კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა გავიგოთ წინასწარ მისაღებია თუ არა საბედოდ ესა თუ ის ადამიანი და რატომ არ შეიძლება პარასკევ დღეს იატაკის სველი წესით მოწმენდა

წლის განმავლობაში არსებობს დღეები, როცა ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი ბედი შეცვალოს. ამ დღეებს უძველესი დროიდან ჩვენი წინაპრებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნინო ამბობს, რომ ამ დღეებს ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და მათი ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებაც საკმაოდ მარტივია. მისივე თქმით, თუ ელემენტარულ წესებს დაიცავთ, რომ იტყვიან, თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. ასევე, მაღაზიებში ბევრი ისეთი ნივთი იყიდება, რომლებიც სიმშვიდის მოპოვებაში გვეხმარება და სახლს სასიკეთო ენერგიებით ავსებს. 

 

ნინო: ბევრი ცდილობს, არ დაემორჩილოს ბედის კანონებს, რომელიც ზეცაში, ჩვენი დაბადების მომენტში იწერება და თავად „გამოჩარხოს“ საკუთარი ბედი დედამიწაზე. ბევრი გაუაზრებლად იქცევა ასე და კონკრეტული ადამიანისკენ უარყოფით ენერგიებს აგზავნის მზერით, შელოცვით, ათასგვარი ხერხით და, არც კი იცის, რა დანაშაულს სჩადის. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ხალხურ მედიცინაში, პარაფსიქოლოგიაში, ეზოთერიკასა თუ ასტროლოგიურ საკითხებში კარგად ერკვეოდნენ. რომ წამოვიზარდე, ხშირად მეუბნებოდნენ, ჯიბით ან ჩანთით ცაცხვის ყვავილები, რკო ან წაბლი ატარე – ეს ავი თვალისგან დაგიცავს და ბედნიერებას მოგიტანსო. მაშინ ოჯახის წევრების ნათქვამი სასაცილოდ არ მყოფნიდა, თუმცა, ხათრს ვერ ვუტეხდი და ჩანთით დამქონდა პატარა ტომსიკაში ჩაწყობილი რკო. რომ მივიდოდი სახლში და მკითხავდნენ, როგორი დღე გქონდაო, მეც ვპასუხობდი, რკოები დამაქვს და, როგორ შეიძლება, ცუდად ჩაევლო დღეს-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, მართლა ბედნიერი ვიყავი, ყველა ჯანმრთელად მყავდა, ჩაცმა მე არ მაკლდა, სმა-ჭამა და გავლა-გამოვლა. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელსვე უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და, დავხურე თუ არა პირველი კურსი, გავთხოვდი. დღესაც უბედნიერესი ქალი ვარ.

– თუ პრობლემები გაჩნდა მეუღლესთან ან გოგონა გასათხოვარია, მაგრამ თაყვანისმცემლები არ ჰყავს და სიყვარულში ბედს უჩივის, როგორ უნდა მოიქცეს?

– ძალიან კარგია, თუ გასათხოვარი ქალი 5 მარტს, ანუ, გაზაფხულის პირველი თვის 5 რიცხვში, ჩაატარებს ცოცხის რიტუალს – ეს მის ბედზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. 5 მარტს ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღეა. ამ დღეს დიდია ალბათობა, სასურველი ბედი დაიბედო. გასათხოვარმა ქალმა უნდა აიღოს ცოცხი დილის 8 საათზე და გარეცხოს გამდინარე წყალში. ამ დროს საჭმელი არ უნდა გქონდეთ ნაჭამი და ცოცხიც ახალი უნდა იყოს. მასზე ჩამოკიდეთ პატარა ზარი, საქორწინო ბეჭედი და წითელი კოჭის ძაფი დაახვიეთ. ღამით ეს ცოცხი თქვენი საწოლის ქვეშ დადეთ, დილით კი გამოიღეთ და სახლის გამოგვა შემოსასვლელი კარიდან დაიწყეთ. ნაგავი სახლის მარჯვენა კუთხეში დააგროვეთ, შემდეგ ქაღალდში გაახვიეთ და ისე გაიტანეთ გარეთ. ცოცხს მოხსენით საქორწინო ბეჭედი და ზარი, გაახვიეთ თეთრ ქაღალდში და ზემოდან ის წითელი ძაფი შემოახვიეთ, რომელიც დაგვის პროცესში ცოცხს ჰქონდა შემოხვეული. ეს ცოცხი საწოლის ქვეშ შეინახეთ მანამ, სანამ სასურველი ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ხოლო, როცა საბედო პირველად დააპირებს თქვენთან ბინაში მოსვლას, სახლი ისევ ამ ცოცხით გამოგავეთ. დამიჯერეთ, ეს რიტუალი ძალიან ამართლებს. ბევრ ჩემს ნაცნობ გოგონას აპოვნინა სასურველი საბედო და ბედნიერი ოჯახებიც შექმნეს. 

