კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის” რომელი მილიარდერები და მილიონერები მოხვდნენ „მწვანე მილიარდერების” რეიტინგში

გავლენიანმა ჟურნალმა „ფორბსმა”, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისგან შემდგარ რეიტინგებს ადგენს, რამდენიმე ხნის წინ „მწვანე მილიარდერების,” ანუ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე აგებული ბიზნესკაპიტალების მფლობელი მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ალოიზ ვობენი (გერმანია) – 2,3 მილიარდი დოლარი

გერმანელმა მეწარმემ და ინჟინერმა, ალოიზ ვობენმა, 1984 წელს დააარსა საქარე ტურბინების მწარმოებელი კომპანია „ენერკონი”. ვობენი კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელია, იგი ფლობს ტურბინებს, რომლებიც დამონტაჟებულია მსოფლიოს 30 ქვეყანაში და დასაქმებულია 12 ათასი ადამიანი. ქარის ელექტროსადგურების რაოდენობამ გასულ წელთან შედარებით იკლო, მაგრამ, „ენერკონი” ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს ბიზნესის ამ დარგში. საგულისხმოა, რომ 2012 წელთან შედარებით ალოიზ ვობენის კაპიტალი 1 მილიარდი დოლარით შემცირდა.

რუბენს ომეტო სილვეირო მელო (ბრაზილია) – 1,9 მილიარდი დოლარი

მსოფლიოში პირველი ეთანოლის მილიარდერის, მელოს კომპანია, ბიოსაწვავის, იგივე ეთანოლის მწარმოებელია. მელოს კომპანიას – „კოსანის” ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული „შელთან” და სხვა ცნობილ კომპანიებთან. კომპანიის აქციების 25 პროცენტის ფასმა გასულ წელთან შედარებით 300 მილიონი დოლარით მოიმატა და მომავალში სილვეირო მელო, შესაძლოა, კიდევ უფრო წინ წაიწიოს მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში.

ჟუ გონგშანი (ჩინეთი) – 1,4 მილიარდი დოლარი

ჩინელი მილიარდერი ჟუ გონგშანი კომპანია „პოლი ენერჯი ჰოლდინგსის” მფლობელია. კომპანია ბაზირებულია ჰონკონგში. ის აწარმოებს პოლიკრემნიას – აუცილებელ მასალას მზის ენერგიის გამომუშავებისთვის საჭირო პანელებისთვის. გონგშანის „მწვანე” კომპანიის ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია.

ელონ მასკი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 1,2 მილიარდი დოლარი

„ტესლა მოტორსის” აღმასრულებელი დირექტორი – კომპანიის, რომელიც აწარმოებს ელექტრომობილებს. კომპანიის კაპიტალი 1 მილიარდ დოლარზე მეტია. ამას გარდა, მასკი ფლობს კომპანია „სოლარსიტის” აქციათა 25 პროცენტს, რომელიც მზის ბატარეების მწარმოებელია და ამ კომპანიის აქციათა 25 პროცენტის ღირებულება 200 მილიონი დოლარია. საგულისხმოა, რომ ელონ მასკი მილიარდერი 2013 წელს გახდა, მანამდე კი ის იმედისმომცემ ახალგაზრდა მეწარმედ მოიაზრებოდა.

ფან ჟაოხაო (ჩინეთი) – 1 მილიარდი დოლარი

პეკინში დაბადებულმა ფან ჟაოხაომ მშობლიურ ქალაქში დააარსა კომპანია „ბეიჯინგ ჯინგუოტონგ ტექნოლოჯი”, რომელიც ამზადებს დანადგარებს მზის ბატარეების კომპონენტებისთვის. კომპანია საჯარო გახდა 2011 წელს, ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე და 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ფან ჟაოხაოს მეუღლე, ფენ ჰუანპეი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, ხოლო თავად ფანი „ფორბსის” მილიარდერების რეიტინგის დებიუტანტია.

