კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

ზღაპრის ძალა

რატომ უყვებიან ბავშვებს ზღაპრებს? იმიტომ ხომ არა, რომ მათ ცხოვრებაზე მოახდინონ ზეგავლენა, თანაც, საკმაოდ დიდი ხნით... მშობლების უმრავლესობა ვერც აცნობიერებს, როგორ აპროგრამებს საკუთარ შვილს ზღაპრის ჯადოსნური ძალის ზეგავლენით... ანუ, ზოგჯერ ჩვენი პრობლემების მიზეზები ჩვენივე ბავშვობაში მოყოლილ ზღაპრებში უნდა ვეძებოთ.

***

ლიზამ კეფირი მოსვა და თვალები ეშმაკურად მოწკურა.

– გოგოებო, იცით, რაშია საქმე? მამაკაცისგან საგმირო საქმეები უნდა მოითხოვოთ. „ტრაფეი“, ანუ, მისი შრომისა და ბრძოლის მონაპოვარი სერიოზული უნდა იყოს და, მაინც არ უნდა შეაქოთ, რომ თავში არ აუვარდეს. მაშინ, აღარც დეპრესიაში ჩავარდები და აღარც ნერვები მოგეშლება მის სისულელეებზე.

ქეთიმ ამოიოხრა:

– შენთვის ადვილია ასე ლაპარაკი. მებრძოლი, მონადირე ქმარი გყავს და, თანაც, უსიტყვოდ გემორჩილება. მე ასე არ გამიმართლა. მე რომ ვახოსთვის „ტრაფეი“ და საგმირო საქმეები მომეთხოვა, გაცილებით ადრე გამექცეოდა, თან აუტანელი, ჭირვეული ცოლის იარლიყიც მომეწებებოდა.

– ეგეც შენი ბრალია და სხვა არავისი. თავიდანვე სათანადოდ უნდა დაგეყენებინა საქმე, რომ ახლა ასე არ იჯდე და თვითგვემაზე არ იყო გადასული. ან, ამდენ ხანს როგორ ვერ მოაგვარე შენი პრობლემა?

– როგორ მოვაგვარო, როცა გამოუვალი სიტუაცია მაქვს.

– გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და მორჩი წუწუნს. ფეხმძიმე ქალი იმიტომ შევწუხდი და შეგხვდი, რომ, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდეს ეს ამბავი. აი, ნინიც კი წამომყვა.

ნინიმ ხელი ხელზე დაადო ქეთის და თანაგრძნობით გაუღიმა:

– მე ახლახან გავიგე. ძალიან ვწუხვარ... 

– თანაგრძნობითა და წუხილით შორს ვერ წავალთ, – გაბრაზდა ლიზა, – კაცებმა როგორ უნდა გვაჯობონ, მით უმეტეს, შენი ქმრისნაირმა კაცმა?!

ქეთი ძალიან იყო გაბრაზებული ვახოზე, მაგრამ, მისი აუგად ხსენება  ლიზასგან მაინც არ ესიამოვნა.

– ჩემი ქმრისნაირი კაცი ვითომ რას ნიშნავს?

– კარგი, რა, არ ვუყურებდი პარიზში? დაკომპლექსებული, ბოღმიანი და ეჭვიანი ტიპია.

– ვახო სულაც არ არის ასეთი, – დაიცვა ქეთიმ ქმარი, – უბრალოდ, მაშინ ვერ იყო გუნებაზე. ახალი ნაჩხუბრები ვიყავით და პარიზშიც მაგიტომ წამომიყვანა.

– აჰა, მაინც იცავ და ამართლებ, ხედავ? შენი დანაშაულიც სწორედ ეგ არის. რაში სჭირდება ვახოს შენი ადვოკატობა, აბა, მითხარი! ტიპი გაჯიუტდა და სახლიდან წავიდა – იცი, ეს რას ნიშნავს?! იმას, რომ პასუხისმგებლობა საერთოდ არა აქვს, პატივს არ გცემს, ეგოისტია და კიდევ... – ლიზამ შუბლი მოისრისა, – ჰო, დედიკოს ბიჭიც.

– აუ! – შეიცხადა ნინიმ, – რა ბოლომდე გაანადგურა! ლიზა, როგორი შეუბრალებელი ხარ, როცა საქმე საპირისპირო სქესს ეხება.

– ვითომ რატომ უნდა შევიცოდო? – გულგრილად აიჩეჩა მხრები ლიზამ. ისედაც უამრავი უპირატესობა აქვთ ჩვენთან შედარებით. სხვათა შორის, როცა ვიცოდებთ, მარტო ჩვენს თავებს კი არა, მათაც დათვურ სამსახურს ვუწევთ და შენ ამის საუკეთესო მაგალითი ხარ, ქეთი! 

