კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პისტოლები მუშკეტერებისთვის

პისტოლები მუშკეტერებისთვის

ყველაზე აბდაუბდა, რთული ფინანსური სისტემა, რომელში ეშმაკიც კი „ფეხს მოიტეხდა,“ საფრანგეთში იყო. ლუდოვიკო მეცამეტეს დროს: ლუიდორები, ლივრები, ეკიუ, პისტოლი – მიმოქცევაში  უამრავი მონეტა თუ კუპიურა იყო... ყველაზე პოპულარული და მსყიდველობითუნარიანი „პისტოლი,“ სულაც არ იყო ფრანგული მონეტა. ის ესპანური გახლდათ. მეთხუთმეტე საუკუნეში, როცა ესპანელმა კონკისკადორებმა „ახალი მიწიდან“, ანუ ამერიკიდან ნაძარცვი ოქრო და ვერცხლი შემოიტანეს, პისტოლიც მაშინ გაჩნდა. ერთი პისტოლი 6,2 გრამს იწონიდა. ორპისტოლიანს – დუბლონი ეწოდა – ესპანურად „ორმაგი“. მაღალი ხარისხის გამო დუბლონი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპაში. საფრანგეთში სწორედ დუბლონებმა შეაღწიეს „პისტოლის“ სახელწოდებით. თუმცა, საფრანგეთ-ესპანეთის მუდმივად დაძაბული ურთიერთობის გამო, ისინი სულ ომობდნენ – სირცხვილი იყო, ესპანური ეროვნული ვალუტის ქვეყანაში გამოყენება. ამიტომაც, ოფიციალურ დოკუმენტებში პისტოლს ლუიდორი ეწოდა. პირველი ოქროს ლუიდორი 1640 წელს მოიჭრა საფრანგეთში, წონით – 6,571 გრამი. ლუდოვიკოს დროინდელი ფულის „ინსტიტუტი“ სუსტი ფსიქიკის ადამიანს ჭკუიდან შეშლიდა. ყველაზე წვრილი ფული იყო – „დენიე“, შემდეგ მოდიოდა 1 ლივრი 3 დენიე; 1 სუ – 4 ლივრი, 1 ლივრი – 1 ფრანკი – 20 სუ; 1 ეკიუ – 3 ლივრი, 1 პისტოლი – 10 ლივრი; 1 ლუიდორი – 2 პისტოლი; ოქროსი იყო ლუიდორი, პისტოლი და ეკიუ. ლივრს ვერცხლიდან ჭედდნენ. სუ რკინისგანაც კი დაუბეჭდავთ. მაშინდელი ფრანგები ამბობდნენ, რომ პისტოლი მუშკეტერების საყვარელი ფული იყო. მათ მხოლოდ ამ მონეტებით ასაჩუქრებდნენ. ფრანგი ფინანსისტების ძალისხმევა – როგორმე მოეწესრიგებინათ ფრანგული ფულის სისტემა, ამაო იყო. მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ – 1795 წლიდან – ქვეყანაში ძირითადი ვალუტა გახდა ფრანკი.

 

აღმოსავლური ვარიანტი

თუ ჩინურ ისტორიას ვენდობით, აქ თოფის წინაპარი – არბალეტი გაცილებით ადრე გაჩნდა – კერძოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის შუა ხანებში. თუმცა, კონსტრუქცია სრულიად განსხვავებული გახლდათ. სასხლეტიც სხვანაირი იყო და ლითონის ნაცვლად, ბამბუკის ისრებს ისროდა.

ზოგიერთი ჩინური არბალეტის წონა 360 კილოსაც კი აჭარბებდა. ბუნებრივია, ერთ ადამიანს მისი ხელში აღება და გადატანა არ შეეძლო. არბალეტის მსროლელი იძულებული იყო, მიწაზე გაწოლილიყო და ხელებთან ერთად, ფეხებითაც ემოქმედა. თუმცა, ჩინური არბალეტი, დახვეწილი გამშვები მექანიზმის წყალობით, კიდევ უფრო ზუსტი იყო, ვიდრე ევროპული.

 

скачать dle 11.3