კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აქცევს ბიჭის დანახვისას ყველაზე მეტ ყურადღებას თეონა გველესიანი და რისკენ გაურბის მას ამ დროს თვალი

21 წლის თეონა გველესიანი სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელის“ მოდელია. მას არაერთი ქვეყნიდან ჰქონდა მოწვევა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჩინეთზე გააკეთა, სადაც სულ მალე იანვრის ბოლოს გაემგზავრება. 

 

თეონა გველესიანი: სტუდენტი ვარ, პარალელურად, დავდივარ „ბესტ მოდელში“. ერთი პერიოდი, ოჯახური პრობლემების გამო, ჩავარდნა მქონდა სამოდელო კარიერაში, მაგრამ მერე ისევ განვაგრძე. 14 წლის ვიყავი, მოდელობა რომ დავიწყე. ორი წელი დავდიოდი და შემდეგ მამასთან წავედი მოსკოვში, სადაც გადამიღეს ჟურნალ „გლამურში“ – თმის საღებავის, კაბების რეკლამას ვაკეთებდი. შემდეგ დავბრუნდში თბილისში, გავიცანი კახი ხაბეიშვილი და იმდენად მომეწონა მასთან ურთიერთობა და „ბესტ მოდელი“, რომ გადავწყვიტე, აქ გამეგრძელებინა მოდელობა. 

– როგორ მოხვდი ჟურნალ „გლამურში“?

– ერთ-ერთ ფოტოსესიაზე მოვხვდი. იქ მოვეწონე და წამოვიდა შემოთავაზება. სულ სამი თვე ვიყავი, რამდენიმე გადაღება მქონდა და  იქიდან სამი დაბეჭდეს ჟურნალში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება იყო და დღემდე ვამაყობ, თან, „გლამური“ ერთ-ერთი სერიოზული და წამყვანი ჟურნალია. 

– სად სწავლობ?

– ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე. შევისწავლი ნავთობისა და გაზის გეოლოგიას. 

– რატომ აირჩიე ეს პროფესია?

– ოჯახიდანაც მოდიოდა ეს იდეა. მამასაც უნდოდა, ამ ფაკულტეტზე ჩამებარებინა და მეც მაინტერესებდა გეოლოგია, გეოდეზია, რუკების აგება. ხაზვაც მეხერხება. არ მეგონა, ამ ფაკულტეტზე ბევრი გოგონა თუ ისწავლიდა, მაგრამ საკმაოდ ბევრია. მესამე კურსზე ვარ უკვე. მეორე კურსმა განსაკუთრებით დამაინტერესა, რადგან პრაქტიკებზე დავდივართ. მარტში ვიყავი კიევში, შევჩენკოს უნივერისტეტში გავაკეთე პრეზენტაცია თემაზე: „ნავთობისა და გაზის ეკონომიკა საქართველოში“. ათი დღე ვიყავი იქ, სხვადასხვა ტურნირში ვმონაწილეობდი. 

– წარმატებულად ჩაიარა?

– გეოლოგიაში პირველი ადგილი ავიღე, თან საერთაშორისო კონკურსი იყო. „გეპეის“ საიტზე მოწვევა მოვიდა. პრესამსახურის უფროსს მივმართე და გამიშვეს. ჯერ თემა გავგზავნე, მოეწონათ, შემდეგ მე ჩავედი და ოფიციალურად გავაკეთე პრეზენტაცია. გამოფრენამდე ერთი დღით ადრე იყო დაჯილდოება. არ ვიცოდი, თუ გავიმარჯვებდი და პირველ ადგილს ავიღებდი. ძალიან გამიხარდა. 

– რატომ დაინტერესდი მოდელობით?

– 7 წელი ვცეკვავდი, მერე ტრავმის გამო თავი დავანებე. ბავშვობიდან მიყვარდა სცენაზე დგომა, ამიტომ გადავწყვიტე მოდელობა დამეწყო და საბოლოოდ კახისთან აღმოვჩნდი. კონკურსებში არ მიმიღია მონაწილეობა, არ არის ჩემი სტილი. მაგრამ ჩვენებები, ფოტოსესიები მიყვარს. „ბესტ მოდელში“ მოდელების დიდი ბაზაა. ხშირია შემოთავაზებები, კონტრაქტები, ბევრი სიახლეა და მომწონს ეს სფერო. ბევრ გოგონას  უშვებს კახი უცხოეთში, ჩემი დაქალებიც არიან წასულები. კახიში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მხოლოდ ცნობილ მოდელებთან კი არ მუშაობს, ყველა გოგონას აძლევს შანსს, ამ სფეროში საკუთარი თავი წარმოაჩინონ.  

– როდის მიდიხარ ჩინეთში? 

– ამჟამად უნივერსიტეტში სტატუსი შევიჩერე და 6 თვით ვაპირებ გამგზავრებას. სხვადასხვა პავილიონში, შოუ-რუმებში, კლუბებში მექნება ჩვენებები, გადაღებები რეკლამებში. ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გაწერილია. პირველად მივდივარ ჩინეთში მარტო. ძალიან მაინტერესებს მათი კულტურა. როგორც კი კახიმ ეს წინადადება შემომთავაზა, ისე მომეწონა, უარი ვერ ვთქვი. სხვა წინადადებებიც იყო, მაგრამ მე ჩინეთი ავირჩიე. ოჯახიც თანახმაა, ცოტა კი ეშინიათ, თუმცა კონტრაქტს დედამაც გადახედა, მამამაც, იურისტსაც ვაჩვენეთ. ყველაფერი წესრიგშია. თან, კახის ძალიან ენდობიან. ისე რომ მივდიოდე, არ ვიცოდე რა ხდება, ცოტა შემეშინდებოდა: ვაი და, ყველაფერი ისე არ იყოსო. მაგრამ, ჩემი დაქალები, რომლებიც იქ არიან, ამბობენ, კარგი პირობებია და ჩვენებებიც კარგიაო. მოკლედ, აღფრთოვანებულები არიან. მარტო არ მომიწევს ყოფნა. თუმცა, დამოუკიდებლად ვიქნები და დიდ გამოცდილებას მივიღებ. ზოგადად, ჩვენს სააგენტოში ძალიან კარგი სიტუაციაა, ერთი დიდი ოჯახივით ვართ, ვცხოვრობ „ბესტ მოდელით“ და ჩემი მეგობრებით.

