კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა ვირუსი შემოიჭრა თბილისში და ვინ ეხმარება ნანკა კალატოზიშვილს დაკარგული შვილის მოძებნაში

„პარადოქსი“ – სერიალი, რომელიც მანამდე გახდა განხილვისა და ინტერესის საგანი, სანამ მისი პირველი საანონსე ვიდეო გამოჩნდებოდა ინტერნეტში. ფილმს ყველაზე მეტად ბრიტანული და ამერიკული სერიალების მოყვარულები ელოდებიან – ისინი, ვინც ღამეებს ათენებენ „გეიმ ოფ ტრონის“ და მსგავსი სატელევიზიო სერიალების ახალი სეზონების მოლოდინში. „პარადოქსის“ სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ჯაბა მელქაძე, ახალგაზრდა რეჟისორი, რომელსაც სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს და ახალი ვიზუალი მისცა სატელევიზიო პროდუქტებს. ინტერვიუ ფილმის რეჟისორთან და მთავარი როლის შემსრულებელთან, ნანკა კალატოზიშვილთან ჩავწერეთ.

 

ჯაბა მელქაძე: „ჯიდიესთან“ ერთად ჩვენი უამრავი იდეის განხორციელების საშუალება მოგვეცა. შეიკრიბა ისეთი ჯგუფი, როგორის შეკრებაც საქართველოში ძალიან რთულია - მხატვრები, გრაფიკოსები, ოპერატორები... ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც ბევრი რამის გაკეთების საშუალება მოგვეცა. პლუს ტექნიკური საშუალებები, რადგან, თუ განათება ნორმალური არ გაქვს, რაც უნდა ნიჭიერი იყო, თვალებით ვერ გაანათებ (იცინის). თავიდანვე გრანდიოზული იდეით არ დაგვიწყია, პატარა ტიხრების გადაღებით დავიწყეთ. ნელ-ნელა მოვახერხეთ ინტეგრირება გრაფიკული ელემენტების, ახალი ვიზუალის. მოკლედ, მომწიფდა იდეა, რომ უკვე შევძლებდით რაღაც ფანტასტიკისმაგვარის გადაღებას. 

– ეს ფანტასტიკური ჟანრის სერიალი იქნება? 

– ასე ერთ ჟანრს ვერ მივაკუთვნებ. სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის ელემენტებიცაა, მომდევნო სერიებში კი მისტიკაც შემოდის. ისეთი თემაა არჩეული, რომელიც ბევრი რამის საშუალებას გაძლევს. თემა არის ორი ცივილიზაცია, უფრო სწორად, უცხო ცივილიზაციის შემოჭრა ჩვენს ცივილიზაციაში. ჩვენი არხის ვიზუალური ეფექტების სუპერვაიზერი ვინც არის, ის სულ მეუბნებოდა: გადაიღე ხიდი და ავაფეთქებო, – სულ ექსპერიმენტებისკენ მიბიძგებდა. იდეაც ისე არ მოსულა, – მოდი, ხვალ სერიალი გადავიღოთო. გამიჩნდა იდეა, რომ გადავიღოთ რამე, რომლის სიუჟეტშიც თბილისში რაღაც ვირუსი იქნება გავრცელებული. ფიქრი ვირუსიდან დავიწყეთ და, საბოლოო ჯამში, მივედით იქ, სადაც მივედით (იცინის). ამ, ერთი შეხედვით, ძალიან სარისკო იდეას, არხის ხელმძღვანელები, მით უმეტეს, ბერა, დიდი ინტერესით შეხვდა. ბერას, უბრალოდ, მოვუყევი, რას ვაპირებდით, დავუკავშირდით თორნიკე გოგრიჭიანს და გადავიღეთ 16 წუთი. ამ თექვსმეტივე წუთში მხოლოდ თორნიკეა და მოქმედება ვითარდება მეტროში. ამ 16-მა წუთმა და სიტყვიერად მოყოლილმა იდეამ გადაწყვიტა ყველაფერი. 

–  რა სიუჟეტია, რა ხდება სერიალში?

– ერთი თბილისელი, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბიჭი მეტროში ხვდება ნანკას გმირს. ნანკას გმირს აქვს პრობლემა – წინა დღით შვილი გაუშვა ექსკურსიაზე. ამ დროს თბილისში საშინელება ხდება: ვირუსი ვრცელდება, ვიღაც უცნაური ტიპები დარბიან, ხალხს ერჩიან. მგზავრებს მეტროდან გამოსვლა უნდათ, მაგრამ, არ გამოსდით. ბოლოს, მეტროს გვირაბებიდან როგორღაც გამოაღწევენ და ყველაფერ დანარჩენს უკვე სერიალში ნახავთ. მთავარი ხაზი ნანკას შვილი ანაა, რომლის ძებნაშიც ნანკას გმირს, არა მხოლოდ თორნიკეს გმირი, არამედ, სხვა გმირებიც ეხმარებიან, რომლებიც ნელ-ნელა მის გარშემო ჩნდებიან და ამაში ნანკას გმირს უმართლებს. 