– იმის თქმა გინდა, რომ ქეთიმ შეუწყო ხელი  ვახოს სახლიდან წასვლას? – დაეჭვდა ნინი.

– რა თქმა უნდა, ნამდვილად შეუწყო ხელი! – დაბეჯითებით განაცხადა ლიზამ, – უნდა იცოდე, როდის მოუშვა ღვედები, როდის მოუჭირო, როდის გაანებივრო და როდის ბოლომდე გამოწურო.

– ლიზა, არ გინდა, ცოლების სკოლა გახსნა? – ირონიულად ჰკითხა ნინიმ და ქეთის გადახედა.

– სულ ტყუილად იცინი, ქალბატონო ნინი. თქვენ ძალიან გჭირდებათ ასეთ სკოლაში სიარული, იმდენ შეცდომას უშვებთ, მამაკაცებთან ურთიერთობისას, – ნიშნისმოგებით განაცხადა ლიზამ, – საერთოდ არ გესმის კაცების. სამწუხაროდ, არც მე მიჯერებ და, ზუსტად ისეთ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდები, როგორშიც ახლა ქეთია.

– ვაიმე, რატომ მაშინებ?

– კი არ გაშინებ, გელაპარაკები იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს, თუკი ჭკვიანურად არ მოიქცევი. თუ არა და, იმიტომ, რომ გეცოდება, გაჰყევი იმ შენს თომას, რა მენაღვლება. ოღონდ, მერე წუწუნით არ მომადგე და რჩევა არ მკითხო.

– თომა ვინ არის? – გულუბრყვილოდ იკითხა ქეთიმ და სიგარეტს მოუკიდა.

– თომა ნინის ახალი შეყვარებულია და, სავარაუდოდ, უარს არ იტყოდა, თუ ეს ქალბატონი მასზე გათხოვებას მოინდომებდა.

– შეყვარებული სულაც არ არის, – გააპროტესტა ნინიმ.

– მე ნუ მატყუებ, რა! საკუთარ თავს შეხედე გვერდიდან, – პოტენციური ცოლი ხარ უკვე. შენი წინააღმდეგობა დაძლეულია და, თომამ რომ მოინდომოს, უბრძოლველად დათმობ პოზიციებს. შტურმიც კი არ დასჭირდება, ისე... – დასცინა ლიზამ. ნინი გაიბუტა.

– აჰა, ეცი ახლა ამას პატივი. რა უნდა ველაპარაკო? მისთვის კარგი მინდა, ეს კი ისე იღებს ჩემს რჩევებს, თითქოს მოსისხლე მტერი ვიყო.

– მოდი, ისევ ქეთის პრობლემებზე ვილაპარაკოთ, აქ ხომ ამისთვის შევიკრიბეთ. თომასთან ურთიერთობას როგორმე თავადვე მოვაგვარებ.

– შენი ნებაა... ერთს კი გეტყვი: მისი ლაქუცი ნუ მოგატყუებს და შეცდომაში ნუ შეგიყვანს. ეგენი მანამდე არიან მზად, დათმონ ყველაფერი, სანამ თავისას მიიღებენ. მერე კი მორჩა – ჩვეულებრივ ტირანებად იქცევიან... – ლიზამ თავდაჯერებული იერით გადახედა ორივეს, – მაგდენი მაინც ვიცი. ლევანი ისეთი თვალსაჩინო მაგალითი მყავს... უი! – წამოიძახა უცებ და ხელი ხელს შემოჰკრა, – თომა ძალიან გამოგვადგება ქეთის პრობლემის მოგვარებაში.

– რაღაც უბედურება მოიგონე კიდევ? – შეშფოთება ვერ დამალა ნინიმ, – მოეშვი რა, ამ თომას.

– ნინი, მომისმინე, ამით ორ კურდღელს ერთად დავიჭერთ: ქეთისთან ქმარი დაბრუნდება, თან ხელებსაც დაუკოცნის, ისე...

– ქეთის ქმართან თომა რა შუაშია? ეს ვერ გავიგე, – მხრები აიჩეჩა ნინიმ.

– სულსწრაფი ნუ ხარ, ბოლომდე მათქმევინე... თუ თომას უყვარხარ, ამაზე უარს ვერ გეტყვის. ცოტა ხნით ქეთის თაყვანისმცემლის როლი უნდა ითამაშოს, ოღონდ, რაც შეიძლება, დამაჯერებლად

– გაგიჟდი? – ერთხმად შეჰყვირეს ნინიმ და ქეთიმ.

– ჯერ ხომ ბოლომდე არ მითქვამს, რას ვაპირებ? მთავარია, ვახოში რაინდმა, უფრო სწორად, მესაკუთრემ გაიღვიძოს და ყველაფერი ეგრევე მოგვარდება, უწვალებლად.

