კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი თანამედროვე მდგომარეობაა ქრისტიანული ცნობიერებისგან შორს და რა უნდა გაითვალისწინოს ქრისტიანმა სასულიერო პირთან და სხვა აღმსარებლობის ადამიანთან ურთიერთობისას

ღმერთის მადლი, რომელიც მღვდლის საშუალებით მოქმედებს ადამიანებზე, ღირსეულს განწმენდს, უღირსი მღვდლის სულს კი დამწველ ცეცხლად ეფინება. ცოდვა ქრისტეს მოციქულთა შორისაც ბუდობდა. შესაბამისად‚ ცოდვა ეკლესიაში იმთავითვე არსებობდა, მაგრამ, თავად ეკლესია წმიდა იყო, რადგან ის არის „მისტიკური სხეული იესო ქრისტესი“‚ რომელიც განწმენდს და აცხონებს ყველას, ვინც ამ მადლს ემორჩილება. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

– ღვთის მიმართ სინდისის დაცვა ნიშნავს, რომ ადამიანმა დაიცვას მისი მცნებები, რასაც სხვები ვერ ხედავენ და რის გამოც არავისი ეშინია; სინდისი იმაშიც დაიცვას, მაგალითად, როდესაც ლოცვისას ბოროტი აზრი მოსდის და, თავს კი არ იცავს მისგან, არამედ, განამტკიცებს; ან, ხედავს, მოყვასი რაღაცას აკეთებს, ეს კი განიკითხავს. მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა ის არის, რომ კაცმა არაფერი გააკეთოს, რითაც იცის, რომ მოყვასს დააბრკოლებს სიტყვით, საქმით, შეხედვით, ანუ, მოყვასის დაბრკოლება შეიძლება სახითაც, შეხედვითაც. საგნების მიმართ სინდისის დაცვა კი ის არის, რომ არ გააფუჭოს სხვისი ნივთები; რამეს თუ დაინახავს დაგდებულს, აიღოს და თავის ადგილას დადოს; არ გააფუჭოს საკუთარი სამოსი. 

– რატომ მიმდინარეობს ადამიანის ცნობიერებაში მუდმივი ბრძოლა?

– ადამიანის ცნობიერებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა ძველსა და ახალ კაცს შორის: შესაბამისად, ეს ორი ადამიანი აკეთებს არჩევანს, ისინი ან ქრისტეს ირჩევენ, ან – ანტიქრისტეს. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული: ან სულის ცხოვნება უნდა ავირჩიოთ, ან – წარწყმედა. მხოლოდ საკუთარი თავისადმი, საკუთარი ძალებისადმი გაბედული და პატიოსანი მზერის მიპყრობა და საშინელი სულიერი სიღატაკის შეგრძნება დაგვანახვებს ჭეშმარიტ ხსნასა და ჭეშმარიტ მაცხოვარს – ქრისტეს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი საუკუნო ცხოვრების სიკეთე. სწორი ქრისტიანული ცხოვრების შედეგად ადამიანები ყოველთვის იცვლებიან. მათ, ვინც განიწმიდებიან ვნებებისგან და თავმდაბლობას მოიპოვებენ, სულიწმიდა მიიღეს. 

– როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა შეიცვალა თუ არა ის?

– თუ ადამიანი სწორად იცხოვრებს, შეუდგება ქრისტიანულ ცხოვრებას, ის აუცილებლად შეიცვლება, განიკურნება და ამაში მას მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება დაეხმარება. ეკლესია ადამიანისთვის ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ზიარებაა. ჭეშმარიტ რელიგიურ გზას მხოლოდ ის ადგება, ვინც საკუთარი ცხოვრების გზაზე რეალურად შეხვდა ღმერთს, ვისაც შეეწია მისი ყოვლისშემძლე ძალა. ისევე, როგორც გონებით ვერ შეიცნობ სილამაზეს, აზრი რელიგიური განცდების მწველი ცეცხლის მხოლოდ ფერმკრთალი გამოხატულებაა და მისი შეცნობაც ძალიან რთულია, მაგრამ, არა შეუძლებელი. 

– დღეს ხშირად საუბრობენ სასულიერო პირების შეცდომებზე, მათ არასწორ ქცევებზე. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მრევლს უღირს მღვდელმსახურთან, რომელიც სწორედ იმ ეკლესიაში მოღვაწეობს‚ რომელშიც ის დადის წირვა-ლოცვებზე? 

