კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიშტიანუ რონალდუ: პლანეტის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ლიონელ მესის ოთხწლიანი ჰეგემონია პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაამხო და 2013 წლის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთი” მიიღო. რონალდუ „ფიფას” მიერ მეორედ დასახელდა საუკეთესო ფეხბურთელად (პირველად იგი 2008 წელს დაასახელეს საუკეთესოდ).

* 2003 წლის ზაფხულში რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი გახდა. ბევრმა არც კი იცის, რომ ეს ტრანსფერი, შესაძლოა, არ შემდგარიყო, რადგან, პორტუგალიურ „სპორტინგს” უკვე დასრულებული ჰქონდა მოლაპარაკებები „იუვენტუსთან” და კრიშტიანუ რონალდუ სწორედ ტურინულ კლუბში უნდა გადასულიყო ფულისა და ჩილელი ფორვარდის, მარსელო სალასის სანაცვლოდ, თუმცა, ბოლო მომენტში სალასმა უარი განაცხადა პორტუგალიაში წასვლაზე და რონალდუ ალექს ფერგიუსონმა გადაიბირა.

* კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ – ასე გამოითქმის მისი სრული სახელი და გვარი. სინამდვილეში კრიშტიანუს მეორე სახელი – რონალდუ, მამამ ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის პატივსაცემად დაარქვა, კრიშტიანუს მამა რეიგანის კინოფილმების თაყვანისმცემელი იყო.

* კრიშტიანუ რონალდუს სამი უფროსი დედმამიშვილი ჰყავს: ორი და – ელმა და კატია და ძმა – ჰუგო. ელმა სუპერმარკეტების ქსელის მფლობელია, კატია – პორტუგალიაში პოპულარული მომღერალი, ხოლო   ჰუგო ძმის   დახმარებით ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან განიკურნა.

* ცნობილი ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ტატუირების მოწინააღმდეგეა. თანამედროვე ფეხბურთში ცნობილი ფეხბურთელები ტატუებებითაც იწონებენ თავს, თუმცა, რონალდუს სხვა შეხედულება აქვს სხეულის მოხატვაზე. მისი თქმით, თუ ის ტატუს გაიკეთებს, მისი სისხლი გამოუსადეგარი აღმოჩნდება და ის ვეღარ გახდება დონორი.

* კრიშტიანუ რონალდუ პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელია, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედში” დაიმკვიდრა თავი. მას შემდეგ „წითელ ეშმაკებს” ნანი და ბებე შეურთდნენ, თუმცა, რონალდუს მსგავს წარმატებას ვერც ერთმა ვერ მიაღწია.

* 15 წლის ასაკში რონალდუს გულის ოპერაცია აქვს გადატნილი. „სპორტინგის” ექიმებმა მას ტაქიკარდია დაუდგინეს და საჭირო გახდა ოპერაცია. ლაზერული ოპერაციიდან მესამე დღეს რონალდუ უკვე ვარჯიშობდა კლუბთან ერთად.

* 2009/2010 წლების სეზონის მატჩში „რეალი” „ხეტაფეს” ხვდებოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში რონალდუმ მაყურებლების მხარეს ძლიერად დაარტყა ბურთს ფეხი. ბურთი ერთ-ერთ ქომაგს მოხვდა ცხვირში და გაუტეხა. მატჩის დასრულების შემდეგ დაზარალებულ ქომაგს რონალდუმ პირადად გადასცა საჩუქრად თავისი მაისური.

* რონალდუ წარმოშობით კუნძულ მადეირადან არის, სადაც მოსახლეობას განსხვავებული აქცენტი აქვთ. ლისაბონში სასწავლებლად ჩასულ რონალდუს ხშირად დასცინოდნენ ამის გამო. ერთხელ, სკოლაში, მან მასწავლებელს სკამი ესროლა, როდესაც ვერ მოითმინა მორიგი დაცინვა.

* კრიშტიანუ რონალდუ ცნობილი გულთამპყრობელია და მისი დონჟუანობის შესახებ ლეგენდები დადის. ამჟამად ის რუს სუპერმოდელ ირინა შეიკს ხვდება, თუმცა, მანამდე მის სახელს არაერთ ლამაზმანს უკავშირებდნენ, მათ შორის პერის ჰილტონსაც კი. ცნობისთვის, 2004 წელს ჰოლანდიელმა ჰომოსექსუალებმა კრიშტიანუ რონალდუ წლის ყველაზე სასურველ მამაკაცად დაასახელეს.

скачать dle 11.3