კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ზამთარში და გაზაფხულზე, წელიწადში ოთხჯერ ან მეტჯერ, ყელში მიგროვდება ნახველი, რომელიც მიშლის ლაპარაკში, მიჭირს ყლაპვა, სულ მინდა, ამოვიღო და ამის გამო მთელი დღე საპირფარეშოში ვარ. არ ვარ მწეველი. ანთება მქონდა. ახლა კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ, ეს ყელში გაჩხერილი ნახველი ძალიან მაწუხებს. რისი ბრალია ეს?

პასუხი: თქვენი ჩივილის სავარაუდო მიზეზი ქრონიკული ეთმოიდიტია, რომელსაც ახასიათებს გამონადენის გამოყოფა ცხვირ-ხახაში, რაც ნიშნავს, რომ პერიოდულად გექნებათ გამწვავებების და რემისიების მონაცვლეობა. მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ გაციებასა და ვირუსულ ინფექციებს. მკურნალობა და გამორეცხვები ამცირებს დაავადების სიმპტომატიკას. მიმართეთ ლარინგოლოგს. 

კითხვა: რამდენი საათი უნდა იძინოს მოზარდმა დღე-ღამის განმავლობაში?

პასუხი: მოზარდს საშუალოდ 8-10 საათი უნდა ეძინოს.  

კითხვა: სწორია თუ არა მოსაზრება, რომ საკვების მიღების შემდეგ წყლის დალევა ასუქებს? 

პასუხი: წყლის დალევა წონაში მატებას არ განაპირობებს, მაგრამ, კუჭში მოხვედრილი წყალი ანეიტრალებს კუჭის წვენსა და ფერმენტებს, რამაც უნდა გადაამუშაოს საკვები. კვებამდე ცოტა ხნით ადრე ან უშუალოდ ჭამის დროს მიღებული წყალი აფერხებს საკვების მონელებას. ამიტომ, რეკომენდებულია წყლის და ყველა სითხის მიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამის დასრულებიდან მინიმუმ 1 საათის შემდგომ, თუმცა, უმჯობესია, გავიდეს 2-3 საათი. 

კითხვა: მაქვს C ჰეპატიტი. შეიძლება თუ არა ჩემთვის საქონლის ხორცით დამზადებული ძეხვის ან სოსისის მიღება?

პასუხი: დაშვებულია ნაკლებად ცხიმიანი (საქონლის, ხბოს, კურდღლის), ორთქლზე დამზადებული, გატარებული ხორცი. დიეტური ძეხვეული, საქონლის ხორცის სოსისი (ხარისხში დარწმუნებული უნდა იყოთ). 

კითხვა: ჩემს მეზობელს დაუდგინდა ლამბლიოზი. ძალიან ვნერვიულობ, მეც ხომ არ ვარ დაინფიცირებული, რადგან, ორჯერ ერთად ვისადილეთ და ერთხელ მისი ჭიქიდან მოვსვი წყალი. ჯერჯერობით არანაირი სიმპტომი არ მაქვს. დიდია დაინფიცირების შანსი? 

პასუხი: ლამბლიოზი გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით; საერთო ჭიქის გამოყენებით ის არ გადადის.

 

скачать dle 11.3