კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ბერი და ანგელოზი

ნეტარი ბერი იოსებ სპილიოტი (1959) ცდილობდა, გაემხნევებინა ახალგაზრდა ბერი, რომელიც სევდას შეეპყრო და მონასტრის დატოვება და თავისიანებთან დაბრუნება განეზრახა. ამიტომ სპილიოტმა ასეთი სასწაულის შესახებ უამბო მას:

„ათონის მთაზე ჩემს მოსვლამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, გავიცანი ერთი ბერი, რომელიც უსინათლო ხუცესის მორჩილი იყო. მისმინე, რა შეემთხვა ერთხელ მას.

ერთხელ მის სენაკთან ერისკაცი მივიდა.

– საიდან ხარ? – ჰკითხა სტუმარს შაოსანმა ბერმა.

აღმოჩნდა, რომ ისინი ერთი მიწა-წყლისანი იყვნენ. მაგრამ ბერმა მოსულს ეს არ გაუმხილა.

– შენ თუ იცნობ ასეთ ადამიანს, როგორ არის? – შეეკითხა მოსაგრე და მხედველობაში ჰყავდა თავისი მამა.

– ვიცი, – უპასუხა მოსულმა, – ის გარდაიცვალა და ღვთის ანაბარა დარჩა მისი ცოლი და ქალიშვილები. მათ ვაჟიშვილიც ჰყავდათ, რომელმაც მრავალი წლის წინ დატოვა ისინი. მას შემდეგ მის შესახებ აღარაფერი სმენიათ.

ამ ამბავმა შაოსანი მეტად დაამწუხრა. მას მონასტრის დატოვებისა და შინ დაბრუნების სურვილი გაუჩნდა.

– წავალ, – უთხრა მან ერთხელ თავის ხუცესს, – წავალ და ვიზრუნებ დედასა და დებზე.

მაგრამ ხუცესმა არ აკურთხა და ცრემლებით თხოვდა, დარჩენილიყო, ის კი შეუდრეკელი რჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ვერ შეძლო ახალგაზრდის შეჩერება, უსინათლო ხუცესმა ის თავის ნებაზე მიუშვა და მან დატოვა წმიდა მთა.

გზაში დაღლილი, ხის ჩრდილში ჩამოჯდა. ცოტა ხნის შემდეგ ამ ხეს კიდევ ერთი დაღლილი შაოსანი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.

– ვხედავ, რომ დამწუხრებული ხარ, ძმაო. რა დაგემართა? – ჰკითხა ამ უკანასკნელმა.

– თავი დამანებე, მამაო, უბედურება შემემთხვა, – უპასუხა ხუცესის მიმტოვებელმა მორჩილმა და თავისი ამბავი უამბო.

მაშინ კეთილმა მგზავრმა უთხრა:

– მისმინე, ძმაო, დაბრუნდი შენს ხუცესთან, უფალი თვითონ იზრუნებს შენს ახლობლებზე, შენ არ უნდა მიატოვო იგი, მით უმეტეს, რომ  ბრმაა.

მაგრამ მან ყურადღება როდი მიაქცია შემთხვევითი თანამოსაუბრის რჩევას. მგზავრს მრავალი მაგალითი მოჰყავდა, მაგრამ ჯიუტი ბერი ფეხზე ადგა და გზის გაგრძელება დააპირა.

– ასე რომ, შენ არ შეისმინე ჩემი სიტყვები? – უკანასკნელად შეეკითხა ბერს მგზავრი.

– არა.

– მაშინ, იცოდე! მე უფლის ანგელოზი ვარ. როგორც კი მამაშენი გარდაიცვალა, უფალმა შენი ოჯახის მფარველობა დამავალა. მაგრამ, რადგან არ მიჯერებ და თვითონ გსურს მათზე იზრუნო, მაშინ მე ვტოვებ მათ და მივდივარ.

ანგელოზი  მეყსეულად გაქრა. ბერი ძალიან შეწუხდა და მონანული დაბრუნდა ბრმა ხუცესთან. სენაკში შესულმა დაინახა, რომ მოძღვარი მისთვის ლოცულობდა...“

 

 

скачать dle 11.3