კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მთავარია დამჭერი

ანუ მყინვარწვერზე სულ სხვაა

 

გასულ კვირას ფოთში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი გაიმართა, ამიტომაც, ფოთის ცენტრალურ ქუჩაზე მონაწილე ქვეყნების დროშებიც გამოიფინა (სულ 18, მათ შორის კი ერთიც – რუსეთის). ეს კონკრეტული საბავშვო ფესტივალი, მაინცდამაინც, არ მიიპყრობდა სრულიად მოსახლეობის ყურადღებას, რომ არა ერთი ფაქტი: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და რამდენიმე მოქალაქემ რფ-ის დროშა გააპროტესტეს და ამ პროტესტის ნიშნად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების სახელმწიფო დროშა დაწვეს.

სტუმრებმა და მასპინძლებმა მომხდარი არ შეიმჩნიეს. ერთი ის იყო, რომ ფესტივალის ფინალში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებისა და ფოთის მერის შეხვედრაზე რფ-ის წარმომადგენელი სცენაზე ავიდა, ფოთის მერიც მიიხმო და სიმბოლურად რფ-ის დროშაც გადასცა, თუმცა, დროშის დაწვის ფაქტი არ უხსენებია.

თუმცა, ისიცაა, რომ დროშის დაწვას, თანაც, საბავშვო ფესტივალზე, მაინცდმაინც დიდი სიქველე და სიმამაცე არც სჭირდებოდა (ისევე, როგორც ძეგლებისთვის კვერცხის სროლას).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს პრეზიდენტს სულ ახლახან კავკასიონის დალაშქვრისას ჩვენი დიდი მეგობარი ბ-ნი ილარიონოვიც ახლდა, რომელმაც სიმბოლურად რუსეთის ფედერაციის დროშა ააფრიალა, რაც არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და არც მათ მხარდამჭერებს არ გაუპროტესტებიათ (დაწვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), გამოდის, რომ პრობლემაა არა დროშა, არამედ ის, თუ სად და ვის ჰკიდია?! 

скачать dle 11.3