კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი

ამერიკელმა ფოტოგრაფმა ტიმ ტადერმა ზაფხულში ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში სახალისო კალენდარი მიუძღვნა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთი არ ითვლება სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად, თუმცა, კალენდარს  ბევრი მყიდველი გამოუჩნდა. ფოტოგრაფმა, რომელიც ცნობილია განთქმული სპორტსმენების ფოტოსესიების მოწყობით (მათ შორის იყო რეკორდსმენი მოცურავე მაიკლ ფელპსი) მსოფლიო ჩემპიონატზე გასული ნაკრები გუნდების ფერებში გამოაწყო მომხიბლავი მოდელები,  რომლებიც მისი ფოტოკამერების წინ ბურთთან ერთად პოზიორებდნენ. 

 

ზიდანმა დიპლომი აიღო

მადრიდის „რეალის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ასისტენტმა და ბოლო ოცწლეულის მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა პროფესიული სპორტული კლუბის გენერალური მენეჯერის შემსწავლელი ორწლიანი კურსი წარმატებით გაიარა და შესაბამისი დიპლომი მიიღო. ზიდანთან  ერთად დიპლომის მფლობელი გახდა საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი ექსფეხბურთელი ოლივიე დაკური.

 

„საუთჰემპტონი” იყიდება

ახლო მომავალში, შესაძლოა, „საუთჰემპტონი” ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მდიდარი კლუბი გახდეს და უკან ჩამოიტოვოს „ჩელსი”, „მანჩესტერ სიტი” და „მანჩესტერ იუნაიტედი”. საქმე ისაა, რომ ბრიტანული კლუბის შეძენით ჩინელი მილიარდერი ვან ცზიანლინი დაინტერესდა. „დეილი მირორის” ცნობით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები კლუბსა და ბიზნესმენის წარმომადგენლებს შორის და გარიგების შესაძლო თანხად 175 მილიონი გირვანქა სტერლინგი სახელდება. ვან ცზიანლინი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანია: მისი კაპიტალი 8,6 მილიარდ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული, ხოლო უძრავი ბიზნესი, რომელსაც ის კურირებს – 19 მილიარდ გირვანქა სტერლინგად.

скачать dle 11.3