კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

ერთ ქართველ მთავარს, დადიანს სამი მდივან-ბეგი ჰყავდა. იმათთან მთხოვნელი რომ მივიდოდა, ერთი ეტყოდა: მაცალე; მეორე: გვაცალე; მესამე: აცალე...

***

ერთმა ახალგაზრდა ნაცნობმა უთხრა აკაკის: დღეს პირველად გამოვდივარ საადვოკატოდ, ჩემი კლიენტი საჭურისია და ქურდობას სწამებენო.

– გაკეთებულია შენი საქმეო, – მიუგო პოეტმა, – კანონი სჯის მხოლოდ სქესს – ან მამრობითი უნდა იყოს ან მდედრობითი და რადგანაც შენი საჭურისი არც ერთ სქესს არ ეკუთვნის, ვეღარც გაასამართლებენო.

***

აბასთუმნის სასტუმროში ანგარიში წარუდგინეს აკაკის. ზედმეტი მიეწერათ და პოეტმაც, როცა გასინჯა, თქვა:

– ახლა კი მივხვდი, რად ეძახიან ამ ადგილს „აბასთუმანს“, თურმე, აბაზში თუმანს ახდევინებენო!..

***

სტალინი მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში სპექტაკლს ესწრებოდა. დამთავრდა მეორე მოქმედება. სტანისლავსკი და თეატრის სხვა ხელმძღვანელები კრთომით შეჰყურებდნენ, ხმის ამოღებას ვერავინ ახერხებს. დუმს სტალინიც. ბოლოს ერთ-ერთმა მაინც შებედა:

– ამხანაგო სტალინ, როგორ მოგწონთ ჩვენი სპექტაკლი?

– მოსაწყენია...

ყველა შეშფოთდა. ამით ყმაყოფილი სტალინი კი უმატებს:

– შესვენებებზე.

ყველანი იცინიან.

***

თამაზ ქვარიანმა თავის ქორწილში მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრის მსახიობები დაპატიჟა. პირველ დღეს ახალგაზრდობამ მოიყარა თავი. სუფრას ეროსი მანჯგალაძე თამადობდა. მეორე დღეს „ძველგაზრდობის“ თამადა აკაკი ხორავა იყო. ქორწილის დამთავრებისას, ეროსიმ სადღეგრძელოს თქმის უფლება სთხოვა.

– ორი „ტაიმისგან“ შემდგარმა შეხვედრამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული თამადა. როგორც წესია, ამისთვის აუცილებლად „დამატებითი“ ქორწილი უნდა დაინიშნოს. შესვლა თავისუფალია და გთხოვთ, მობრძანდეთო.

თამაზმა ეროსის სიყვარულითა და მისი განცხადების წყალობით, მესამე დღეს „დამატებითი ქორწილი“ დანიშნა.

скачать dle 11.3