარიამი: მეც ერთი წელია, მოდელი ვარ და ეს პროფესია ზუსტად საჩემოა. ოჯახის წევრებიც მუდმივად ხელს მიწყობენ. „მის და მისტერ თბილისის“ შემდეგ ვიყავი იტალიაში სილამაზის კონკურსზე, 75 გოგონადან „ტოპ-15-ში“ მოვხვდი. ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერის რჩეული მოდელი გავხდი. მოწვევები მაქვს იტალიიდან, მაგრამ არ ვიცი, თუ გამიშვებენ. 

ნუკა: მე 5 წელია, მოდელი ვარ. 8 წლის განმავლობაში ვცეკვავდი და ერთი წელია, რაც „ბესტ მოდელის“ მოდელი ვარ. 

– რას აკეთებთ იმისთვის, რომ კარგი ფორმა შეინარჩუნოთ? 

ანი: ძალიან დიდ დროს ვუთმობ თავის მოვლას. სკოლაში წასვლამდე თითქმის 2 საათით ადრე ვემზადები. თუ არ ვარ ფორმაში, ისე ვერ გავალ სახლიდან. დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორ აცვია გოგონას, ფრჩხილები თუ აქვს წესრიგში, როგორ დადის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. ვვარჯიშობ კიდეც, რომ სხეულის ფორმა შევინარჩუნო.

მარიამი: საკმაოდ დიდხანს ვუნდები თავის მოწესრიგებას. როდესაც მოდელი გქვია, სულ ფორმაში უნდა იყო. 

ნუკა: მე დიდ ყურადღებას ვაქცევ ვარჯიშს, იოგას. ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება მოდელს სხეულის ფორმის შენარჩუნებაში. 

– როგორი გართობა გიყვართ? 

ანი: სააგენტოში მისვლამდე, არ ვიცოდი, რა იყო გართობა... ჩვენებების გამო ხშირად გვიწევდა კლუბებში სიარული. ზოგადად ძალიან ბევრი ენერგია მაქვს, ვერ ვხარჯავ ბოლომდე, მაგრამ ვიცი, რომ თუ კლუბში წავალ, იქ ძალიან კარგად ვიქნები. გრადუსის გარეშეც კარგად ვერთობი. 

მარიამი: მე იშვიათად დავდივარ კლუბებში, უფრო მაშინ, როცა ჩვენება გვაქვს. კლუბში ყოფნა ჩემთვისაც გართობის ერთ-ერთი საშუალებაა. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც  მეგობრებთან ერთად მიყვარს გართობა.

ნუკა: მე ცოტა მობეზრებული მაქვს კლუბებში სიარული, ყველგან ერთი და იგივე ხდება. ივენთებს ვაკეთებ ხშირად – ჩემი მუსიკაა, ჩემი მეგობრები. მოკლედ, ყველაფერი ჩემია. 

– როგორი ბიჭები მოგწონთ? 

ანი: შეყვარებული არ მყავს. ბიჭების მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ, ყველაფერს დიდ ყურადღებას ვაქცევ: ფრჩხილებს, როგორ აქვს თმა. რატომღაც, მესიმპათიურებიან წვერიანი ბიჭები. სამაგიეროდ, არ მიყვარს ძალიან სერიოზული ბიჭები, თავი ისე რომ უჭირავთ: მხოლოდ მე ვარო. უფრო მხიარული, თავისუფალი ბიჭები მომწონს, კიდევ ეჭვიანი. 

მარიამი: არც მე მყავს შეყვარებული. თუმცა, მომწონს დაკუნთული ბიჭები, ნავარჯიშები ტანით, სპორტსმენები. „დასტოინი“ ბიჭები უფრო მომწონს, ვიდრე მხიარულები. კიდევ ეჭვიანი ბიჭები მომწონს – მისი მხრიდან ყურადღება, კონტროლი აუცილებელია. თუმცა, ზედმეტ ყურადღებასაც ვერ ვიტან, ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს. 

ნუკა: შეყვარებული არ მყავს, უბრალოდ, ბევრი მომწონს, უფრო სწორად, მინდა, რომ მომწონდეს. შეყვარებული ჯერ არ მინდა, არ მაქვს ამისთვის დრო. ისეთი ადამიანი უნდა იყოს, მთლიანად ჩემში ჯდებოდეს – მე კი არ უნდა მოვერგო, თვითონ უნდა მომერგოს. განათლებული უნდა იყოს, სიმპათიური, ნავარჯიშებიც. ჯერჯერობით ასეთი არავინ მინახავს. ერთი-ორი კი არის, რომელიც მინდა, რომ მომეწონოს, მაგრამ ჯერ არ მომწონს. ეჭვიანი არ უნდა იყოს. მეგობრებიც კარგი უნდა ჰყავდეს, ოჯახიც – ამასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. 

 

скачать dle 11.3