კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორგანიზმის გამწმენდი დიეტა

ამ დიეტის სრული სახით ჩატარება რეკომენდებულია ნახევარ წელიწადში ერთხელ. დიეტის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

პირველი 4 დღე

მიყოლებით 4 დღე უხვად მიიღეთ: ნედლი ბოსტნეულის სალათები, დღეში 3 ჩაის კოვზ მცენარეულ ზეთთან ერთად; უმი ხილი ან ჩირი (ჩირი წინასწარ ჩაალბეთ თბილ, ანადუღარ წყალში); სვით მწვანე ჩაი და სამკურნალო მცენარეთა ნაყენები.

მეხუთე დღეს რაციონში დაუმატეთ 1 ნაჭერი შავი პურის ორცხობილა.

მეექვსე დღეს, სადილზე, ნედლ ბოსტნეულთან ერთად მიიღეთ კანიანად მოხარშული 3 ცალი კარტოფილი (ცხადია, ჭამის წინ კანიმ უნდა გააცალოთ), მარილის გარეშე.

მეშვიდე დღეს ამ ყველაფერს დაუმატეთ 2 ნაჭერი შავი პურის ორცხობილა და ნახევარი ლიტრი უცხიმო მაწონი.

მერვე და მეცხრე დღეს რაციონი შეავსეთ თითო ცალი თოხლოდ მოხარშული კვერცხით.

მეათედან მეთოთხმეტე დღის ჩათვლით, რაციონს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კარაქი, 2 სადილის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი.

მეთხუთმეტე დღეს დაუმატეთ 100 გრამი მოხარშული უცხიმო ხორცი (საქონლის, ქათმის ან ინდაურის).

მეთექვსმეტე დღიდან, 3 დღის განმავლობაში, ნელ-ნელა გადადით ჩვეულებრივ კვებაზე, მაგრამ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან, შესაძლოა, კუჭი გადაიტვირთოს და დისკომფორტი შეგექმნათ.

საერთოდ, დიეტის დასრულების შემდეგ, უმჯობესია, სვათ ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ოღონდ, გააზავეთ წყალში, პროპორციით: 2 ან 3 წილი წვენი და 1 წილი წყალი.

კარგი იქნება, თუ ამ დიეტის პირველი 4 დღის კვების რეჟიმს თვეში 2-3-ჯერ გაიმეორებთ, ოღონდ, 2-2 დღის ხანგრძლივობით.

скачать dle 11.3