კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უწინასწარმეტყველა ვანგამ ექიმ თინათინ მაჩაიძეს და როგორ გახდა ის მსოფლიოში ცნობილი მკურნალი

ჯერ კიდევ 90-იან წლებში უკვე ლეგენდები შეიქმნა თინათინ მაჩაიძის უნიკალურ სამკურნალო მეთოდებზე. მას დღემდე ახასიათებენ, როგორც უნიჭიერეს, უძლიერეს მკურნალს, უნიკალური სამკურნალო მეთოდებითა და უსწრაფესი და გასაოცარი შედეგებით. უკვე 25 წელია, რაც თინათინ მაჩაიძე მუხლჩაუხრელად ემსახურება ჯანმრთელობაშერყეულ ადამიანებს. მას ათასობით იმედგადაწურული, მძიმე სენისგან შეწუხებული, ხშირად არასწორი დიაგნოზითა და არასწორი მკურნალობით დატანჯული ადამიანები აკითხავენ. დღემდე პაციენტების შეფასება უცვლელი რჩება. ქალბატონი თინიკო ნამდვილად განსაკუთრებული ენერგიით, ნიჭით, განკურნების ინდივიდუალური და უსწრაფესი შედეგებით ლიდერობს მკურნალთა შორის. იგი არა მარტო საქართველოდან, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ღებულობს პაციენტებს. მადლიერმა პაციენტებმა მას „ცოცხალი დიაგნოსტიკური აპარატი“, „ნევროზების დედოფალი“, „სასწაულმოქმედი მკურნალი“ შეარქვეს. ამბობენ, ქალბატონმა თინიკომ ყველა დაავადების ენა იცის. მისგან დაუმარცხებელი ავადმყოფობა თითქმის არ არსებობსო. განსაკუთრებით რა სასწაულებრივ მეთოდს ფლობს ექიმი თინათინ მაჩაიძე და როგორ  უბრუნებს ის დაკარგულ იმედს მასთან მისულ დაღლილ და უიმედო პაციენტებს, ეს მის საიდუმლოდ რჩება.

თინათინ მაჩაიძეს ცნობილმა წინასწარმეტყველმა ვანგამ უწინასწარმეტყველა, რომ უამრავი ადამიანის განკურნებას შეძლებდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ მკურნალად აღიარებდნენ. მანვე უთხრა, „მესამე თვალი“ აგეხილება და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს დაინახავო. „მაშინ ვანგას გაოცებული ვუსმენდი. რაც დრო გადის, დიდი ნათელმხილველის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა მიცხადდება. ეგრეთ წოდებული „მესამე თვალი“ მართლაც ამეხილა – უტყუარი დიაგნოზის დასმა შემიძლია. ავადმყოფს ერთი თვალის შევლებით ვუსვამ დიაგნოზს. იმასაც ვგრძნობ, ძალა თანდათან როგორ მემატება. ყოველდღიურად ჩემი შესაძლებლობები მაქსიმუმს აღწევს“ – ამბობს ქალბატონი თინათინი.

ვანგამ თინათინ მაჩაიძეს მსოფლიო აღიარებაც უწინასწარმეტყველა და, მართლაც, მისი სახელი დიდი ხანია, საქართველოს საზღვრებს გასცდა და არაერთ უცხო ქვეყანაში ჰპოვა ჭეშმარიტი აღიარება და პატივისცემა. მკურნალის პროფესიასთან ერთად იგი იშვიათი ღვთიური მადლითაცაა დაჯილდოებული. მის მიერ სწორად წარმართული მკურნალობა უფლებას აძლევს, რომ სიცოცხლისძალადაბრუნებული პაციენტების ბედნიერებით გაიხაროს. ეს კი ექიმის გამარჯვებაა, რომელიც ცოდნით, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით მიიღწევა. სპეციალისტთა აზრით, თინათინ მაჩაიძის ბიოენერგია შესაძლებლობათა მაქსიმალური შედეგებით უძლიერესია. დღეს უკვე ადამიანებს სწამთ სასწაულების და, როცა ეს სასწაული შენსავე დედაქალაქში, შენ გვერდით ხდება და ამ სასწაულებს ერთი ლამაზად მოღიმარი ქალბატონი ახდენს, თითქოს წამიერი ეჭვი გიპყრობს, ეს ყველაფერი სინამდვილეა თუ არა. რეალობა კი გაიძულებს, სიმართლეს თვალებში შეხედო. სწორედ ასეთია ათასობით განკურნებულ პაციენტთა საერთო აზრი თინათინ მაჩაიძის სასწაულმოქმედ მკურნალობაზე.

