კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ დოლარად მიაქირავა 1998 წელს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახმინისტრის მოადგილემ ბინა საქართველოს პარლამენტს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში) აპარატის ოფიციალურ საიტზე მინისტრის არც ერთი მოადგილის ბიოგრაფია არ იძებნება, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომლების მხოლოდ სახელები და გვარებია მითითებული. ამის მეშვეობით ვიგებთ, რომ ბ-ნი ალექსი პეტრიაშვილის პირველი მოადგილეა 1959 წელს დაბადებული დავით დონდუა, რომელსაც საჩინოვნიკო საქმიანობის არაერთწლიანი სტაჟი აქვს და მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1998 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც  აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს დესპანმა. ოჯახის წევრად მიუთითებდა მხოლოდ მეუღლეს, 1968 წელს დაბადებულ თეა ფარულავას. იმხანად უძრავი ქონება მხოლოდ დავით დონდუას ჰქონდა: მიწის ნაკვეთი სოფელ წეროვანში – 5 000 ლარად ღირებული და, საცხოვრებელი ბინა თბილისში – 20 000 ლარად ღირებული. ხოლო მის სახელზე რიცხული უძრავი ნივთების ღირებულება 10 000-25 000 ლარამდე იყო.

დავით დონდუას 1998 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტისთვის 3 წლით საცხოვრებელი ბინაც მიუქირავებია, თვეში 300 აშშ დოლარად.  იმ წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 1997 წლის განმავლობაში დავით დონდუა მუშაობდა: ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორად და მისი ანაზღაურება თვეში 80 ლარი გახლდათ; ხოლო შემდეგ – დესპანად, ყოველთვიური ანაზღურებით – 1 400 აშშ დოლარი.

დავით დონდუამ 1999 წელსაც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს დესპანის  ამპლუაში შეავსო დეკლარაცია. მისი ქონების ოდენობა იგივეა, მაგრამ, დეკლარაციაში არ არის მითითებული მიღებული ანაზღაურება. 2000 წელს შევსებული დეკლარაციით,  დავით დონდუას უძრავ-მოძრავი ქონება უცვლელია, ერთი ისაა, რომ დეკლარაციის შევსების დროს, დესპანს, ნაღდი ფულის სახით, 7 000 ლარი ჰქონდა. აგრეთვე, მუშაობა დაუწყია მის მეუღლეს და, 1999 წლის განმავლობაში, როგორც მასწავლებელს, 2 000 აშშ დოლარი აუღია, ხოლო ბ-ნი დონდუას სადესპანო წლიურ შემოსავალს  16 800 აშშ დოლარი შეუდგენია. ამას გარდა, ბინის გაქირავებით 2 700 აშშ დოლარიც მიუღია.

2001 წელს დავით დონდუამ დეკლარაცია შეავსო როგორც „ნატოსთან” საქართველოს წარმომადგენელმა. მისი ქონება უცვლელია, ერთი ისაა, რომ ნაღდ ფულად ამჯერად  8 000 ლარი ჰქონდა. სხვა ინფორმაცია დეკლარაციაში, რატომღაც, შეტანილი არ არის. დავით დონდუა 2001 წელსაც იმავე თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა, მისი მეუღლე უკვე „ნატოში” საქართველოს მისიის რეფერენტი გამხდარა. ბ-ნ დონდუას წლიურად 11 000 აშშ დოლარი აუღია, მის მეუღლეს – 1 600 აშშ დოლარი.

2002 წელს შევსებული დეკლარაციით ვიგებთ, რომ ბ-ნი დონდუას წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 16 800 აშშ დოლარი შეადგინა, მისი მეუღლის სარეფერატო წლიურმა ხელფასმა კი – 11 280 აშშ დოლარი.

2009 წლიდან დავით დონდუა აღარ არის საჯარო სამსახურში, მის მიერ 2008 წელს შევსებული დეკლარაციით, ის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. მისი უძრავი ქონება კი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჭონქაძისა და ბერიძის ქუჩებზე და მშენებარე აგარაკი წეროვანში. მისი მეუღლის საკუთრება კი იყო მიწის ნაკვეთი წეროვანში. იმხანად 3 200 ევროდ ავტომანქანაც შეუძენია. ხოლო, როგორც პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორს, წლის განმავლობაში 20 400 ლარი აუღია და, კიდევ, ჰონორარის სახით – 2 000 ლარი. სულ ბოლო დეკლარაცია მინისტრის პირველმა მოადგილემ 2013 წელს შეავსო როგორც ზემოხსენებული სამინისტროს პირველმა მოადგილემ. ოჯახის უძრავ ქონებაში ის ცვლილებაა, რომ დავით დუნდუას მიწის ნაკვეთი შეუძენია ქვიშხეთში 15 000 აშშ დოლარად და ჰყავს ავტომანქანა „მერსედეს 200“. 2012 წლის განმავლობაში მინისტრის პირველი მოადგილის შემოსავლები შემდეგნაირად გამოიყურებოდა: როგორც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, 38 020 ლარი აიღო; როგორც თსუ-ს ლექტორმა – 1 200 ლარი; როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვეულმა ლექტორმა, 432 ლარი; როგორც გაეროს განვითარების პროგრამის ლექტორმა – 841 ლარი; როგორც ღია სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორმა – 1 615 ლარი; როგორც მინისტრის მოადგილემ – 15 540 ლარი; ხოლო, მისი მეუღლის მომსახურების ანაზღაურება თსუ-ს 415 ლარი დაუჯდა.

 

скачать dle 11.3