კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

რა ოინი მოუწყო ჩასაფრებულ ოტია ინსპექტორს ქუთაისელმა შოთიკომ

ქუთაისში, მდინარე წყალწითელადან ააღმართებულში, იმერეთის უდიდესი ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, მუდმივად იდგა ავტოინსპექტორი ოტია თ-ძე, რომელსაც მძღოლები „სისხლისმსმელს“ უწოდებდნენ „მოფერებით“. 

ეს სისხლისმსმელი ოტია თ-ძე განსაკუთრებით არ ინდობდა მანქანის ღვინისმსმელ საჭეთმპყრობლებს.

ამავე ქალაქში ცხოვრობდა მაგარი „შებერტყილი“ მძღოლი, შოთიკო ბლიაძე. თვეში, სულ მცირე, სამჯერ აჯარიმებდა ოტია შოთიკოს, თუმცა, როგორც ამ „თაფლი და მურაბა“ ქალაქს სჩვევია, მათ შორის სიძულვილი არ არსებობდა. შოთიკო თვის ბოლოს პატიოსნად იხდიდა ჯარიმას რესტორანში, მაგრამ, ბოლო ხანებში ფული შემოაკლდა და ფრთხილობდა.

მოიწყინა ოტიამაც (რესტორანმა შეჩვევა იცის). ჩაუსაფრდა კიდევაც შოთიკოს, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ვერაფერში გამოიჭირა.

დამუღამდა ოტია. როგორც იტყვიან, დილოხორში ჩავარდა და ახალი ხრიკი მოიგონა:

თვითონ მოფარებულში დადგა მოტოციკლით და თავის ადგილზე პრაქტიკანტი ინსპექტორი, 27 წლის იოსკა ნადიბაიძე დააყენა.

ჩანაფიქრი მარტივი გახლდათ: მუდამ ქაჯური სიჩქარით მოსიარულე შოთიკო აუცილებლად გაუთამამდებოდა ახალს და – „ცქნაფ!“ – გამოიჭერდა მატრაბაზს ოტია ინსპექტორი.

ახლა, არც შოთიკო გახლდათ „გუშინდელი ბაღანა“ და, ჯინაზე, სულ წესიერად გაივლიდა ხოლმე.

მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ჩვევას ვერ უღალატა და, ერთხელაც, პირდაპირ „ძაან წითელ“ შუქზე გაისრიალა თავისი „ჟიგული 06-ით“.

– ტრრრ! – ლამის გახეთქა „შვიშტოკი“ ახალბედამ.

შოთიკო ინსტინქტურად გაჩერდა.

პრაქტიკანტი  „ჩესტით“ მიადგა მანქანის კარს:

– სერჟანტი იოსკა ნადიბაიძე! წარმოადგინეთ საბუთები!

– სადაა მერე... არ მაქ საბუთი, – ცალყბად ჩაიცინა დამრღვევმა.

„ახალი“ დაიბნა – ასეთ თავხედობას აშკარად არ ელოდა...

– მმ... ეეე... ისა... მაშინ, ის მითხარით – ნასვამი ბრძანდებით?

– აუუ... მერე რაფრა?! ხუთი ბოთლი მაქ დალეული და ორს დავამატებ კიდო, შენთან ერთად, თუ გცალია.

იოსკამ „პრიბორი“ მოიმარჯვა:

– ა, ჩაბერეთ ერთი ამაში, აქანა!

– შვილო, ძმაო, ბიძაშვილო... რათ გინდა, რო ჩავბერო? გაგილოთებ, ბიძია, მაგ „პრიბორს“... მთვრალი ვარ-თქვა, ვერ გეიგონე, რო გითხარი?

მეტი არაფერი შეეძლო 27 წლის სერჟანტს,  უაზროდ ააკვარკვალა თვალები და რაცია მოიმარჯვა.

– „რიონი”... „რიონი”... „ყვირილა“ ვარ... ობიექტი თვრალია და არ მემორჩილება!