– როგორი გართობა გიყვარს?

– ძალიან მიყვარს გართობა, ცეკვაზე ხომ საერთოდ ვგიჟდები. მეგობრები მყავს თითქმის ყველა სფეროში და ვამაყობ მათით. დავდივართ კლუბებში, კინოში, ერთმანეთთან სახლებში… გიტარაზე დაკვრა, სიმღერა, ლექსები – ყველანაირი საშუალებით ვერთობით. სულ რომ არაფერი, სამი გოგო რომ ვსხედვართ, ისე კარგად ვერთობით, ისე კარგად...

– ბიჭებზეც ჭორაობთ?

– არ ვჭორაობთ, უბრალოდ, განვიხილავთ რაღაცეებს. თემა ბევრია. ერთადერთი, თუ ვინმეს პირად ცხოვრებაში პრობლემა აქვს, ვსაუბრობთ ამაზე, რომ რჩევა მივცეთ, ერთად გამოვნახოთ გამოსავალი… ან მოყოლა უნდა რაღაცის ადამიანს და ხომ უნდა მოუსმინო. 

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? 

– არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ ამ ეტაპზე თან არის ის ჩემი შეყვარებული, თან – არა, ცოტა გაურკვევლობაში ვართ. ვერ ვიტყვი, რომ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ, არ ვიცი, რა იქნება. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ასეთი, შეყვარებული არ მყავს, უბრალოდ, ურთიერთობა მაქვს ადამიანთან, ვნახოთ, რა იქნება. ჯერ პატარა ვარ და ამ კუთხით სერიოზულ გეგმებს არ ვსახავ.

– როგორი ბიჭები მოგწონს?

– რომ შეხედავ, პირველ ეტაპზე გარეგნობას აქცევ ყურადღებას. პირადად მე ფეხსაცმელზე ვუყურებ, თვალი იქითკენ გარბის. ურთიერთობას ისეთ ადამიანთან ვიწყებ, ვინც ბუნებრივია, მესიმპათიურება. პირველი ეფექტი მაინც სხვაა. გაცნობის დღეს როგორი შთაბეჭდილებაც დამრჩება, მერე ის მიმყვება და მიმყვება. ადამიანები მიდიან და მოდიან. არ მქონია ის მომენტი, რომ მეთქვას: იმაში შევცდი, ან ამაში შევცდი-მეთქი. თუ მომწონს ადამიანი – მაქვს მასთან ურთიერთობა, თუ არ მომწონს – არ მაქვს. ეს არა მხოლოდ პირად ცხოვრებას ეხება, არამედ მეგობრებსაც.

– როგორი ხასიათი უნდა ჰქონდეს შენს რჩეულს?

– მე უნდა მეწყობოდეს ხასიათით. უნდა მაკონტროლებდეს, მაეჭვიანებდეს – ასეთი რაღაცეები არ მომწონს. ზოგადად, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია, ამიტომ ბევრ რამეს ვერ ვიტყვი. 

– რთულად შესაწყობი ხასიათი გაქვს?

– არა, პირიქით, მხიარული ვარ. დათმობებზე როგორც სხვა მოდის, ისე მივდივარ მეც. ძალიან იოლია ჩემთან ურთიერთობა, ზედმეტად  არავის ცხოვრებაში არ ვერევი, არც გადამეტებულ ინტერესს ვიჩენ ვინმეს მიმართ და არც ზედმეტ კითხვებს ვსვამ: სად მიდიხარ? რატომ მიდიხარ? მეტყვის: მივდივარ – მიდის. ადამიანთან ურთიერთობას რომ ვიწყებ, მას აუცილებლად ვენდობი. ზოგადად, ძალიან ძნელად მიყვარდება, არა მხოლოდ ბიჭი, არამედ მეგობარიც, ნებისმიერი ადამიანი. ანუ, რთულად მიყვარდება და ადვილად ვივიწყებ. ეს, შეიძლება, ცუდი თვისებაა, არ ვიცი. მაგრამ, თუ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ესე იგი, მას ვენდობი. ურთიერთობაში სიფრთხილეს ვიჩენ. ძალიან ცოტაა ჩემ გარშემო ისეთი, ვინც მეგობრად მიმაჩნია და ჩემ გვერდითაა. ასე გამზარდეს და ვფიქრობ, სწორია.

– ზოგადად, ყურადღებიანი ხარ?

– ძალიან ყურადღებიანი ვარ. ყველაფერს პასუხისმგებლობით ვეკიდები. მიყვარს, როცა აინტერესებთ: როგორ ვარ, რას ვაკეთებ და ანალოგიურად ვიქცევი. ასე რომ, მეც ყურადღებიანი ვარ და ჩემ მიმართ ყურადღებაც მსიამოვნებს. 

 

скачать dle 11.3