კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ითვლება ყველაზე სექსუალურ პირველ ლედიდ და რომელი პირველი ლედია ყველაზე გავლენიანი

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, აქტუალური გახდა საუბრები საქართველოს პირველ ლედიზე. ინაუგურაციამდე პირველი ლედის სტატუსს ჯერჯერობით სანდრა რულოვსი ინარჩუნებს, რომლის წინამორბედები იყვნენ მანანა გამსახურდია და ნანული შევარდნაძე. საქართველოს ახალი პირველი ლედის ვინაობას კი ინაუგურაციას შემდგომ შევიტყობთ, რადგან, საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პირველი ლედი პრემიერ-მინისტრის მეუღლე გახდება. მანამდე კი, სანამ საქართველოს პირველ ლედის გავიცნობთ, მსოფლიო ლიდერების მეორე ნახევრების შესახებ მოგაწვდით საინტერესო ინფორმაციას.

მიშელ ობამა

ამერიკის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლე, მიშელ ობამა, „ფორბსის” ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პირველი ლედია. მისის ობამამ დიდი როლი შეასრულა ბარაკის ორჯერ გაპრეზიდენტებაში. ის ყურადღებას იქცევდა არა მარტო გემოვნებიანი ჩაცმულობით, არამედ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვით. მიშელ ობამა ჯანმრთელი საკვების პროპაგანდას ეწევა და „ფასტფუდის“ მოყვარულ ამერიკელებს მოუწოდებს ბოსტნეულის რაციონის შემოღებისა და სპორტული ცხოვრების სტილის დამკვიდრებისკენ. მიშელ ობამა თავად უვლის მცირე ზომის ბოსტანსა და ბაღს თეთრ სახლში და უკომპლექსო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ცნობისთვის, მიშელ ობამა პირველი შავკანიანი პირველი ლედია ამერიკის ისტორიაში.

ვალერი ტრიერვეილერი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მეუღლეს, ვალერი ტრიერვეილერს, გაუჭირდა, დაეჩრდილა თავისი წინამორბედი, ნიკოლა სარკოზის მეუღლე – კარლა ბრუნი. საინტერესოა, რომ ვალერისა და ფრანსუას ხელი არ აქვთ მოწერილი  და ისინი სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობენ. წყვილმა ერთმანეთი 2008 წელს გაიცნო. იმ დროისთვის წარმატებულ ჟურნალისტს ჰყავდა სამი შვილი და ჰქონდა უიღბლო ქორწინება. ექსპერტების აზრით, ვალერიმ დიდი როლი ითამაშა ოლანდის გაპრეზიდენტებაში – მაშინ ის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, ახლა კი არაოფიციალურად პირველ მრჩევლად ითვლება.

მეჰრიბან ალიევა

აზერბაიჯანის პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა, სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ პირველ ლედიდ. მეჰრიბანი ჯერ კიდევ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როდესაც ალიევების გავლენიანი ოჯახის რძალი გახდა. ამბობენ, რომ ილჰამ ალიევის პოლიტიკური კარიერა სწორედ მეჰრიბანის პრაგმატიზმზეა დამოკიდებული და სწორედ მეუღლის რჩევებს ითვალისწინებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. 48 წლის ასაკში მეჰრიბან ალიევა ქალური სილამაზის ეტალონად ითვლება.

მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი

ყატარის ლიდერს, შეიხ ჰამად ბენ-ჰალიფა ალ-ტანის სამი ცოლი ჰყავს, თუმცა, სამიდან მხოლოდ ერთი ჩნდება საზოგადოებაში და დაჰყვება მეუღლეს ოფიციალური ვიზიტების დროს – ლამაზმანი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი, რომელსაც შეიხი თავისი ქვეყნის მთავარ მშვენებად მიიჩნევს. მოზა ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალია აზიელ პირველ ქალბატონებს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ ის ისლამისტური კანონებით მცხოვრები ყატარის პირველი ლედია, მაინც ახერხებს, ნაციონალური ტანსაცმლისა და მოდური ბრენდების შეხამებით, ულამაზესი კოსტიუმების ტარებას. ყატარის პირველ ლედის „არაბეთის  გრეის კელის” უწოდებენ. სილამაზესთან ერთად, მოზა უაღრესად განათლებული და ერუდირებულია და მას რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობა უკავია.

