კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ადამიანმა არასდროს უნდა დაკარგოს იმედი ღვთისა და მომავლისა“

„ადამიანმა არასდროს უნდა დაკარგოს იმედი ღვთისა და მომავლისა“

„მახსენდება ერთი შემთხვევა რუსეთის ეკლესიის ისტორიიდან. რევოლუციის შემდეგ, როგორც იცით, აპატიმრებდნენ სამღვდელოებას. მათ შორის დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს ერთი მიტროპოლიტიც. მისი გადასახლება სიკვდილის განაჩენის ტოლფასი იყო, რადგან იქ ან ყინვისგან მოკვდებოდა, ანდა დახვრეტა ელოდა. შუა ზამთარი იყო. მატარებელი ციმბირის საშინელ გზებზე მაქსიმალური სიჩქარით მიჰქროდა. თქვენ იცით, რომ იქ კაცმა შეიძლება, ათასი კილომეტრი გაიაროს და ადამიანს ვერ შეხვდეს, ისეთი ტრამალები და უდაბნოებია. მატარებლის გამცილებლებმა იფიქრეს, სადღა მიგვყავს ეს მოძღვარი, მოდი, აქვე, ტაიგაში გადავაგდოთ, გაიყინება და მოკვდებაო. მართლაც, მიტროპოლიტი გაქანებული მატარებლიდან გადააგდეს. მაგრამ ღვთის მადლით, ცოცხალი გადარჩა, თოვლში ჩავარდა და არ დაიმტვრა. ლიანდაგებიდან გადაცოცდა და ლოცვა დაიწყო. ამ დროს ტაიგიდან დათვი გამოვიდა. მეუფე შეშინდა, მაგრამ ღვთის იმედს მაინც არ კარგავდა. მოხდა სასწაული – მივიდა დათვი და გვერდით მიუწვა და ასე, მთელი ღამე მღვდელმთავრის გვერდით იწვა, მიეკრა მას და ათბობდა. გათენდა, მაგრამ მეუფე არ განძრეულა, რადგან ეშინოდა, რომ ავდგე, ვაითუ შემჭამოსო. დათვი თვითონ ამდგარა და ტყეში წასულა. მიტროპოლიტი მხოლოდ ამის შემდეგ წამოდგა და გზას გაუდგა. მიდის და თავადაც არ იცის – სად. უცებ მამლის ყივილი მოესმა და მიხვდა, რომ სადღაც ახლო-მახლო ადამიანები ცხოვრობდნენ. მამლის ხმის მიხედვით გეზი აიღო და მიადგა პატარა სახლს, სადაც ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა. სწორედ ამ ქალმა გადაარჩინა მიტროპოლიტი.

ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ადამიანმა არასდროს არ უნდა დაკარგოს იმედი ღვთისა და მომავლისა“.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებიდან 

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის აღსრულებული სასწაულები

ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით, მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. პატრიარქი ბევრს ლოცულობდა და უფალს კერპის შემუსვრას სთხოვდა. ერთ ღამესაც მან ხილვა იხილა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმიდა სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, ის გემით გაემგზავრა ალექსანდრიას. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: „მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება“. მთელი ქალაქი სიხარულით შეეგება წმიდა საკვირველმოქმედ მღვდელმთავარს.

***

წმიდა მღვდელმთავარი ზოგჯერ სიმკაცრესაც იჩენდა, განსაკუთრებით ამპარტავნებისა და ცუდმედიდების მიმართ. ერთხელ ის ქალაქ ერითრას ტაძარში შევიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ დიაკონს მოკლე ლოცვის აღსრულება სთხოვა. მკის ჟამი იყო და ძალზე ცხელოდა. გარდა ამისა, მეუფე მგზავრობით იყო დაღლილი. დიაკონმა კი საკუთარი ხმისა და გალობის უნარის წარმოჩინების მიზნით, განგებ გააგრძელა ლოცვა. მაშინ წმიდა სპირიდონმა მკაცრად შეხედა დიაკონს და უბრძანა, დადუმებულიყო. დიაკონი იმწუთსვე დამუნჯდა. ყველას შიშის ზარი დაეცა. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო და ყველა სასწაულის სანახავად გამოეშურა. დიაკონი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა სპირიდონს და ხელებით ანიშნა – მისთვის მეტყველების უნარი დაებრუნებინა. იგივეს ევედრებოდნენ წმიდა მღვდელმთავარს დიაკვნის ახლობლები და მეგობრებიც. ბოლოს მეუფემ დიაკონს დაუბრუნა მეტყველება, მაგრამ სამუდამოდ ენაბრგვილი დარჩა და ხმაც დაუსუსტდა, რათა შემდგომში კვლავ არ ეამპარტავნა თავისი ნიჭით.

скачать dle 11.3