– ლიზა, შენ ნუ გგონია, რომ ლევანივით შენს ჭკუაზე ატრიალებ ყველა კაცს.

– ვითომ, სხვები რით არიან ლევანისგან განსხვავებულები?! – ტუჩი აიბზუა ლიზამ, – ყველა კაცი ერთნაირია, ერთნაირი... დროა, სიმართლე ისეთი დავინახოთ, როგორიც არის. იცით, ვახო, რატომ არ ბრუნდება სახლში და ჯიუტობს? იმიტომ, რომ დარწმუნებულია თავისი ცოლის პატიოსნებაში. ის ახლა ფიქრობს: ქეთი ნერვიულობს, განიცდის, უნდა, რომ დავბრუნდე, უკვე ხვდება, რომ ჩემზე უკეთესი არავინ ჰყავს... აბა, დაინახოს, რომ ასე სულაც არ არის?! საკმარისია, კაცი მიხვდეს, რომ იმას, რაც თავისად მიაჩნია, ვიღაც სხვა ეპოტინება, ეგრევე მტაცებლად იქცევა. გააფთრებული მოებღაუჭება იმ თავის „საკუთრებას“, თუნდაც საერთოდ არ სჭირდებოდეს, განდევნის მოწინააღმდეგეს და ბედნიერად შეიფერებს გამარჯვებულის „დაფნის გვირგვინს“.

ნინი და ქეთი პირდაღებულები უსმენდნენ ლიზას მონოლოგს. ქეთის ნელ-ნელა ჭკუაში დაუჯდა მეგობრის იდეა.

– მართალი ხარ. ვახოს რომ ვიცნობ, ეგრევე გააქტიურდება და გადაირევა... მაგრამ, ტექნიკურად როგორ უნდა მოვახერხოთ ეს ყველაფერი, ამას ვერ ვხვდები.

– მოიცა, მოიცა... შენ, რა, ეთანმხები ლიზას? – აღშფოთდა ნინი, – მე აღარაფერს მეკითხებით? რომ სცემოს შენმა ქმარმა ჩემი საწყალი თომა, მერე?

– მერე რა, სიყვარული მსხვერპლს მოითხოვსო, არ გაუგონია მაინც? სამაგიეროდ, საგმირო საქმეში ჩაეთვლება და შენს თვალში ერთიორად ამაღლდება.

– არა, არა, ვერ გავრევ თომას ასეთ შარში.

– გოგო, რა შარი ეგ არის? ერთი-ორჯერ მიაკითხავს სამსახურში ქეთის და ეგ არის. ნუ, სიტუაციის გამწვავების მიზნით, შეგვიძლია, კაფეშიც დავაპატიჟებინოთ. ფულს მე გადავიხდი, რა თქმა უნდა.

– ლიზა, გეყოფა, დაივიწყე ეგ სისულელე! – თავი გააქნია ნინიმ.

– არ გინდა, ქეთი ქმარს შეურიგდეს? – პროვოკაციული ტონით ჰკითხა ლიზამ.

– მინდა, მაგრამ, თომას ცემის ხარჯზე არა.

– ვაიმე, მაგას ვინ სცემს, გოგო, ბატი-ბუტივით აყრია კუნთები, ვახო კი გამხდარი, ინტელიგენტი ნატურაა. დიდი-დიდი, აგინოს, – აკისკისდა ლიზა, რომელიც წინასწარ ნეტარებდა მოსალოდნელი სეირის მოლოდინში.

– მართლა? ჰოდა, მეც მაგის მეშინია ზუსტად. თომა გინებას არ შეარჩენს და ატყდება ერთი ამბავი. სხვა რამე მოიფიქრე, რა, – ხვეწნაზე გადავიდა ნინი.

– ვაიმე, მეტი რაღა მოვიფიქრო? გოგო, შენ ბავშვობაში ზღაპრებს არ გიკითხავდნენ? – ლიზამ გამომცდელად შეხედა დაბნეულ ნინის.

– დავუშვათ, მიკითხავდნენ, მაგას ჩვენს პრობლემასთან რა კავშირი აქვს?

– ჯერ მიპასუხე, რომელს?

– ლიზა!

– მიპასუხე-მეთქი, – ჩააცივდა ლიზა.

– ნუ, კარგი...  „ცეროდენას“ მიკითხავდნენ ხშირად. მერე რა?

– ანუ, „დიუმოვოჩკას“? მდაა... მახსოვს ეგ ზღაპარი. იცი, როგორია მისი მორალი? „არ უნდა გეშინოდეს გომბეშოსი. არავინ ისე არ აგამაღლებს საკუთარ თვალში, როგორც ღირსეული გამოწვევა“. სიძნელეების გადალახვა ქალებს მხოლოდ აკაჟებს და ახალ პერსპექტივებს უხსნის.

