კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ვიცი, რომ მაკიაჟის მოსაშორებლად რამდენიმე საშუალება არსებობს. რომელია მათგან უკეთესი და რატომ?

პასუხი: მაკიაჟის მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა მიცელარული წყალი, რომელიც აფთიაქებში და პარფიუმერიის მაღაზიებში იყიდება. მისი ყოველი წვეთი შეიცავს აქტიური გამწმენდი მიკრონაწილაკების – მიცელების რეკორდულ რაოდენობას. კანის ზედაპირზე ისინი მაგნიტივით მოქმედებენ: იზიდავენ და რბილად აშორებენ არა მარტო მაკიაჟს, არამედ მტვერსაც კი.

მიცელარულ წყალს შეუძლია, შეცვალოს მაკიაჟის მოხსნის მთელი რიტუალი, გაწმენდა და დაბანა. უფრო მეტიც – ის კანზე ახდენს კომპლექსურ ზემოქმედებას: ატენიანებს, აწყნარებს, არბილებს და, ამავე დროს, არის მატონიზებელი საშუალება. მისი ჰიპოალერგენული ფორმულა (სპირტისა და დამატებითი სურნელების გარეშე) არ იწვევს გაღიზიანებას, არ ჭიმავს კანს და, აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება შეიძლება, თვით ყველაზე მგრძნობიარე კანზეც კი.

კითხვა: როგორ უნდა მოვამზადოთ მცენარეული მალამო სახლის პირობებში?

პასუხი: მალამოები მზადდება სამკურნალო მცენარეების გამონაწურიდან, რისთვისაც იყენებენ მცენარის როგორც მიწისზედა, ისე მის მიწისქვეშა ნაწილს.

მალამო შეიძლება მოამზადოთ შემდეგნაირად: 50 გრამი დაქუცმაცებული ფესვი (ან ზედა ნაწილი) მოხარშეთ 100 მილილიტრ წყალში 15-20 წუთის განმავლობაში; გააცივეთ, გაწურეთ და დაუმატეთ 50 გრამი მალამოს ფუძე: ვაზელინი, ღორის მუცლის ქონი (გამდნარი, უმარილო) ან მცენარეული ზეთი. ყველა ეს კომპონენტი მოათავსეთ სპეციალურ როდინში და კარგად ამოლესეთ. მასა მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

ქონზე ან ზეთზე დამზადებული მალამო უფრო სწრაფად აღწევს კანში და აქვს უფრო ღრმა ზემოქმედება, ვიდრე ვაზელინზე დამზადებულს.

 

 

скачать dle 11.3