კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სამშობლო მთებო, თქვენი შვილი განებებთ თავსა“

ანუ, „აქაც კარგი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა“

 

რაკი იქ, ზემოთ, დიდი ტექტონიკური ძვრებია: ზოგი არასამთავრობო სექტორში მიდის, ზოგიც – კარიერულ კიბეზე აღმა-დაღმა ჩადი-ადის, ჯერჯერობით გაურკვეველია, კოაბიტაცია, მართლაც, დასრულდება (როგორც ამას აწ უკვე არჩეული პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდა ამომრჩეველს) თუ კიდევ უფრო ინტენსიური შეიქნება.

და, თუმცა ჯერაც მოქმედი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ აქეთ – მევენახეობის განვითარებაში აპირებს ოფლის ჩაღვრას, იქით – ბიბლიოთეკაში, ცოდნა-ნაკითხობის დონის გასაუმჯობესებლად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა გაგვიმხილა, რომ ოპტიმალური ვარიანტი ის იქნებოდა, თუკი ბ-ნი სააკაშვილი თავის სამშობლოს დატოვებდა და რომელიმე უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციაში განაგრძობდა მუშაობას.

ბ-ნი იალოვიცი რჩევის მოტივს შემდეგნაირად გვიხსნის: „თუკი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასამართლდება, ეს ქვეყნის პოლარიზებას ისევ გამოიწვევს და ხალხს ქუჩებში გამოიყვანს.“ ხოლო, რაკი ყოფილი ელჩისთვის, მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ ხალხი ქუჩაში, შესაძლოა, იმიტომაც გამოვიდეს, თუკი არ გაასამართლებენ, ამიტომაც, ჩვენს პირველ პირს იმას ურჩევს, რასაც რუსთაველიც ურჩევდა („საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო“).

 ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, გაიზიარებს თუ არა ბ-ნი სააკაშვილი ამ კონკრეტულ რჩევას, თუმცა, ვიცით, რომ გასულ კვირას ევროპარლამენტარებსა და ევროპის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს გამოუტყდა, რომ „ბოლო დროს სულ უფრო მეტად ვგრძნობ ევროპაში თავს ისე, როგორც საკუთარ ოჯახში. ვფიქრობ, ეს ასაკთან ერთად მოდის.“

მართალია, პირადად ჩემთვის გაუგებარია, რა შუაშია ამ საქმესთან ასაკი, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, თავის დროზე, როდესაც ბ-ნი სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ხშირად მოქმედებდა „არსენას პრინციპით“, შესაძლოა, მოვლენები, მართლაც, „არსენას ლექსის“ პათოსით განვითარდეს: „აქაც კარგი კაცი იყო („კარგი“ – ოფიციალური დასავლური გაგებით), იქ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასავლეთში) ნათელი დაადგესა.“ 

скачать dle 11.3