„რიონი“ ოტია იყო, რომელიც ტრახტრახით მოვარდა ნახევარ წუთში და სანატრელი მსხვერპლის დანახვაზე სარკასტულად ჩაიცინა. „ახალმა“ ყველაფერი მოახსენა.

– ააა, გეები, ღლავი, ბადეში?! 100 ლარი ჩამიცუნცულე ჯიბეში!

ანაზდად შეცბა – ეს რა წამომცდა ახალბედა ინსპექტორთანო, – იკბინა ენაზე და:

– წადი, ცოტა გაიარე შენ და მოდი, ასე, ხუთ წუთში, – უჯიკა პრაქტიკანტს. ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა „ნაჩალნიკს“ და უნიათოდ გაშორდა.

ოტიამ ხელები მოიფშვნიტა:

– გაებით, მოქალაქე მძღოლო?! ა? ჰა, ჰა, ჰა!

– რატომ მკადრებ, ოტია ბიძია, მაგას? – იწყინა ამან, შოთიკომ.

– ხმა! მართვის მოწმობა, ამხანაგო მძღოლო!

– ა, ბატონო – „ბარდაჩოკიდან“ მართვის მოწმობა დააძრო შოთამ.

მრავალჭირნახული ოტია ინსპექტორიც დაიბნა. მოწმობა გამოართვა, გაშალა – ყველაფერი რიგზეა.

– კი, მარა, ამან რო მითხრა, „პრავა“ არ აქო?

– გიჟი ხვარაა მაგი, ოტია ბიძია? პრავაა ეგი, აპა, რა ჯანაბაა? 500 ლარი სულ ტკიცინა თუმნიანები მაქ გადახთილი მაგის აღებაში. არა, პრავა არაა ეგი?

– კ... კი... კია პრავა, მარა...

– რა – „მარა”?

ოტიას მორიგი, დამამძიმებელი ფაქტი გაახსენდა დასიცხულ ტვინში:

– მთვრალი ხარ, ხო? ხო ხარ მთვრალი, გაფიცებ ჩემ თავს...

– რაის მთვრალი, ოტია ბიძია, შენ პაგონებს გეფიცები, წვეთი არ მაქ დალეული, თვარა, მაგერაა „პრიბორი“ და გამსინჯე, ტყუილზე დაგიფიცებ მე შენ? მასთე მიცნობ აქანა?! 

„პრიბორმა“ შოთიკო გაამართლა – მართლა არ იყო ნასვამი.

– აპა, ამან რო თქვა? – ამოილუღლუღა გამშრალი პირით.

– ვინ იმან, ოტია ბიძიას შემევევლე?

– ვინ და... ჩემმა თანაშემწემ!

– ღმერთი, ხატი... საიდან მეიგონა, კაცო! – ირონიულად გადაიხარხარა შოთიკომ, – ხო ნახე, რო არც ერთი გამართლდა, რაც იმ შტერმა გითხრა და არც მეორე...

– ხო... მართალია, ხო იცი! – სულ გამორეგვენდა ინსპექტორი და, სანამ რამეს მოიფიქრებდა, შოთიკომ აჯახა:

– მაგი, ოტია ბიძია, მე მგონია, ჰალუცინაციებშია... ა, თუ გინდა, დოუძახე ახლა და, შეიძლება, იგიც ქე თქვას, ვითომ, წითელზე გევიარე... დასაჯერებელი იქნება ახლა მაგი?

– ხო... წადი, წადი... რა გიყო...

„ჟიგული 06“ ადგილიდან მოწყდა თუ არა, ოტიას გონება გაუნათდა და გულში მჯიღი იდღლიზა:

– ო... შოთიკო, შოთიკო! შენმა აჯობა, შე მატრაბაზო, მარა, სად წამიხვალ ხვალ და ზეგ, პუერტო-რიკოში თუ ლოს-ანჯელესში?! ჩამივარდები ხელში მე შენ!

 

скачать dle 11.3