კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა საკითხებია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეგულირების სფერო?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ზოგადად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს.   

კითხვა: შეფარდებული მაქვს სასჯელი – პირობითი მსჯავრი 6 წლის ვადით. კანონში განხორციელებული ცვლილების შემდეგ ჩემ მიმართ წარდგენილი ბრალისთვის დანიშნული სასჯელის მაქსიმალური ვადა შემცირდა 4 წლამდე. გთხოვთ, მაცნობოთ, ეს გარემოება არის თუ არა ჩემთვის დანიშნული სასჯელის შემცირების საფუძველი?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობა. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს თქვენთვის დანიშნული სასჯელი, კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ არიან სისხლის სამართლის პროცესში სასამართლო განხილვისას მხარეები? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის პროცესში, ზოგადად, მხარეები არიან: ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი, პროკურორი. ბრალდების მხარეს წარმოადგენს გამომძიებელი და პროკურორი, ხოლო დაცვის მხარეს – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული და მათი ადვოკატი.

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორია გამოძიების სამართლებრივი განმარტება და რა პროცედურები წარმოადგენს ზოგადად გამოძიებას? 

 პასუხი: განგიმარტავთ, რომ გამოძიება არის უფლებამოსილი პირის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რას წარმოადგენს სასამართლოს განაჩენი და ვის გამოაქვს ის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ განაჩენი არის პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. შესაბამისად, განაჩენი ბრალდებული პირის მიმართ შეიძლება იყოს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი.

კითხვა: მაინტერესებს, რას ნიშნავს ტერმინი „დასაბუთებული ვარაუდი“ და როგორია მისი სამართლებრივი განმარტება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ დასაბუთებული ვარაუდი არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი, კერძოდ, ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა. 

კითხვა: გთხოვთ მომცეთ ტერმინის – „ალბათობის მაღალი ხარისხის“ სამართლებრივი განმატება.

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ალბათობის მაღალი ხარისხი არის წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისთვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.

скачать dle 11.3