სამანტა კემერონი

იმის მიუხედავად, რომ ინგლისელებს ჰყავთ ფავორიტი პრინცესა, კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინი და ისინი ეთაყვანებიან პრინცი უილიამის მეუღლეს, მაინც, დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირველი ლედი პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის მეუღლე – სამანტა კემერონია. დევიდ კემერონი დემოკრატიული წესით მცხოვრები პოლიტიკოსია, ის არ ერიდება, სამსახურეობრივი შიდა ვიზიტების დროს ველოსიპედით ან მეტროპოლიტენით ისარგებლოს და ამაში მას მეუღლეც უბამს მხარს. სამანტა წარმატებული ბიზნესმენია, მაგრამ, იგი არასდროს არ იმოსება მდიდრულად, უყვარს სადა ტანსაცმელი და „ზარას” არცთუ ძვირად ღირებული ფეხსაცმელებით ჩნდება საზოგადოებაში. ჟურნალმა „ვოგმა” ბრიტანელი პირველი ლედი უკვე დაასახელა ყველაზე გემოვნებიან პირველ ლედიდ... სწორედ დემოკრატიული ჩაცმის სტილის გამო. 

ასმა ასადი

სირიის კრიზისის დაწყებამდე ქვეყნის პირველი ლედი, ასმა ასადი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გემოვნებიან პირველ ქალბატონად ითვლებოდა, თუმცა, უკანასკნელი ორი წელი ის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს. ასმა ყველაზე ნაკლებად ერევა და ერეოდა სირიის შიდა საქმეებში და დროის უმეტეს ნაწილს ოჯახს უთმობდა. ის ლონდონში დაიბადა და იქვე მიიღო განათლება, ამერიკაში კი დიდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობდა და სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, რის შემდეგაც დამასკოში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე ხნის წინ ასმა ასადმა მეუღლის მხარდამჭერ სოციალურ ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა.

პენ ლიუანი

ჩინეთის პირველი ლედი, სი ძინპინის მეუღლე, პენ ლიუანი, არაორდინარული პიროვნებაა. მის გამოჩენამდე ჩინეთის არც ერთი პირველი ლედი არ იყო საჯაროდ ცნობილი და არ იღებდა ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობას. პენი პოლიტიკურ საქმიანობას წარმატებით უთავსებს თავის შოუ-ბიზნესის კარიერას. ჩინეთში არც ერთი საახალწლო კონცერტი არ იმართება პირველი ლედის გამოსვლის გარეშე. უამრავი ჩინელი ქალბატონი ჰბაძავს თავის პირველ ლედის, იქნება ეს ჩაცმულობა თუ ვარცხნილობა. 50 წლის პენი ჩაცმის კლასიკური სტილის მოყვარულია და, ძირითადად, სადად, მაგრამ, გემოვნებით აცვია.

აკია აბე

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინზო აბეს პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ პრაქტიკულად არცთუ ბევრი რამ არის ცნობილი. ამის მიუხედავად იაპონიის პირველი ლედი, აკია აბე, ახერხებს, მიაწვდინოს ხმა დანარჩენ მსოფლიოს, რომ იაპონელებსაც ჰყავთ პირველი ლედი, რომელიც გემოვნებით გამოირჩევა. აკია აბე ნაციონალურ სამოსს ჩაცმის ევროპულ სტილს ამჯობინებს. ცნობილია, რომ გათხოვებამდე აკია რადიოში დიჯეიდ მუშაობდა. ასევე, იაპონიის პირველი ლედი გატაცებულია ცეკვებით, განსაკუთრებით კი „ფლამენკო“ უყვარს, რაც იაპონიისთვის ეგზოტიკური გატაცებაა.

ეველინ ილვესი

ესტონეთის პირველმა ლედიმ, ეველინ ილვესმა, თავისი მეუღლე, ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გაიცნო. თომას ჰენრიკ ილვესი იმ დროისთვის უცოლო, მაგრამ, პოპულარული პოლიტიკოსი იყო და რომანის შესახებ ინფორმაციის გაჟონვისთანავე დაიწყო საუბრები „ილვესის საყვარელზე”. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეველინა თავისი რჩეულის პიარზე ზრუნავდა და თომასის გაპრეზიდენტების შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ესტონელები თავიანთ პირველ ლედის გემოვნებას და ზედმეტ წონას უწუნებენ. ეველინ ილვესი ნაკლებად ერევა პოლიტიკაში და დიდ დროს უთმობს საოჯახო საქმეებს.

 

скачать dle 11.3