*

თინათინ მაჩაიძის სამკურნალო კაბინეტთან უამრავ ადამიანს ნახავთ. მადლიერი პაციენტები მკურნალის ქებაში ერთმანეთს ეცილებიან. ყველა აღნიშნავს, რომ ქალბატონ თინათინს მართლაც ღვთისგან ბოძებული ძალა გააჩნია. მისი თანაშემწე ლელა ყირიმლიშვილი, უამრავი სენსაციური განკურნების მოწმე გამხდარა.

ლელა ყირიმლიშვილი: რაც აქ ხდება, მართლაც სასწაულია. ქალბატონ თინათინთან წლების განმავლობაში უშედეგო მკურნალობით დაღლილი, ხელჩაქნეული ადამიანები მოდიან. რამდენიმე სეანსის შემდეგ კი სრულიად განკურნებულები მიდიან. აქ მკურნალობის შემდეგ ადამიანები თითქოს თავიდან იბადებიან.

ლირა მუხიგულაშვილი: ქალბატონ თინასთან 2006 წლიდან ვმუშაობ. ბედნიერი და ამაყი ვარ, როცა გვერდით მყავს ისეთი უნიკალური მკურნალი, როგორიც ქალბატონი თინიკოა. ჩემი ღრმა რწმენით, არ არსებობს დაავადება, რომელიც არ დამარცხდება ქალბატონი თინიკოს მკურნალობით.

ახლა კი მის პაციენტებსაც მოვუსმინოთ:

ნინო ლალიაშვილი: ნევროზის უმძიმესი ფორმით ვიყავი დაავადებული. მაწუხებდა შიშები, ჰაერის უკმარისობა, შინაგანი კანკალი, სხეულის სიმძიმე, თავის ტკივილი, გაბრუება, მუდმივად ცუდის მოლოდინში ვიყავი. ხალხმრავლობას ვერ ვიტანდი. ამ სატანჯველისგან ქალბატონი თინათინის წყალობით გავთავისუფლდი. გულით ვლოცავ ამ მართლაც ღვთისნიერ მკურნალს და უღრმეს მადლობას ვუხდი!

ვახტანგ გოგოლაძე: ქალბატონ თინათინთან ნაღვლის ბუშტის ანთებამ და კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა მომიყვანა. მასთან მისვლა ჩემმა მეგობარმა მირჩია. ისე აქებდა და ისეთი მადლიერებით იხსენებდა მას, რომ რწმენა გამიჩნდა. მაგრამ, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, სრულიად ჯანმრთელი ვარ!

დავით რამიშვილი: ჩემი დაავადება რადიკულიტი და ნერვის ანთება იყო. ამ დაავადებამ ახალგაზრდა კაცი თითქმის ავადმყოფად მაქცია. განკურნების იმედი დავკარგე. სხვადასხვა სახის მეთოდები მირჩიეს, მაგრამ შედეგი ვერაფერმა გამოიღო. ქალბატონ თინათინთან მეუღლემ მიმიყვანა. მართალი გითხრათ, განკურნების იმედი არ მქონდა, მაგრამ რამდენიმე სეანსის შემდეგ, უკვე შვება ვიგრძენი და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. მადლობა ჩემს გადამრჩენელ ქალბატონს!