– ვირუსი სხვა ცივილიზაციიდან შემოჭრილია? ალბათ, პარალელურად მიმდინარეობს კვლევა ანტივირუსის შესაქმნელად.

– არა, პირველ სეზონში მაქამდე ვერ მივდივართ (იცინის). ვირუსი კი არის, თან, ძალიან ცუდი, რომელიც კბენით გადადის, მაგრამ, არ ვიცით მისი წარმომავლობა, საიდან გაჩნდა, არის თუ არა ის რამე კავშირში ამ სხვა ცივილიზაციასთან, მტერია ჩვენი თუ მოყვარე. სეზონის ბოლომდე იქნება ამის გარკვევის პროცესი. 

– რამდენი სერიაა პირველი სეზონი?

– საშუალოდ, 45-წუთიანი რვა სერიისგან შედგება. ყველა სერიაში ისმევა კითხვები, რომლებსაც პასუხებიც ეცემა, მაგრამ, იმ მთავარ კითხვაზე – სინამდვილეში რა მოხდა, – რა თქმა უნდა, პსუხს პირველ სეზონზე არ გავცემთ.

– რატომ არის ამხელა მოლოდინი, თქვენ როგორ გგონიათ?

– მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ, მაინც მგონია, რომ მთელი ჯგუფი, მსახიობებიან, გამნათებლებიან, მძღოლებიანად, უცებ მივხვდით, რომ რაღაც მართლა კარგს ვაკეთებთ. არა, მე თავიდანაც მომწონდა, მაგრამ (იცინის)... მოკლედ, კარგად აეწყო ეს ისტორია. 

– როგორ რეჟიმში მუშაობთ?

– საშინელში. ჩვეულებრივი სერიალებიც კი ძალიან დიდ დროს მოითხოვს და, ჩვენ გადაღების მერე ვიწყებთ მთავარ საქმეს. ნანკა კი ამბობს, ძალიან სწრაფად მუშაობთო, მაგრამ,  რა ვიცი, მოკლედ, არ ვიშურებთ ძალებს, გვინდა, შესაძლებლობები გამოვწუროთ. აქ ვცხოვრობთ და არ ვწუწუნებთ. რაც მთავარია, გვიხარია, ღამეებს ვათენებთ და ბედნიერები ვართ. რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის – კარგიაო, ბევრსაც არ მოეწონება, მაგრამ, მთავარია, რომ გაჩნდა პრეცედენტი, რომ რაღაც განსხვავებული გაკეთდა. თუ გვინდა, რაღაც გადავიღოთ, სფერო უნდა განვითარდეს. დაიშვა პრეცედენტი, რომ სერიალი გადავიღეთ ინფიცირებულ ხალხზე. ორი წლის მერე, ვიღაცა თეატრალურს რომ დაამთავრებს, ის კიდევ უფრო გაგიჟდება და რაღაც უფრო მაგარს გადაიღებს. 

– ფესტივალზე ხომ არ აპირებთ გატანას?

– ფესტივალზე არა, მაგრამ, ძალიან გაგვიხარდება, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის არხი შეიძენს. მაინცდამაინც ბრიტანეთი თუ არა, რომელიმე სხვა ქვეყანა მაინც. ამის პრეცედენტიც თუ მოხდა, ძალიან მაგარი იქნება. მოკლედ, ყოველ კვირას, 10 საათზე დაგველოდეთ „ჯიდიესზე“!

ნანკა კალატოზიშვილი: ეს ყველაფერი დაიწყო ივლისში. დამირეკა პროდიუსერმა, თათა ედიბერიძემ და, მკითხა, რას შვრებიო. რა ვიცი, ახლა გავაჩინე-მეთქი ბავშვი. ვიფიქრე, მოსალოცად მირეკავდა (იცინის). დამიბარა გასაუბრებაზე. მივედი და დამხვდა ჯაბა, რომელმაც ისე ანთებულმა მომიყვა ამ თავის პროექტზე, რომ, არც დავფიქრდი, კი-მეთქი, ვუთხარი. სახლში რომ დავბრუნდი, მაშინ ვიფიქრე, ეს „კი” რანაირად ვთქვი-მეთქი, მაგრამ (იცინის)... რეჟისორები კი, დადიან და წუწუნებენ, რომ მსახიობების დეფიციტია და სულ ახალ სახეებს ეძებენ, მაგრამ, აბა, მსახიობებს გვკითხონ, როგორი დეფიციტი გვაქვს კარგი რეჟისორების?! ერთეულები არიან თეატრშიც, კინოშიც და ტელევიზიაშიც. აქ მივხვდი, რომ მომეწონებოდა ეს ყველაფერი. პირველი გადაღება დაინიშნა მეტროში, დილის ხუთ საათზე და ეგრევე დავბრუნდი ჩემს ჩვეულ რეალობაში, რომელიც დავიწყებული მქონდა. ბოლოს მივხვდი, რომ ფეხზე ვერ ვდგავარ, ისეთი გადაჩვეული ვიყავი ამ ყველაფერს. 

