კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იესო ქრისტეს ხატის სასწაული ბეირუთში

(ხსენება 24 ოქტომბერს)

მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების (787 წელი) მეოთხე სხდომაზე, ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად, მოიშველია წმიდა ათანასეს სიტყვა ქალაქ ბირითში (დღევანდელ ბეირუთში) მომხდარი სასწაულის შესახებ.

ამ ქალაქში, იუდეველთა სინაგოგის მახლობლად, ერთი ქრისტიანი ცხოვორობდა. შემდეგ იგი სხვაგან გადასახლდა და ძველ ბინაში იესო ქრისტეს ხატი დატოვა (ალბათ, დარჩა). იუდეველს, რომელიც აქ დამკვიდრდა, ხატი არც შეუმჩნევია, მაგრამ სტუმრად მოსულმა ებრაელმა შენიშნა იგი. შერისხა მეგობარი და სინაგოგაში დაასმინა. სახლის პატრონი იუდეველებმა სინაგოგიდან განკვეთეს, ხატი კი ჩამოხსნეს კედლიდან და გმობა დაუწყეს: „როგორც ოდესღაც ჩვენმა მამებმა აგინეს მას, ჩვენც ისევე ვაგინებთ“, – იძახდნენ ისინი, ანერწყვავდნენ ხატზე გამოსახულ მაცხოვარს, შოლტს სცემდნენ, ლანძღავდნენ... ხელებსა და ფეხებში ლურსმნები ჩააჭედეს, თავში კვერთხს ურტყამდნენ, ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი მიადეს ბაგეებთან. ბოლოს ლახვარიც მოიტანეს და ერთმა იუდეველმა უფალს გვერდში უგმირა. გაკვეთილი ხატიდან უეცრად სისხლმა და წყალმა გადმოხეთქა. ამ სასწაულის მხილველმა რაბინებმა თქვეს: „იესო ქრისტეს მიმდევრები ამტკიცებენ, თითქოს იგი სნეულებს კურნავდა. წავიღოთ სინაგოგაში ეს სისხლი და წყალი, ავადმყოფებს ვცხოთ და ვნახავთ, მართალია თუ არა, რასაც ამბობენ“.

სისხლით გავსებული ჭურჭელი სინაგოგაში დადეს. ბირითის მცხოვრებლებმა მომხდარი საკვირველების შესახებ რომ შეიტყვეს, სხვადასხვა სნეულებით გატანჯულები გამოემართნენ სიწმიდისაკენ – ზოგი მოჰყავდათ, სხვებს – მოასვენებდნენ. ხატიდან გადმომსკდარი სისხლის ცხებით კი ყველანი იკურნებოდნენ. გაოცებულმა იუდეველმა მღვდელმსახურებმა და მთელმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე. ისინი ერთობით ხმობდნენ: „დიდება შენდა, ქრისტე, ჩვენი მამების ხელით ჯვარცმულო და ჩვენგანაც ჯვარცმულო, შენი ხატის სახით დიდება შენდა. ძეო ღვთისაო, ამდენი საკვირველების მოქმედო, ჩვენ გვწამს შენი, იყავ მოწყალე და შაგვივედრე“. ებრაელები ბირითის ეპისკოპოსთან მივიდნენ, აჩვენეს საკვირველმოქმედი ხატი, მისგან გადმოსული სისხლი და წყალი და თავიანთი დანაშაულიც აღიარეს. მღვდელმთავარმა შემცოდეთა გულწრფელი სინანული რომ იხილა, შეივრდომა ისინი, კათაკმეველებად დაადგინა და ხანგრძლივი მზადების შემდეგ მონათლა. სინაგოგა მაცხოვრის სახელობის ტაძრად აკურთხეს. ებრაელთა თხოვნით ბირითის სხვა სინაგოგებიც მართლმადიდებლურ ტაძრებად გადაკეთდა და წმიდა მოწამეთა სახელებზე ეკურთხა.

скачать dle 11.3