კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომფორტი თითებისთვის...

კომფორტი თითებისთვის... 

მუფტა – ნუთუ შეიძლება, იყოს ამაზე ქალური?! მართალია, ის შორეული წარსულიდან მოვიდა ჩვენთან, მაგრამ დღემდე არ დაუკარგავს მომხიბვლელობა და აქტუალურობა. მეოცე საუკუნეშიც კი ქალბატონები მუფტას ყველაზე მნიშვნელოვან აქსესუარად მიიჩნევდნენ. მაგრამ, საქმიანი ქალისთვის მუფტა ზედმეტი ფუფუნებაა. მას „უყვარს“ ზამთრის ცივ დღეებში ნელი სეირნობა.

მუფტა მეთექვსმეტე საუკუნის შუა ხანებიდან გახდა პოპულარული. მოდის ისტორიამ ის პირველად იტალიაში აღმოაჩინა. უცნაურია – ეს ქვეყანა სულაც არ გამოირჩევა  განსაკუთრებულად ცივი ამინდებით, მაგრამ აქაურებს დახვეწილი გემოვნება აქვთ და ფუფუნებაც უყვართ. ვენეციელი ქალები ცივ ამინდებში, ბეწვის მუფტაში მალავდნენ ხელებს და იქვე სვამდნენ თავიანთ პაწაწინა ძაღლუკებს. თავიდანვე მუფტა მთლიანად ბეწვისგან იკერებოდა, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ასე გაცილებით თბილი და კომფორტული იყო. მოგვიანებით, მუფტის გარედან მორთვა დაიწყეს. რთავდნენ გიპიურით, მაქმანით, ოქროსა და ძვირფასთვლიანი ბროშებით. ქარგავდნენ მარგალიტებითა და ოქროს ძაფებით. მაშინ ქალები ჯერ კიდევ არ ატარებდნენ ჩანთებს. ამიტომ მუფტას უკეთებდნენ შიდა ჯიბეებს, სადაც ქალბატონები ცხვირსახოცებს, სუნამოს პატარა ფლაკონებს და სარკიან საპუდრეებს ინახავდნენ.

მეჩვიდმეტე საუკუნეში მამაკაცების მუფტების მოდა მთელ ევროპას მოედო. განსაკუთრებით უყვარდა მუფტა საფრანგეთის მეფეს – ჰენრიხ მესამეს. მეფე მზე – ლუდოვიკო მეთოთხმეტემ თავისთვის ფერადი ლენტებით მორთული მუფტები შეაკერინა და კისერზეც ფერადი ლენტით ჰქონედა ჩამოკიდებული. თუმცა, ჭეშმარიტი მამაკაცები მაშინაც აპროტესტებდნენ ამას. კაცს ხელში ხმალი და ცხენის აღვირი უნდა ეჭიროს თუ ხელები მუფტთაში ჰქონდეს შეწყობილიო. მალე კაცებმა მუფტას ხელთათმანები ამჯობინეს.

ჰოლივუდმა ჯეროვნად მიიღო და დააფასა მუფტა. ბევრ ფილმში მან ტრიუმფიც კი მოიპოვა...

 

უცნაური სიმართლე

ეს არის ფაქტები... თქვენ შეგიძლიათ, არც დაიჯეროთ, მაგრამ საინტერესო ნამდვილად არის.

* ნიუ-იორკში გაიხსნა სკოლა, სადაც ძაღლებს „აიპადის” მოხმარებას ასწავლიან. ერთსაათიანი გაკვეთილი 50 დოლარი ღირს. ამბობენ, ოთხფეხა მეგობრები საკმაოდ ნიჭიერი მოსწავლეები არიანო.

* ქალი საბოლოოდ მწიფდება და მისი აზროვნებაც სრულიად ყალიბდება 32 წლის ასაკში. მამაკაცები კი სრულ სიმწიფეს მხოლოდ 43 წლის ასაკში აღწევენ.

* ბრიტანეთში ავიამგზავრების 28 პროცენტი დარწმუნებულია, რომ წყალი არ არის სითხე, ამიტომ, მისი ბორტზე ატანა დასაშვებია. შესაბამისად, ძალიან აპროტესტებენ, როცა აეროპორტის ადმინისტრაცია ამას უკრძალავს.

* მამაკაცები, რომლებსაც აქვთ მყარი ოჯახი და მეუღლესთან სექსით ხშირად არიან დაკავებულნი, სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, ორჯერ მეტ წარმატებას აღწევენ კარიერაში და მათი ხელფასიც, საშუალოდ, 5 პროცენტით მაღალია.

 

скачать dle 11.3