– შვილს ეძებ, ხომ, სერიალში?

– კი, ექიმს ვთამაშობ, რომელსაც დაეკარგება შვილი. ამ დროს ქალაქში ხდება უცნაური მოვლენები, რაც აბსოლუტურად ცვლის ყველას ცხოვრებას. 

– რასაც ჯაბა გიყვებოდა ანთებული, ის რომ ნახე, თუ ჰგავდა მის მონაყოლს?

– მგონი, ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ზუსტად ის არის, რაც ჯაბამ დამანახვა. ეს ძალიან იშვიათად ხდება. ვნახე პირველი სერია დამონტაჟებული და ძალიან მაგრა მომეწონა. არის რაღაც ნიუანსები მსახიობისთვის, რომლებზეც თავი გვიხლია და გაგვიკეთებია, ბოლოს კი ისე ყოფილა ამოჭრილი, რომ გული გამხეთქვია. მარტივად, ვთქვათ რაღაც შეფასება, რომელიც რეჟისორისთვისაც და შენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მის გარეშე იმ სცენის გაგრძელება გაუგებარია. სამწუხაროდ, ახალბედებს ეს ემართებათ ხოლმე, რომლებმაც დრამატურგიული აგება არ იციან და ჯერ კიდევ სწავლის პროცესში არიან. მე კიდევ, ამას საშინლად განვიცდი. მერე გამოდის, რომ მე არ მოვიფიქრე, და ეს ძალიან ცუდია. აქ კი, რაც მოვიფიქრეთ, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს და, მინდა, მაყურებელს მოეწონოს. 

– რანაირად მოახერხე ეს ყველაფერი თვეების ბავშვით?

– დედა მყავს სასწაული. სახლში რომ მივედი, საგონებელში ჩავვარდი – რა უნდა ვქნა- მეთქი, რადგან, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა. მაყურებელი მიხვდება, სერიალით გზადაგზა რძე როგორ გაქრა (იცინის). მაგრამ, ისე დამაინტერესა და ისე მომინდა, რომ, გავაკეთე. მოკლედ, როცა გინდა, ყველაფერს გააკეთებ.

– სხვა არხებზეც ხარ ამა თუ იმ პროექტში, ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს არ უშლის?

– არც ერთი ტელეარხის ოფიციალური, შტატიანი თანამშრომელი არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ არხის გახსნის დღიდან „იმედზე” ვმუშაობ, სულ კონტრაქტით ვიყავი. რატომ, არ ვიცი, მაგრამ, ასეა. როდესაც უშუალოდ ეკრანზე ვარ, რაღაც არხებზე გამოჩენის შეზღუდვა მაქვს. ბიძინა ბარათაშვილის დროს ყველაგან მიშვებდნენ, მერე შეზღუდვები იყო, მაგრამ, ახლაც არ მქონია რამე პრობლემა. მით უმეტეს, სერიალზე მუშაობა დაწყებული მქონდა, როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დავიწყეთ. არანაირი პრობლემა არ შემქმნია, ერთი ის იყო, რომ ხუთშაბათ დღეს ვერაფერს ვიღებდით. მოკლედ, ამდენ წვალებად ღირდა, ძალიან მაგარი გამოვიდა და, ყოველ კვირას, 10 საათზე, „ჯიდიესზე“ გადართეთ და ჩაერთეთ. 

– როგორც ჯაბამ გვითხრა, პატარა ბავშვები ეკრანს უნდა მოვარიდოთ.

– კი, არის იქ რთული სცენები და ჯობია. გრიმიორი პატარა გოგოა, ლანა ამოევა, რომელიც ყოველდღიურად სწავლობს. ძალიან მაგარი დამოკიდებულებაა სტაფში, სადაც ყველაზე დიდი მე ვარ – დეიდა ნანული დავიარები წინ და უკან (იცინის). გაოგნებული ვარ ჯგუფით. ეგეთი მობილიზებული არ მინახავს არაფერი. მაგრად მუშაობენ ბავშვები. თათა ედიბერიძე, შე გველო, მიყვარხარ ძალიან (იცინის)!

 

скачать dle 11.3