– ეზოთერიკოსები ხშირად ამბობენ, რომ, შესაძლებელია, წინასწარ გავიგოთ, მისაღებია თუ არა საბედოდ ესა თუ ის ადამიანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სიმართლეს შეესაბამება?

– დიახ, ყველა დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება და, სანამ პრობლემა თავს იჩენს, მანამდე დაიწყოთ მოქმედება. მე გასწავლით, ასევე, მარტივ ხერხს, როგორ შეძლებთ იმ მამაკაცის ყურადღების მიპყრობას, ვინც თქვენ მოგწონთ. მოკლედ, თუ გსურთ, სასურველი მამაკაცის ყურადღება მიიქციოთ და თავი შეაყვაროთ, ყოველდღე უნდა აანთოთ წითელი სანთელი და ეს უნდა მოხდეს ზუსტად დილის 6 საათზე. თან, უნდა დააკვირდეთ სანთლის ალს. თუ სანთელი მშვიდად იწვის, კარგის მომასწავებელია, ხოლო თუ ტკაცუნს იწყებს და ნაპერწკლებს ყრის, ესე იგი, ის კაცი თქვენი ბედი არ არის. ასევე, უდიდეს როლს თამაშობს შეყვარებული ადამიანის ცხოვრებაში თმა. მაგალითად, გრძელი თმა ქალებში მეტ მგრძნობელობას ავითარებს, უფრო მიმზიდველებსა და სექსუალურებს ხდის მათ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. გრძელი თმის წყალობით, შეგიძლიათ, ისე მოხიბლოთ მამაკაცი, რომ მისი სიუხეშე, აგრესია და სიხისტეც კი შეასუსტოთ. ასე რომ, გრძელ თმას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობაში. სხვათა შორის, გრძელი თმის წყალობით, ადამიანს შეუძლია, საზოგადოებაში ადვილად დაიმკვიდროს ადგილი და ჰარმონიული ურთიერთობაც კი დაამყაროს კოლეგებთან და გარშემო მყოფებთან. აგრეთვე, ჩინურ მაღაზიებში იყიდება „ქარის მუსიკა”. ბევრს ის უბრალო სათამაშო ჰგონია, გაუცნობიერებლად ყიდულობს და შესასვლელ კარზე კიდებს. „ქარის მუსიკა“, რომელიც არც ისე ძვირი ღირს, მართლაც სასურველია, სახლში დაკიდოთ, მაგრამ, გააზრებულად და სწორად. ის საკმაოდ სასიამოვნო ხმას გამოსცემს და ნეგატიური ენერგიებისგან გვიცავს – თავისი ხმით ბოროტ სულებს აფრთხობს  და  პოზიტიური ენერგიების მოზიდვას უწყობს ხელს საცხოვრებელში. თუ გინდათ, რომ სიკეთე მოგიტანოთ, ის სახლის ჩრდილო-დასავლეთის ან ჩრდილოეთის მხარეს დაკიდეთ და, რაც შეიძლება ხშირად შეეხეთ, რომ აჟღარუნდეს, ხმა გამოსცეს და ნეგატიური ენერგია გაანეიტრალოს სახლსა თუ ოფისში. „ქარის მუსიკა”, ძირითადად, რკინის, მინის, ძაფისა და ბუმბულისგანაა დამზადებული. რკინა ადამიანში სიძლიერეს ავითარებს, მინა სულიერი გამჭვირვალობის სიმბოლოა, ძაფი – სიცოცხლის ხანგრძლივობის, ხოლო ბუმბული – სიმშვიდისა და ჰარმონიის. ამიტომაც აქვს „ქარის მუსიკას” ასეთი დიდი მაგიური დატვირთვა და ის მხოლოდ ლამაზი ნივთი არ არის. მისი ჩუქება არ ვარგა, ხოლო, თუ იყიდით და საკუთარი ხელით დაკიდებთ კარზე, მეტი მაგიური დატვირთვა აქვს, ვიდრე ნაჩუქარს. თუ გსურთ, რომ თქვენს მეგობარს ბედნიერება მიანიჭოთ, აჩუქეთ ბაყაყის სტატუეტი, რომელსაც პირში ოქროსფერი მონეტა უდევს – ის სიმდიდრისა და წარმატების მომტანია და მასაც ადვილად შეიძენთ ჩინურ მაღაზიებში. თუ გინდათ, მან წარმატება და სიმდიდრის ხაზი გაგიაქტიუროთ, ბაყაყის გამოსახულების ფიგურა სახლის ან ოფისის შესასვლელში, კუთხეში, კარისკენ ზურგით, იატაკზე უნდა დადოთ. საერთოდ, ეზოთერიკაში ადამიანის ყველა ქმედებას თავისი შედეგი მოაქვს. მაგალითად, არსებობს წესები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს, გაითვალისწინოს და ამით თავიდან აიცილოს უარყოფითი მოვლენები ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ყველა იმას ვიმკით, რასაც ვიმსახურებთ და, თუ შეგიძლიათ, რომ უკეთესი დათესო უკეთესის მოსამკელად, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

