კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედამ შვილი 13 წლის დაშორების შემდეგ იპოვა, როდის და სად შედგება დედა-შვილის შეხვედრა

50 წლის ზოია გიორგის ასული ავქსენტიევა ეძებდა 25 წლის გიორგი ბერიძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს შვილს გიორგი ბერიძეს. ამჟამად ის 24 წლის უნდა იყოს. ბოლოს ჩემი შვილი 2000 წელს ვნახე. გიორგის მამამ ის ასტრახანიდან თავის სამშობლოში, საქართველოში, ქალაქ ბათუმში წაიყვანა. მას შემდეგ გიორგი არ მინახავს. ორი წელი მქონდა მიმოწერა გიორგის მამასთან, ბოლოს ისიც შეწყდა. ბევრს ვწერდი მათ და ვცდილობდი შვილის მოძებნას, მაგრამ, უშედეგოდ. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ ჩემი ერთადერთი შვილი. საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მე არ გამაჩნია და ამიტომ, თქვენ ხართ ჩემი ერთადერთი იმედი. 

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩემი რუბრიკის გასული წლის 7 ივლისს გამოქვეყნდა. როგორც იქნა, გიორგი ბერიძე ნაპოვნია და ამჟამად ის დედასთან შესახვედრად, რუსეთში წასასვლელად ემზადება. დანარჩენს კი ჩვენი მკითხველი თავად ჩემი რესპონდენტისგან შეიტყობს. ისღა დამრჩენია, წარმატებები ვუსურვო ჩემს რესპონდენტს. იმედი მაქვს, რომ დედა-შვილი ერთმანეთს აღარასდროს დაკარგავს.

– გიორგი, გვიამბე, როგორ დაშორდით დედა-შვილი ერთმანეთს და რატომ არ გქონდათ ერთმანეთთან კავშირი ამდენი წლის განმავლობაში?

– მე დავიბადე ასტრახანში და, დაახლოებით 11 წლის რომ ვიყავი (შეიძლება, უფრო პატარაც), მამამ საქართველოში ჩამომიყვანა. ცოტა ხნით უნდა ჩამოვეყვანე დასასვენებლად, მაგრამ, მოხდა ისე, რომ ეს ცოტა ხანი წლები გაგრძელდა. დედა სულ მახსოვდა და პატარაობაში ვნატრობდი კიდეც მასთან შეხვედრას, სულ მენატრებოდა. როდესაც წამოვიზარდე, მივხვდი: დედა რომ მეპოვა, იქ უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ, ამას ვერანაირად ვერ ვახერხებდი, რადგან, პირადობის მოწმობაც კი არ მქონდა. მე ასტრახანში ვარ დაბადებული და რუსეთის მოქალაქედ ვითვლები, ამიტომ, არ მაძლევდნენ საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელ საბუთს, რამდენჯერმე ვცადე ამის მოგვარება, თუმცა, ვერაფერს გავხდი, თან, თანხაც იყო საჭირო. ყოველივე ამის გამო, დედას ვერ ვპოულობდი, მაგრამ, სულ ველოდებოდი, რომ ის მაინც მიპოვიდა. როგორც ჩანს, ღმერთმა ჩემი ვედრება შეისმინა და თქვენც დაგვეხმარეთ ერთმანეთის პოვნაში, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ თქვენი.

– დედაშენი შენ „ჟდი მენიადანაც“ გეძებდა და ამჟამად ემზადებიან, რომ შენ დედასთან შესახვედრად წაგიყვანონ მოსკოვში.

– დიახ, ვიცი, რომ მას მე „ჟდი მენიადანაც“ ვუძებნივარ, მაგრამ, რომ არა თქვენ, ის ვერ მიპოვიდა, რადგან, სწორედ თქვენ მიერ იქნა შერჩეული ჩემი ისტორია ათასობით სხვა ისტორიიდან და თქვენი გამოქვეყნებულია ამბავი ჩემი მოძებნის შესახებ. „ჟდი მენიადანაც“ დამირეკეს და, თქვენი შუამდგომლობის წყალობით, ისინი ამჟამად ცდილობენ ჩემი საბუთების მოგვარებას (ინტერვიუ ჩაწერილია 5.11.2013 წელს – ავტორი) დედის მოძებნას მეც ვცდილობდი. თქვენი რუბრიკის შესახებ არაფერი ვიცოდი და მივმართე გადაცემა „პროფილს“, სადაც მითხრეს, იუსტიციის სამინისტროს მიმართეო, და არანაირი სხვა დახმარება არ გაუწევიათ ჩემთვის.

– გიორგი, დედაშენმა არც კი იცის, რომ ნაპოვნი ხარ. წარმომიდგენია, რამხელა ემოციები გელოდება?

– ნამდვილად სასწაული იქნება მისთვის. მე კი ვიცი, რომ ვნახავ მას, მაგრამ, მეც ძლივს ვიკავებ თავს. ამიხსნეს, რომ შეხვედრას ასე სჭირდება და ამიტომ ცოტაც უნდა მოვითმინო. იმედია, დედას მალე ვნახავ.

– რა რეაქცია იყო შენს ოჯახში, მამაშენი ხომ არ ეჭვიანობს, წასასვლელად რომ ემზადები?

– მამამ იცოდა, რომ დედის პოვნა სულ მინდოდა. მასაც უხარია ეს ამბავი. მას ხომ არ უნდოდა ჩვენი დაშორება, უბრალოდ, ასე მოხდა და ამნაირად აეწყო ყველაფერი. 15 წლის რომ ვიყავი, მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი დედინაცვალი შემხვდა, რომელიც შვილივით მზრდიდა. ასევე, მყავს დაიკო (ჩემი დედინაცვლის შვილი), რომელთან ერთადაც გავიზარდე და რომელიც მართლა დასავით მიყვარს. ერთი სიტყვით, საქართველოში მყავს ოჯახი. რუსეთში ჩასვლა მხოლოდ დროებით მინდა, დედა რომ ვნახო. შემდეგ კი აუცილებლად დავბრუნდები. ამიტომაც მინდა ორმაგი მოქალაქეობის მიღება. მამაჩემი კი, ალბათ, მაინც ეჭვიანობს, რადგან, მეუბნება ხოლმე: აბა, შენ იცი, არ დამივიწყოო (იცინის).

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3