– მაცხოვარმა იესო ქრისტემ გამოარჩია 12 მოციქული და მისცა მათ ხელმწიფება მოძღვრებისა და საიდუმლოთა შესრულებისა. აღდგომის შემდეგ კი  მოციქულებს მისცა შეკვრისა და გახსნის, ცოდვების მიტევების ხელმწიფება. ღმერთის მადლი, რომელიც მღვდლის საშუალებით მოქმედებს ადამიანებზე, ღირსეულთ განწმენდს, უღირსი მღვდლის სულს კი დამწველ ცეცხლად ეფინება.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძღვრის მორჩილება არ ნიშნავს მონებას და მრევლიც ისე უნდა მოექცეს უღირს სასულიერო პირს, როგორც შვილი ექცევა ცოდვილ მამას: პატივს უნდა სცემდეს უფლის მცნებების გამო, მაგრამ, არ უნდა მიჰბაძოს. წმიდა მაკარი ალექსანდრიელს ასეთი გამოცხადება ჰქონდა: „ჯოჯოხეთის უღრმეს ჯურღმულებში ავაზაკები და კაცისმკვლელები, ჯადოქრები და კერპთაყვანისმცემლები კი არ იტანჯებიან, არამედ, ის მღვდლები, რომლებიც უწესოდ ცხოვრობდნენ, სინანული არ ჰქონდათ და საღმრთო ლიტურგიის აღსრულებას ბედავდნენ“. დღეს ძალიან ბევრი მართლმადიდებელი თავს იწონებს იმით, რომ ყოველ შაბათ-კვირას დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, ეზიარება, ქველმოქმედებას ეწევა. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი ცხონებისთვის. ძალიან მოკრძალებულად, მოწიწებით უნდა მივუდგეთ ეკლესიურ ცხოვრებას. ეკლესიური ცხოვრება არ ნიშნავს მხოლოდ ეკლესიაში სიარულს, სტიქაროსნობას ან მრევლად ყოფნას. ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს უფლის მცნებების დაცვას არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ, მის გარეთაც, რადგან, ხშირად გამიგია, ამა თუ იმ ადამიანზე უთქვამთ: მაგას რა უნდა ეკლესიაში, ეგ ხომ მუდმივად ბილწსიტყვაობს, იწყევლება, ჩხუბობსო. არ შეიძლება‚ ადამიანს, რომელიც ეკლესიაში ახალი მისულია, ზემოდან გადმოხედოს ან სტიქაროსანმა, ან იმან‚ რომელიც დიდი ხანია‚ დადის ტაძარში. როდესაც გვინდა, ვინმეს რამე ვასწავლოთ, ეს დიდი თავმდაბლობითა და მოკრძალებით უნდა გავაკეთოთ. 

– ბევრ ქრისტიანს ხშირად განსაკუთრებულად უჭირს ათეისტ ადამიანებთან ურთიერთობა და ეს ზოგჯერ სერიოზულ დაპირისპირებაშიც იზრდება ხოლმე. 

– მართლმადიდებელი ქრისტიანის დღე უნდა იწყებოდეს დილის ლოცვებით, რომელშიც ის ლოცულობს არა მხოლოდ ერთმორწმუნე საზოგადოებისთვის, არამედ, მწვალებელთა და დაბნეულთათვისაც, ანუ, იმ ხალხისთვისაც, რომელსაც საკმარისი ან სწორი რწმენა არ გააჩნია. იმის თქმა, რომ ჩვენ სხვა ადამიანები არ უნდა გვაინტერესებდეს, სხვა სარწმუნოების ადამიანებთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ, ბუნებრივია, არ არის სწორი. თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი წყნარია, მშვიდი, თავმდაბალი, მოსიყვარულე და ადამიანური, ბუნებრივია, ის ყველას მოეწონება, მის მიმართ ყველა კეთილგანწყობილი იქნება. თუ თანამედროვე ქრისტიანი მიჰბაძავს ძველი აღთქმის იუდეველს, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა და სხვებს პირუტყვებს ადარებდა, ისიც იმავე მდგომარეობაში ჩავარდება. ეს კი არის ამპარტავნება, რაც ნიშნავს საკუთარ თავზე არასწორ შეხედულებას და სხვა ადამიანების დამცრობას, მათზე აუგის თქმას. ასეთი მდგომარეობა ძალიან შორს არის ქრისტიანული ცნობიერებისგან. როგორც მაცხოვარი ამბობს, ჩვენ ვართ მარილი სოფლისა, ნათელი სოფლისა და ნათელი ბნელსა შინა. სადაც არ არის ჭეშმარიტება, იქ არის სიბნელე. თუ შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, ჭეშმარიტების ჭურჭელი, ბუნებრივია, შენი ცხოვრების წესით, საუბრით, მეტყველებით, ჩაცმულობით, ქმედებით, ურთიერთობით უნდა ანათებდე, ანუ, ნათლით შემოსილი უნდა იყოს შენი ცხოვრება. ვისაც მიეცა ჭეშმარიტება, რომ იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, მოწოდებულია ცხონებისთვის. ძალიან ბევრი მიჰმადლა მას უფალმა და ძალიან ბევრი მოეკითხება, მაგრამ, მრავალი ამას ვერ ხვდება. სახარება კი გვაფრთხილებს, რომ უკანანი იქნებიან წინანი და წინანი იქნებიან უკანანი. ვისაც ჰგონია, რომ სხვაზე უკეთესია, სხვას ზემოდან უყურებს, არ მიიჩნევს თავის სწორად, არ ესაუბრება, არ ეხმარება, არ შედის მასთან კონტაქტში, აცხადებს, რომ მწვალებელი, ათეისტი, ქურდი, ყაჩაღია, ასეთები შორს არიან ჭეშმარიტებისგან. ურწმუნო ადამიანი არ არსებობს, ყველას გარკვეული, თავისებური რწმენა გააჩნია. ერთ-ერთი მამის დარიგება არსებობს: როდესაც ჩვენ მივდივართ კათოლიკეებთან სასაუბროდ, მათ მოსაქცევად, უნდა გვიხაროდეს, რომ მათაც სწამთ ერთარსება, სამსახოვანი ღმერთი და, რაც საერთოა ჩვენში, იქიდან გამომდინარე‚ შეგვიძლია, ვისაუბროთ მათთან. ანუ, ყველასთან შეგვიძლია, გარკვეული საერთო მოვძებნოთ და იქიდან დავიწყოთ მათთან კონტაქტი. მაგრამ, თუ ის არ დაგვიჯერებს, არ მოგვისმენს, მაშინ, როგორც მაცხოვარმა გვასწავლა, ფეხები დავიბერტყოთ მის კართან და წამოვიდეთ. თუ ჩვენ სიყვარულით ვიქადაგებთ, ვიშრომებთ, ვიმოღვაწევებთ ადამიანებთან, უმრავლესობა გაიგებს ამას. 

 

скачать dle 11.3