კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: სახლში გვყავს 6 თვის პეკინესი, რომელიც ხანდახან საკმაოდ მწარედ იკბინება, თუმცა, როგორც გვითხრეს, ეს აგრესია კი არა მისი ასაკის ბრალია. იქნებ გვითხრათ, როდის არის საშიში და როდის არა – ლეკვის მოქმედება?

პასუხი: გაითვალისწინეთ, როცა ლეკვი თამაშის დროს იღრინება, იყეფება და ბეწვი ზურგზე აბურძგნილი აქვს, ამ დროს ის თავდასხმისთვის ემზადება. გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, ერთხელ მაინც დაგესხათ თავს. ამ დროს ლეკვი უნდა დააწყნაროთ. მოეფეროთ და ეს აგრესიულობა სხვა სახით შეუცვალოთ. მაგალითად, მიეცით სასუსნავი ან სათამაშო. თუ ლეკვი ხშირად ავლენს აღნიშნული სახის აგრესიას, სასურველია, ის მიიყვანოთ მწვრთნელთან, ანუ სპეციალისტთან, რომელიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. 

კითხვა: შეჯვარება ყოველთვის დალეკვიანებით სრულდება, თუ შესაძლებელია, რომ ასე არ მოხდეს?

პასუხი: ძაღლი სქესობრივი ციკლისა და შეჯვარების შემდეგ, ყოველთვის არ ითვლება განაყოფიერებულად. შეიძლება, განვითარდეს ცრუ ფეხმძიმობა. ცრუ ფეხმძიმობის შემთხვევაში, ძუს  აღენიშნება მაკეობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი. ებერება სარძევე ჯირკვლები, უდგება ხსენი, ეცვლება პიგმენტაცია, ეზრდება მუცელი. მე-40 დღიდან კი შეიძლება ნაყოფის გულის ცემის მოსმენაც. ამიტომ მაკეობის დროს ვეტერინარის ჩარევა და კონტროლი, აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ძაღლს პრობლემები შეექმნას.

კითხვა: როცა სახლში ორი ძაღლია, როგორ ავარიდოთ მათ ურთიერთობას უსიამოვნო ინციდენტები?

პასუხი: იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები, უნდა გაითვალისწინოთ მთელი რიგი წესები. მაგალითად, თუ გსურთ, რომ სახლში ზრდასრული ძაღლი მოიყვანოთ, მაშინ თქვენი ძაღლი და ახალი ძაღლი ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა გააცნოთ, ერთად გაასეირნოთ და ეცადოთ, ერთმანეთს დაუმეგობრდნენ. არ უნდა დაუშვათ, რომ მათ შორის იერარქიული დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს. მას შემდეგ, რაც მათ ერთმანეთს შეაჩვევთ, ერთდროულად წაიყვანეთ სახლში. თუ რომელიმე მათგანს ჩამოუყალიბდება ამ დროს ტერიტორიული ინსტინქტი, უმჯობესია ისინი ერთად გადაიყვანოთ ისეთ ადგილას, რომელიც ორივესთვის უცხო იქნება. ამ დროს უფრო უკეთესად ყალიბდება კეთილი ურთიერთდამოკიდებულება.

კითხვა: ჩემს ძაღლს ხშირად უწითლდება თვალები. არ ვიცი, რისი ბრალია და იქნებ მითხრათ?

პასუხი: საერთოდ, უმჯობესია, ძაღლი ასეთ დროს ექიმს აჩვენოთ, რომელიც სათანადო გამოკვლევას და მკურნალობას ჩაუტარებს მას. მანამდე კი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ პირველი და ყველაზე გავრცელებული, ხშირი სიმპტომი და პრობლემა, რომელიც თვალების დაავადებების დროს გვხვდება, არის თვალის სიწითლე. როგორც წესი, ეს მიუთითებს ინფექციურ პროცესებზე. ინფექცია კი გამოწვეულია ბაქტერიებით. თვალის ინფექციების მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებიანი თვალის წვეთებითა და მალამოებით. ყველაზე გავრცელებული და ადვილად შესამჩნევი თვალის ინფექციაა კონიუნქტივიტი, რომლის სიმპტომებია თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივის)  და თვალის გარშემო კანის  გაწითლება და მის კუთხეში ჩირქის დაგროვება. ღრმა პროცესების დროს თვალი მთლიანად ჩირქით ივსება და ქუთუთოებიც ერთმანეთს ეწებება.

 

скачать dle 11.3