მაია დიდებულიძე: საშინელი ალერგია მქონდა ბოლო წლებში. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ალერგიის შეტევა მიძლიერდებოდა, რასაც მაღალი წნევაც დაემატა. ქალბატონი თინათინის მკურნალობის შემდეგ მთლიანად აღმიდგა ჯანმრთელობა.

გიორგი სიხარულიძე: ქალბატონ თინასთან ჩემმა შვილებმა მომიყვანეს. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი: მაწუხებდა გულის არითმია, სისხლძარღვების შევიწროება, შაქრიანი დიაბეტი, ნევროზი. არ მქონდა სიცოცხლის ხალისი. სამი სეანსის შემდეგ შვება ვიგრძენი. სულ 15 სეანსი დამჭირდა. გთხოვთ, ყველამ იწამოთ და დაიჯეროთ სასწაულის, რომელსაც ქალბატონი თინათინი უშურველად გასცემს.

ლიკა ლეჟავა: თინა ექიმთან თქვენი ჟურნალის მეშვეობით მოვხვდი. ამიტომ, თქვენს მკითხველს მინდა ვუამბო ჩემი ისტორია: ორი შვილის დედა ვარ, ბედნიერი ოჯახი მქონდა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ სხვასთან წასვლა არჩია, რამაც საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო. თავის მოკვლაც ვცადე. ამქვეყნად თინა ექიმმა დამაბრუნა. სიცოცხლის ხალისიც მაქვს და რწმენაც გამიჩნდა. მე და თინა ექიმი დავმეგობრდით და ახლა ჩემი ვაჟი დამყავს მასთან ნაღვლის ბუშტის პრობლემების გამო. უღრმესი მადლობა თინა ექიმს და თქვენს ჟურნალს!

ირმა შველიძე: საბერძნეთიდან იმის გამო დავბრუნდი, რომ მთელი წლის განმავლობაში მტანჯავდა სამწვერა ნერვის ანთება, რომელიც მწვავე ნევროზში გადამეზარდა. უცხოელმა ექიმებმა ვერ მიშველეს. ქალბატონ თინათინთან ახლობლების რჩევით მოვედი. რამდენიმე სეანსის შემდეგ მთლიანად გამოვჯანმრთელდი. სასწაულის არ მჯეროდა, მაგრამ, თურმე ყველაფერი ხდება.

კახა შონია: მქონდა საშინელი თავის ტკივილები, უძილობა, შიშები. წლების განმავლობაში სახლიდან ვერ გამოვდიოდი, თვითმკვლელობაც რამდენჯერმე ვცადე. ამ სატანჯველისაგან მხოლოდ ქალბატონმა თინათინმა მიხსნა.

*

ცნობილი მკურნალი ავადმყოფობის უმძიმესი სენისაგან განკურნების ნიჭს უფლის წყალობად თვლის. მას მკურნალობის ფართო სპექტრი აქვს არჩეული. ხშირად ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა საოპერაციოდ გამზადებული ადამიანები ქირურგიული ჩარევისგან უხსნია.

თუ თქვენს ჯანმრთელობაში ეჭვი გეპარებათ და სასწრაფოდ გჭირდებათ საიმედო მკურნალის ხელი, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმ თინათინ მაჩაიძეს, რომელიც განუმეორებელი და შეუდარებელი კომპლექსური მეთოდებით მკურნალობს. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ დაავადებებს, რომლებსაც ქალბატონი თინათინი უკვე ათეული წლებია, მის მიერვე დასმული დიაგნოზის შემდეგ, წარმატებით მკურნალობს. ესენია: ნერვული სისტემის მოშლილობა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, ნევროზები, შიშები, აკვიატებული აზრები, თავის ტკივილი, უძილობა, მოთენთილობა, გაბრუება, ენერგიის ნაკლებობა, დეპრესია, ღამის უნებლიე შარდვა (ენურეზი), ოსტეოქონდროზი, მარილები, რადიკულიტი, ნერვის ანთება, კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ალერგიები. ასევე თინა ექიმი წმენდს დაბინძურებულ აურას და ასუფთავებს ბიოველს.

скачать dle 11.3