კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი დრო სჭირდება საყვარელ ქალთან „დასატკბობად” ბორის ბედიას და რატომ არ არსებობს მისთვის „შეუბმელი” ქალი

მომღერალი ბორის ბედია, ის მამაკაცია, რომელიც ყველა ქალში მომხიბვლელობას ეძებს, სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეტრფის და მათ გამო საგმირო საქმეებზეც არ ამბობს უარს. თუმცა, ამ ეტაპზე მის გვერდით არ დგას ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებს, მოსიყვარულე და თბილ ოჯახს შექმნის, მაგრამ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და ამითიც ბედნიერია. რაში ეხმარება მას ქართული ტემპერამენტი, როდის უმღერის სხვის ცოლებს და როგორი სასიძოა, ამაზე თავად გვესაუბრება.

 

ბორის ბედია: უცბად ყველაფერი კარგი არ ხდება ჩემს ცხოვრებაში. დაგეგმილი საქმეც, არასოდეს გამომდის. თუმცა, უეცარი სასიხარულო ამბები ხშირია ჩემს თავს. ერთი სიტყვით, ჩემს გარშემო ყველაფერი ნელ-ნელა ვითარდება და საბოლოო ჯამში, კარგად სრულდება. მოულოდნელი სიხარული უფრო კარგია, ჩემი აზრით, ვიდრე დაგეგმილ-გააზრებული (იცინის). დროა საჭირო, რომ ის წარმატება შეიგრძნო კაცმა, რასაც დიდი ხანი ელოდი. ხშირად მეკითხებიან, დრო რომ უკან დააბრუნო, რას შეცვლიდიო. არც არაფერს შევცვლიდი. 20 წლის ასაკში „დავფრინავდი”, ამბიციურიც ვიყავი, თუმცა, ახლა 30 წლის რომ გავხდი, უფრო მყარად დავდექი მიწაზე და რეალობას გავუსწორე თვალი. 

– ისეთი ასაკი გაქვს, როცა დაოჯახებაზეც უნდა იფიქრო და მარტოს მიწაზე მყარად დგომა არ უნდა გინდოდეს. არ მეთანხმები?

– გეთანხმები. მაგრამ ჯერჯერობით დაოჯახებას არ ვაპირებ, რადგან შეყვარებული არ მყავს. თუ ერთი წელი მაინც არ დავტკბი რჩეულთან შეყვარებულობის პერიოდით, ისე ხომ ვერ მოვიყვან ცოლად?! (იცინის) უცბად გაიცანი და ერთ თვეში ცოლად მოიყვანე, ჩემთან არ მოსულა. 

– შენი მოსაწონი გოგო ჯერ არ დაბადებულა, თუ რაშია საქმე? მგონი, ძალიან წუნია ხარ.

– მე ბევრი გოგონა მომწონს, მაგრამ გულს და ბედს ხომ ვერ უბრძანებ? თან, კარიერას „ვაწვები” და ორივე ერთად არ გამოდის. მირჩევნია პირადი ცოტა ხნით გვერდით გადავდო, კარიერა ავაწყო და მერე ვიფიქრო დაოჯახებაზე. 

– როგორი ხარ შეყვარებული? გეწყება ამ დროს „ფრენის” პერიოდები?

– სხვათა შორის, ძალიან ვიცვლები, როცა ქალი მიყვარს. როცა გვერდით საყვარელი ადამიანი მიდგას, ბედნიერებას ბოლომდე შევიგრძნობ და ცხოვრება მიხარია. ზოგადად, ქალი მიყვარს, ლამაზ ქალზე კი ჭკუა მეკეტება (იცინის). ყველა ლამაზი მანდილოსანი ჩემი მუზაა. სიმღერაც მიხარია მათი შემხედვარე. ხშირად ყოფილა, სცენიდან დამინახავს დარბაზში მანდილოსანი, მომწონებია და მთელი საღამო, მისთვის მიმღერია. არ დაგიმალავთ და, ისე არ მყვარებია, რომ „გამეჭედა”, თუმცა ქალის გამო მიტირია. 

– ახლა სად არის ის ქალი, ვის გამოც გიტირია?

– ახლა ის ქალი ბედნიერია და მე ეს ძალიან მახარებს. ეგოისტი არ ვარ. უბრალოდ, მაშინ პატარები ვიყავით ორივე. მერე გავიზარდეთ, მან თავისი გზა და ბედი მონახა, მე – ჩემი. სულ ესაა. მე ბედისწერის მჯერა. ის ჩემი ბედი არ იყო და ამიტომაც არ ვდარდობ წარსულზე. იცით, რას ვფიქრობ? კაცმა მთავარია, გულით არ უღალატო ქალს, თორემ სხვა ლამაზი ქალები კი უნდა შეამჩნიო გარშემო. ასეთი „მაიმუნობები” მოსულა (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, რა ვიცი, იქნებ პატარა ბედიები დარბიან უკრაინაში, რუსეთში ან საქართველოში და მე ეს არ ვიცი-მეთქი (იცინის). 

– მერე, ეს არ უნდა გაარკვიო?

– და, რას მეუბნები, მთელი ჩემი ბიუჯეტი ალიმენტებში გინდა წავიდეს (იცინის)? არც მეყოფა, ალბათ. 