– ნუ ლაპარაკობ სისულელეებს! – გაცხარდა ნინი, – წავედი მე...

– ტიპური „დიუმოვოჩკა“ ხარ, რა – კეთილი, ჯიუტი, მეოცნებე, რომანტიკოსი... ბოლოს და ბოლოს, ეხმარები თუ არა ქეთის?

კართან მისული ნინი შემობრუნდა. გასუსულ, გაფითრებულ ქეთის შეხედა და ამოიოხრა:

– არ ვიცი. ვნახავ. დაველაპარაკები თომას. ოღონდ, წინასწარ ვერაფერს დაგპირდებით, – თქვა ყოყმანით. ლიზა გაიბადრა:

– მაგარი გოგო ხარ. ნინი, რაშია, იცი, საქმე? ჩემს ქმარს ვერ გამოვიყენებ „საფრთხობელად“. შეიძლება, რეალობამ გაჟონოს და ყველაფერი გავაფუჭოთ. უცხოს ვერ მივუგზავნი ქეთის. ერთიც ვნახოთ და, იმ კაცს მართლა მოეწონოს, – ხომ დავანგრიეთ ოჯახი?! თომა ყველაზე ნაღდია.

– ხომ გითხარი, დაველაპარაკები და ვნახოთ. აუ, მიტყდება, რა... როგორ ვუთხრა, „საფრთხობელა“ უნდა იყო-მეთქი? ლიზა, რა საზიზღარი ხარ...

– ვინ გეუბნება, რომ საფრთხობელად უნდა მონათლო? თუ გინდა, ხვალ ერთად რომ ვიქნებით სამსახურში, მე ვეტყვი.

– არა, ეგ კიდევ უარესი. აჯობებს, ისევ მე ვუთხრა, ქეთი, მხოლოდ შენი ხათრით ვაკეთებ ამას. თუმცა, რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებიც მაქვს ცხოვრებაში.

– ერთხელ თუ უღალატებ პრინციპებს, ქვეყანა არ დაინგრევა, – გაამხნევა ლიზამ, – ნახავ, როგორ სწრაფად მოირბენს გაქცეული რაინდი.

– მოიცა, ვახოს ვინ ეტყვის, რომ მე თაყვანისმცემელი გამომიჩნდა? – შეწუხდა ქეთი, – ტყუილად ვაწვალებთ იმ ბიჭს.

– შენ მაგაზე არ ინერვიულო. იმდენი მოხალისე ინფორმატორი გამოჩნდება, ვერც კი წარმოიდგენ. ისეთები დაურეკავენ, შენს ერთგულებაზე რომ დებენ თავს.

– შეუძლებელია, – არ დაიჯერა ქეთიმ.

– გეუბნები, ასე იქნება, მაგის გამოცდილება მაინც მაქვს, – დარწმუნებით დაუქნია თავი ლიზამ, – ვერც მიხვდები, ისე დაგადგება ვახო თავზე და მერე შენ იცი.

– ვაიმე, ახლა ცოტა შემეშინდა...

– არაფერია. თუ ყველაფერი ჩემი გეგმის მიხედვით წარიმართება, ვახო როგორც წავიდა ბარგით, ისევე დაგიბრუნდება უკან.

ნინიმ უკმაყოფილოდ გახედა ლიზას და თავი გადააქნია.

***

ნატომ ხელთათმანები გაიხადა, ურნაში ჩაყარა და ფანჯრიდან გაიხედა.

– ნახე, დღესაც მოაკითხა... გეუბნები, რაღაც ხდება, – მიუბრუნდა ლელას და აღშფოთებით დაიწყო ხალათის ღილების გახსნა, – იმიტომაც არ ურეკავს იმ თავის ქმარს. როგორ მალე მოუნახა შემცვლელი... რომ გეკითხა, კვდებოდა ნერვიულობით. ენდე ახლა ქალს...

– არ გინდა. ასე ნუ ლაპარაკობ. არც იცი, ვინ არის. ორჯერ რომ სამსახურში მოაკითხა, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლელამ, – ჩვენი საქმეც არ არის და არ უნდა ჩავერიოთ.

– როგორ არ არის ჩვენი საქმე? – აღშფოთდა ნატო, – მეგობრები ვართ, თანამშრომლები. ვის კალთაში ტიროდა, როცა უჭირდა? არა, მე ვერ მოვითმენ ამას. ხვალვე ვკითხავ, ვინ არის ეს კუნთებდაბერილი კაცი...

– მორჩი... ქეთი ბავშვი არ არის. ალბათ, იცის, რასაც აკეთებს, – არ დაეთანხმა ლელა.

– ჰმ, ქეთიმ იცის? – ირონიულად გაიმეორა ნატომ, – საინტერესო ისაა, ვახომ თუ იცის...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3