კრისტი უოლტონი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 570 მილიონი დოლარი

კრისტი უოლტონი მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, „უოლმარტის” სუპერმარკეტების ქსელის მფლობელის ქონება მთლიანად არ გახლავთ გათვალისწინებული. საქმე ისაა, რომ კრისტი უოლტონის გარდაცვლილი მეუღლე, ჯონ უოლტონი, ფლობდა „ფერსტ სოლარს” – მზის ბატარეების მწარმოებელ კომპანიას, რომლის აქტივები 570 მილიონ დოლარად არის შეფასებული. სხვათა შორის, გასულ წელთან შედარებით, აქტივების ფასმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა: 2012 წლის დასაწყისში კომპანია 4,2 მილიარდი დოლარი ღირდა, ხოლო 2013-ში მისმა ფასმა 570 მილიონი შეადგინა.

ადი გოდრეი (ინდოეთი) – 480 მილიონი დოლარი

ადი გოდრეი კლრისტი, უოლტონის მსგავსად, მილიარდერია და მისი კაპიტალი 9  მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. გოდრეი ფლობს საზღვაო ეკოლოგიურ ცენტრს – „სუნაბაი პიროჯშა გოდრეის”, სადაც მსურველებს აქვთ საშუალება, დაათვალიერონ მანგრის ზღვის მცენარეები და გაეცნონ უზარმაზარი აკვარიუმის ბინადრებს. 71 წლის ადი გოდრეი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ინდოელი მილიარდერია, 2013 წლის თებერვალში გავლენიანმა ორგანიზაცია „ერნსტ ენდ იანგმა” ის მსოფლიოს საუკეთესო მეწარმედ დაასახელა. 

ჯამშიდ გოდრეი (ინდოეთი) - 480 მილიონი დოლარი

ჯამშიდ გოდრეი ადი გოდრეის ნათესავია. ის გოდრეის ოჯახის წარმომადგენელი და ჰოლდინგური კომპანია „გოდრეი ენდ ბოისის” თავმჯდომარეა. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი „მწვანე” მილიარდერია, რომლის პირადი კაპიტალი 3,6 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჯამშიდ გოდრეი თანამშრომლობს მსოფლიოს გარემოს დაცვის ყველაზე ცნობილ ორგანიზაციებთან, იგი არის საზღვაო ეკოლოგიური ცენტრის – „სუნაბაი პიროჯშა გოდრეის” პარტნიორი. 

ვინოდ ჰოსლა (ამერიკის შეერთებული შტატები) – 350 მილიონი დოლარი

ვინოდ ჰოსლა ვენჩურული კომპანია „ვენტურეს” მფლობელია, რომელიც დაკავებულია ინვესტიციების განხორციელებით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაში  და სუფთა ტექნოლოგიებში. კომპანიის ერთ-ერთი პროექტია ბიომასის გადაქცევა ნავთობის ქიმიურ ეკვივალენტად. ამ პროექტის განოხრციელებაზე ვინოდ ჰოსლა მილიონობით დოლარს ხარჯავს. 

რიშად ნაოროჯი (ინდოეთი) – 240 მილიონი დოლარი

 რიშად ნაოროჯი გოდრეის ოჯახის წევრია, ის ნათესავად ეკუთვნის ადი გოდრეის. მიუხედავად იმისა, რომ რიშადი, ასევე, ფლობს მილიარდიან კაპიტალს, 2013 წლის მონაცემებით, მისი ქონება 1,3 მილიარდი დოლარია, მას აქვს წილი ოჯახის „მწვანე” ბიზნესში და, აქედან გამომდინარე ფიგურირებს მსოფლიოს „მწვანე” მილიარდერების ათეულში. რიშად ნაორიჯი გატაცებულია ფოტოგრაფიით, იგი ნაკლებად არის ჩახედული ოჯახის ბიზნესსაქმეებში.

 

скачать dle 11.3