– ვიცი, რომ შენი დის მესაიდუმლე ხარ და ძალიან გენდობა. ბოლო დროს, მის გარშემო უამრავი ჭორი ტრიალებს. ამაზე რას ფიქრობ?

– ძალიან მეწყინა, ჩემს დას ოჯახი რომ დაენგრა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მისი ცხოვრებაა, მისი გადასაწყვეტია და ამაში მე ვერ ჩავერევი. ის ზრდასრული ადამიანია და თავად უკეთ იცის, რასაც აკეთებს. დღეს სოფოს რჩეული ჰყავს და ის ადამიანი ძალიან, ძალიან მომწონს. სანამ გავიზრდებოდით, მის მიმართ სიმკაცრეს ვიჩენდი, მაგრამ დღეს სოფო 31 წლისაა, ჰყავს შვილი და ცხოვრობს დამოუკიდებლად. ახლა ჩემი სიმკაცრე, ვფიქრობ, ზედმეტია. მე ის უბრალოდ მენდობა და მიმხელს იმას, რაც გულში აქვს. ჩვენ ასეთი ურთიერთობა გვაქვს. თუ სოფო მთხოვს რაიმეში დახმარებას, მთებს გადავდგამ მისი გულისთვის, მაგრამ თავადაც ძლიერია. ოჯახის დანგრევის შემდეგ, მიშა მესხი რომ გამოჩნდა მის ცხოვრებაში, მითხრა, მიყვარსო, გამაცნო და დღეს ვმეგობრობთ კიდეც. იმედია, როცა ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდება საყვარელი ადამიანი, სოფოს გავაცნობ და ისინიც იმეგობრებენ. ეს ჩვეულებრივი მომენტია. 

– მოდი, გამიმხილე, რომელი ქვეყნის ქალებით მოიხიბლე ყველაზე მეტად?

– ჰოლანდიელი გოგონებით მოვიხიბლე, ჯიშიანი ქალები ჰყავთ, თუმცა რუს და უკრაინელ გოგონებს, მაინც ვერ შევადარებ (იცინის). ერთ ჰოლანდიელ გოგონასთანაც მქონდა რომანი და არ დამავიწყდება, ველოსიპეტით გამოიარა გზა ერთი ქალაქიდან მეორემდე, ჩემთან რომ მოსულიყო. მართლა კარგი ურთიერთობა გვქონდა, მერე გათხოვდა და დღესაც ინტერნეტით ვკონტაქტობთ, მიწერ-მოწერა გვაქვს. ქართველი ქალები არიან „ფოკუზნიკები”. ისე თამაშობენ ურთიერთობებში, კაცს გზა-კვალს აგიბნევენ. რუსის ქალი კი „ნაღდია”, თუ მოწონხარ, „ფოკუზნიკობის” გარეშე, არ გაგიშვებს ხელიდან, პირდაპირ გეტყვის, რასაც გრძნობს და რაც უნდა. ანუ რუსი, პირდაპირ ამჟღავნებს სიყვარულსაც და ზიზღსაც, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე. თუმცა, მიყვარს, ქალს რომ თავისი მეობა აქვს და არ მიყვარს ფილოსოფოსი ქალები. საშინელებაა, ლოგინში რომ ქალი ფილოსოფოსობს. ასეთ ქალს ბალიშით გავგუდავ (იცინის). მე საწოლში სიჩუმე და საქმე მინდა, რად მინდა მისი ფილოსოფიის მოსმენა? ლაპარაკი მეც მიყვარს, მაგრამ საწოლში სიჩუმე და საქმე მირჩევნია, რა დროს ლაპარაკია.

– ამბობენ, ქართული ტემპერამენტი, უცხოეთში კარგად ჭრისო. 

– ქართული ტემპერამენტი რომ უცხოეთში „ჭრის,” ფაქტია. რომ ვაკვირდები, ქალებს მორცხვი მამაკაცები არ მოსწონთ. ერთ დროს მეც ვიყავი მორცხვი და უკრაინელ და რუს გოგონებთან ურთიერთობამ „გამომწვრთნა”. დღეს, შემიძლია თამამად „მივაჭრა” გოგონასთან და პირდაპირ, ყოველგვარი მორცხვობის გარეშე, ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ მასზე. დამიჯერეთ, „შეუბმელი” ქალი არ არსებობს, მთავარია, მოინდომო. კი იპრანჭებიან, მაგრამ თვალებში რომ ჩახედავ, გეუბნება, შენი ვარო (იცინის). ასე რომ, ქალს რომ შევხედავ, ზუსტად ვხვდები, რა უნდა და თვალებში ცქერით შემიძლია, ისე დავაჰიპნოზო, თავადაც ვერ მოვიდეს აზრზე (იცინის). თუნდაც, მის გვერდით საყვარელი მამაკაცი იჯდეს. 

– მერე, ასეთი პირდაპირობის გამო, უსიამოვნო ამბებში არ ეხვევი ხოლმე?

– ყოველთვის ვერიდები ჩხუბს და ისე არ მიმყავს სიტუაცია, რომ მუშტი-კრივში გადაიზარდოს. ღმერთმა ნუ მომახვედროს ქალის გამო მუშტი (იცინის).

 

скачать dle 11.3