კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტრიპტიზული დისკრიმინაცია

მოთელვა - ბოძთან

 

გასულ კვირას ჩვენი უბედობის დასტური კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ: როგორც აღმოჩნდა, აღმაშენებლის გამზირსა და რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ განთავსებულ ღამის კლუბებში ჩვენს თანამემამულე მამაკაცებს არ უშვებენ, ოღონდ, არა იმიტომ, რომ მათი პატიოსანი თვალებისთვის სტრიპტიზის ცქერა საზიანოა.

მართალია, არშეშვების კონკრეტული მიზეზები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ამ ორი კონკრეტული ღამის კლუბის კარი მხოლოდ უცხოელ მოქალაქეთათვისაა ღია (სხვათა შორის, ქართველი ქალებისთვისაც).

სავსებით ბუნებრივია, რომ დისკრიმინირებულ ჩვენს თანამემამულეებში ამ ფაქტმა პროტესტი გამოიწვია და მეტად სამართლიანად შენიშნეს, რომ ეს, ჯერ ერთი, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაა, ხოლო, მეორე მხრივ – ჩვენი კონსტიტუციის აბუჩად აგდება  (რთულია, არ დაეთანხმო მათ რკინისებურ ლოგიკას, რადგან, ჩვენი ქვეყნის უპირველესი და უმთავრესი კანონით, სტრიპტიზის ცქერის უფლება, მართლაც, ყველას აქვს, მიუხედავად სქესისა და ეთნიკური კუთვნილებისა). 

ამიტომაც, სოციალურ ქსელში საპროტესტო ღონისძიებაც დაიგეგმა, რომ საზოგადოების ყურადღებაც მიიქციონ (რაკი ქართველ კაცებს სტრიპტიზბარებში გვიჩაგრავენ) და, რაც მთავარია, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაც, რომ მათ მაინც უზრუნველყონ ჩვენი თანამემამულეების თვალებისთვის სტრიპტიზით ტკბობა.

ჩვენ არ ვიცით, რა ნაყოფს გამოიღებს ეს პროტესტი და აწი მაინც თუ შეიპატიჟებენ ღამის კლუბებში ჩვენს მამრობითი სქესის თანამემამულეებს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ეთნიკური ნიშნით არც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უშვებენ, ბოლოს და ბოლოს, სტრიპტიზსაც აღარ უყურონ?!

 

 

скачать dle 11.3