– კონკრეტულად რა უნდა გავითვალისწინოთ?

– ის, რომ პარასკევობით არ მორეცხოთ იატაკი სველი ტილოთი. ეს, შესაძლოა, უფულობის მიზეზი გახდეს. სარკე, ცხვირსახოცი და საპონი არ აჩუქოთ საყვარელ ადამიანს, თუ არ გსურთ, რომ მასთან კამათი მოგივიდეთ და ეს თქვენი დაშორების მიზეზი გახდეს. ახალ ბინაში შესვლამდე, პირველი კატა შეუშვით სახლში, დააკვირდით მის ქმედებებს და, სადაც ის დაჯდება ან დაწვება, იქ დადგით ის სკამი ან სავარძელი, რომელზეც ხშირად დაჯდებით დასასვენებლად. როცა დასაძინებლად ემზადებით და ტანსაცმელს იხდით, ნუ მიმოფანტავთ მას ოთახში, თუ გინდათ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. ხელჩანთასა და ქუდს ნუ დატოვებთ მაგიდაზე, რომ ბედში არ შეგექმნათ პრობლემა და მეტად გაგიმართლოთ. თუ რამის შეცვლა გნებავთ პირად ცხოვრებაში, ან, არასასურველი სიტუაციის გამოსწორებას გეგმავთ, მაშინ, თქვენს ბინაში ნებისმიერ ნივთს ფრთხილად მოეპყარით და ის წესები გაითვალისწინეთ, რაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს მომავალზე. ბინის აურა ადამიანის პირადზე თუ კარიერაზე აგებს პასუხს. თუ ცხოვრებაში რამე სიახლეს გეგმავთ, მაშინ, ბინაში ნებისმიერ ნიუანსსა თუ წვრილმანს უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება: სწორად განალაგოთ ნივთები, გადაანაწილოთ ავეჯი, ჭურჭელი და ისე დაელოდოთ სანუკვარი ოცნებების ახდენას. ბინის აურა სამსახურსა და პირად ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. დასანანია, რომ ბევრი ამას არ ითვალისწინებს. 

 

скачать dle 11.3